“იუვენტუსის”, “მილანისა” და “ჩელსის” ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი შეიძლება სამუშაოდ პარიზში გადავიდეს
“იუვენტუსის”, “მილანისა” და “ჩელსის” ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი შეიძლება სამუშაოდ პარიზში გადავიდეს. მართალია ლონდონიდან წამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, ერთი წელიწადი დასვენებას ვაპირებო, მაგრამ ისეთი ამბიციური კლუბის გაწვრთნაზე უარს ალბათ არ იტყვის, როგორიც “პარი სენ-ჟერმენია”.

“ეკიპის” ინფორმაციით, მას გუნდის ჩაბარება ლეონარდომ სამშაბათს პირადი შეხვედრისას შესთავაზა. საქმე ის არის, რომ პარიზული გრანდის მიერ ლიგა 1-ში აღებული სტარტით, 0:1 შინ “ლორიანთან” და 1:1 “რენთან” გასვლაზე, ყველა უკმაყოფილოა, მათ შორის არიან კლუბის ყატარელი ინვესტორებიც. ლაპარაკი ანტუან კომბუარეს გუნდიდან გაშვებზე ჯერ კიდევ წინა სეზონის დასრულებამდე მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ყველასდა მოულოდნელად, კლუბმა მუსიე ანტუანს ხელშეკრულების ორი წლით გაგრძელება შესთავაზა და თანხმობაც უმალ მიიღო. ახალი კონტრაქტი მაისის ბოლოს, ლეონარდოს მოსვლამდე დაიდო. კლუბში ბრაზილიელი ახლა ყველაზე გავლენიანი მუშაკია და მის ნებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე იტალიურმა სპორტულმა ვებგვერდებმა დაწერეს, რომ პარიზულ კლუბში მოსალოდნელია ფეხბურთელთა გაფიცვა, რადგან ისინი მთავარი მწვრთნელის გადაყენებასა და მის ადგილას სწორედ კარლეტოს მოყვანას ითხოვენო.

ასეთი პუბლიკაციებით ვებგვერდმა პარიზელთა ბანაკში მოგიზგიზე ცეცხლზე ნავთის დაასხა. გუნდში მოსვლის დღიდან მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის არცთუ შეხმატკბილებული ურთერთობა ჩამოყალიბდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კომბუარემ მთელი მოსამზადებელი შეკრების მიმდინარეობისას ერთადერთი ინტერვიუ მისცა და ისიც საკმაოდ მოკლე. ყველაფერ დანარჩენზე კომენტარს სწორედ ბრაზილიელი აკეთებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა