უკრაინელი ნახევარმცველის მახაჩყალურ გუნდში გადასვლა-არგადასვლაზე მოსაზრებები გამოითქმის
ეს ადამიანი საფეხბურთო სამყაროში განსაკუთრებული ავტორიტეტით არ სარგებლობს, მაგრამ მას საკმაო გავლენა აქვს “ბაიერნის” ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკზე. უკრაინელმა სწორედ მისი დახმარებით გაიკაფა გზა დიდ ფეხბურთში. ლაპარაკია “ილიჩევეცის“ სპორტულ დირექტორ ევგენი კანანზე.

უკრაინული ვებგვერდები მისი პროგნოზით დაინტერესდნენ, გადავა თუ არა “ტიმოხა” მახაჩყალის “ანჟიში”. აი, რას ამბობს ეს ადამიანი: “დამიჯერეთ, ოფიციალური წინადადება ტრანსფერის თაობაზე მიუნხენში ნამდვილად გაგზავნილია, მაგრამ რამდენადაც მე შემიძლია ანატოლის ხასიათზე მსჯელობა, მას ურჩევნია იბრძოლოს ძირითადში დასაბრუნებლად და კარიერა “ბაიერნში” განაგრძოს. ის უკვე აღარ არის პატარა ბიჭი, ფორმაში ყოფნისთვის მუდმივად ტონუსში ყოფნა სჭირდება, წინ ხომ ევროპის ჩემპიონატია.

მას “ანჟიში” იწვევენ, სადაც გარანტირებულად მოხვდება ძირითად შემადგენლობაში, რაც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. არჩევანი ტიმოშჩუკის გასაკეთებელია. ის ძლიერი პიროვნება და მისაბაძი პროფესიონალია, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ძალიან პატივმოყვარეა და ყველაფერს გააკეთებს, რომ იქ სადაც ახლა თამაშობს, დაამტკიცოს, რომ სასტარტოში თამაშის ღირსია.

ვიყავი მასთან სტუმრად მიუნხენში, აქედან გამომდინარე ვიცი, რომ ანატოლი თავს ის ძალიან კარგად გრძნობს. შეიძლება ამწუთას მის კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ დგას, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი წინ აქვს. “ანჟი” იწვევს და ის ფიქრობს, ეს ლოგიკურია. არ გამოვრიცხავ მან გადაწყვეტილება რუსეთში დაბრუნების სასარგებლოდ მაინც მიიღოს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე