ესპანეთის სუპერთასი. საპასუხო მატჩი. "ბარსელონა"-"რეალი" 3:2
ესპანეთის სუპერთასი. საპასუხო მატჩი.

ბარსელონა-რეალი 3:2 (2:2)

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი (85. ბუსკეტსი), ინიესტა - პედრო (82. ფაბრეგასი), მესი, ვილია (73. ადრიანო).

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, კოენტრაო - ხედირა (46. მარსელო), ჩაბი ალონსო - დი მარია (64. იგუაინი), იოზილი (78. კაკა), რონალდო - ბენზემა.

გოლები: 1:0 ინიესტა (15), 1:1 რონალდო (20), 2:1 მესი (45), 2:2 ბენზემა (82), 3:2 მესი (88)

გაძევება: მარსელო (93), იოზილი (94), ვილია (95)

მაყურებელი: 90 000

სუპერთასი, სუპერკლასიკო, სუპერმატჩი - კი ბატონო, წუხელ ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ "კამპ ნოუზე", მაგრამ არ დაგვავიწყდეს მთავარი - სეზონის პირველი ტიტულის ბედი ერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, უფრო ზუსტად სუპერფეხბურთელმა - ლეო მესიმ. ორი გოლი და ერთი საგოლე პასი 24 წლის არგენტინელის ანგარიშზეა.

ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, მოარგო "ბარსელონას" საჭირო გასაღები (ყოველ შემთხვევაში, სუპერთასის ეს ორი მატჩი "რეალის" გულშემატკივრებს ამის იმედებს ნამდვილად აძლევს), მაგრამ ჯერჯერობით მან ვერაფერი მოუხერხა "ბარსას" არასაიდუმლო იარაღს, მესი ისევ მთავარ წინაღობად ექცა ტიტულამდე - წუხელ, არგენტინელის წყალობით "ბარსელონამ" 5-გოლიანი თრილერი მოუგო "რეალს" - 3:2 და 2011/12 წლების პირველ სეზონს დაეუფლა. "გოლმა" მესის თამაში ათბალიანი სისტემით 9,5 ქულით შეაფასა.

რაც სუპერთასი ახალი ფორმატით ტარდება, ეს "ბარსელონას" მე-10 ტიტულია, თუმცა სანუკვარ მიზნამდე ახლოს "რეალიც" იყო - სტუმრებმა სავსებით დამსახურებულად გაათანაბრეს 82-ე წუთზე, როცა "ბარსას" საჯარიმოში არეულობით ქარიმ ბენზემამ ისარგებლა და ანგარიში 2:2 გახადა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დამატებითი ტაიმები გველოდა, თუმცა მოურინიოს "რეალი" დაცვაში არ ჩაიკეტა, შეუტია და... დაისაჯა - მესიმ და შეცვლაზე შესულმა ადრიანო კორეიამ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც არგენტინელის გოლით დასრულდა.

ამ შეხვედრაში შედგა სესკ ფაბრეგასის დებიუტი "ბარსელონაში", ექსარსენალელი ბოლოსკენ გამოვიდა და კინაღამ მარსელოს მსხვერპლი შეიქნა, 93-ე წუთზე მადრიდელთა ბრაზილიელი მცველის მეტისმეტმა უხეშობამ მოედანზე ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია, რის გამოც მარსელოს გარდა წითელი ბარათები მესუთ იოზილმა და დავიდ ვილიამ მიიღეს.

უფრო თვალსასეირო პირველი ტაიმი გამოდგა (მეორეს უფრო დრამატული ეთქმოდა), როცა "რეალის" უპირატესობას წუთებში მესის ბრწყინვალე პასით ანდრეს ინიესტამ გააბათილა - მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა მოურინიოს გუნდი არ დანებდა, პრესინგს მეტოქის ნახევარზე უკვე იერიშები დაერთო და ერთ-ერთი ასეთი შეტევისას კრიშტიანო რონალდომ ოდნავ წაკრა ბურთს ფეხი და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს კი მადრიდული სცენარი გამეორდა - კვლავ მესი და მისი გოლი, მეორე ტაიმის შესახებ კი ზემოთ გიამბეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daviti
მაურინიოს კაცური რა აქვს რომ გაკეთებული
lasha
მაურინიომ ბარსას სკამიდან ვიღაცას ყური აუწია, მგონი ვილიანოვა იყო - არაკაცური საქციელი იყო...
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა