მსოფლიო უნივერსიადაზე, მოჭადრაკეთა გარდა, ფაქტობრივად, ყველა ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა დაამთავრა
წლეულს ივლისში საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ჩინურმა შანხაიმ უმასპინძლა, სამმეტრიანი ტრამპლინიდან წყალმხტომელთა ინდივიდუალური პირველობა 554,30 ქულით მასპინძელმა ჩონგ ჰიმ მოიგო. გუშინ ჩინელი სპორტსმენი უძლიერესი იყო ამავე დისციპლინაში სტუდენტთა შორისაც - მსოფლიო უნივერსიადაზე მან 539,30 ქულით გაიმარჯვა. 515,50 ქულით ვერცხლის მედალი მექსიკელმა ჯულიან სანჩესმა დაიმსახურა. მსოფლიოს ჩემპიონატის რუსმა ვერცხლისმედალოსანმა ილია ზახაროვმა შენჟენში ბრინჯაო იკმარა.

ქართველმა წყალმხტომელებმა, წინა შეჯიბრებისგან განსხვავებით, რამდენიმე საფეხურით წინ კი გადაინაცვლეს, მაგრამ ფინალში აქაც ვერ მოხვდნენ (შეგახსენებთ, რომ უნივერსიადაზე ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა სინქრონულ ხტომებში მე-5 ადგილი დაიკავეს). კორახაშვილი 344 ქულით 22-ე ადგილით დაკმაყოფილდა, ჭანტურიამ საკვალიფიკაციოში 362,9 ქულას მოუყარა თავი და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი 377,45 ქულა მხოლოდ მე-17 ადგილისთვის ეყო.

ჟენშენში, მოჭადრაკეთა გარდა, ფაქტობრივად, ყველა ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა დაამთავრა, ჩვენი დელეგაციის ყულაბაში კი ერთი მედალიც არ არის. რამდენად სავარაუდოა, რომ ქართველმა დიდოსტატმა მანდილოსნებმა და საერთაშორისო ოსტატმა ვაჟებმა დანაკლისი აანაზღაურონ?

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს. გოგონებში 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ირინა ვასილიევიჩი (რუსეთი) მეწინავეობს. მას ნახევარ-ნახევარი ქულით მაკა ფურცელაძე, ნინო ბაციაშვილი, ქიან ჰუანი (ჩინეთი) და თუვშინთუგს ბათხიმეგი (მონგოლეთი) ჩამორჩებიან. 9 მოჭადრაკემ 3-3 ქულა მოაგროვა.

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ სოფიკო გურამიშვილს მხოლოდ ორი ქულა აქვს. ასპარეზობის მონაწილეთა სიძლიერის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ, რომ ერთი მედალი მაინც, ალბათ, გვექნება. რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, აქ შედარებით რთულადაა საქმე, ცხადია, ჩვენთვის. 4-4 ქულით ჩინელი ჰაო ვანი და სომეხი ავეტიკ გრიგორიანი ლიდერობენ. მასპინძელი ასპარეზობის რეიტინგფავორიტია, თანაც სოლიდური 2718 პუნქტით, რაც მის უმაღლეს კლასზე მიუთითებს და ჯერჯერობით ფავორიტობას ამართლებს კიდეც.

საგულისხმოა, რომ შეჯიბრებაზე მეორე-მეხუთე ნომრებადაც ჩინელები არიან განთესილი - იუ ვანი (2709) და ჩაო ლი (2669), ჰუა ნი (2662) და ძიანჩაო ჟოუ (2636). 2600-ზე მეტი რეიტინგი აქვთ სომეხ დიდოსტატებს - ავეტიკ გრიგორიანსა და ზავენ ანდრიასიანს, ჩვენი დავით ბენიძის მაჩვენებელი 2514-ს არ აღემატება, ლუკა პაიჭაძისა - 2489-ს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტურნირებს რეიტინგები კი არა, პიროვნებები იგებენ, ამიტომ ნებისმიერი შეჯიბრება მოულოდნელობებითაა სავსე, გამორიცხული არაფერია... ბენიძემ უნივერსიადის წინა ოთხ ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო, იუ ვანთან და 3 ქულით მეექვსე-მეცხრამეტე ადგილებს იყოფს. პაიჭაძე 2,5 ქულით ჯერჯერობით ოცდამეათეა.

გუშინ ასპარეზობის მონაწილეებს ერთდღიანი შესვენება ჰქონდათ. დღეს ორი ტურის პარტიებს გაითამაშებენ. მე-5 ტურში მეწინავეთაგან ითამაშებენ: გოგონები. ჟონგვი თანი (3,5)-ირინა ვასილევიჩი (4), ბათსიმეგი (3,5)-ჰუანი (3,5), ფურცელაძე (3,5)-ბაციაშვილი (3,5), დავლეტბაიევა (3)-შენ იანი (3), ზავადსკა (3)-სტოიანოვიჩი (3), კალინინა (3)-სუკანდარი (3), ჩერემნოვა (3)-ბოროსოვა (3), მონგონთუული (2,5)-ფუჩსი (3)... ნური (2,5)-გურამიშვილი (2).

ვაჟები. ჰაო ვანი (4)-გრიგორიანი (4), ჩაო ლი (3,5)-ანდრიასიანი (3,5), ჟოუ (3)-კრავცივი (3,5), მიხალიკი (3)-იანგუე (3), ბენიძე (3)-ჰუა ნი (3), ბულსკი (3)-პაპინი (3), ბრაუნ არიკი (3)-მარკო (3), ძარნოტა (3)-ადლი (3), ვანჰუდლი (3)-ოლჟევსკი (3), ბათულგა (3)-მარკოსი (2,5), კურმანი (3,5)-პაიჭაძე (2,5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა