რუმინეთთან 43:5 გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ერთი კვირა დაისვენეს და დღეიდან, 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგნენ.

სატიტულო შეხვედრას 16 მარტს 16 საათზე, თბილისის, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მიჯრით მერვე, ჯამში კი მე-17 ტიტულს შეუტევს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2000 წლიდან იმართება და მას თავდაპირველად ერთა თასი ეწოდებოდა, ამჟამინდელი სახელწოდება კი 2015 წლიდან მიიღო. ტურნირის ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა. 2003-2008 წლებში გამარჯვებული ორი წლის ჯამით ვლინდებოდა, რის გამოც განვლილ 25 წელიწადში თასი 22-ჯერ გათამაშდა. 2010 წლის ჩათვლით, საქართველომ ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა, რუმინეთმა 4-ჯერ, ერთხელ კი ამ გუნდების დავაში პორტუგალია ჩაერია (2003-2004). 2011 წლიდან მოყოლებული, საქართველომ პირველი ადგილი ერთადერთხელ, 2017 წელს ვერ დაიკავა (გაიმარჯვა რუმინეთმა), მას შემდეგ კი ევროპულმა თასმა თბილისში დაიდო ბინა.

2023 წლიდან ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 6-იდან 8-მდე გაიზარდა, გუნდები ორ ჯგუფად გაიყო და დაინერგა ნახევარფინალისა და ფინალის სისტემა. წინა ორ ფინალში პორტუგალია დავამარცხეთ - ჯერ ესპანეთში, ბადახოსში, მერე კი საფრანგეთში, პარიზში. ამრიგად, თბილისი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალს წელს პირველად მასპინძლობს და მეტოქეც განსხვავებული ეყოლება, რადგან ნახევარფინალში პორტუგალიას ესპანეთმა 42:31 მოუგო.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბორჯღალოსნები ესპანეთს წელს ერთხელ უკვე ეთამაშნენ და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მადრიდში, 62:32 დაამარცხეს.

ორი სიახლით წლევანდელ რაგბი ევროპაზე

რიჩარდ ქოქრილმა ფინალური მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 19 მორკინალსა და 15 ხაზის მოთამაშეს უხმო. მათ შორის ორი ისეთი მორაგბეა, რომლებიც სანაკრებო შეკრებაზე წელს პირველად არიან. ესენი არიან ‘ორიაკის’ კვაჭი ლუკა ნიორაძე და ლა როშელის ბურჯიალექსანდრე ქუნთელია. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში დაბრუნდა ‘პროვანსის’ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 ლეგიონერია, 14 კი ‘შავ ლომს’ წარმოადგენს.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე (მონპელიე), გიორგი ახალაძე (კლერმონი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი); ვანო კარკაძე (მონპელიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), ბექა შვანგირაძე (ლიონი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), მიხეილ ალანია (ორიაკი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი შველიძე (ბრივი);

ფრთა: სანდრო თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

თარიღი: 16 მარტი,16:00 საათი

მისამართი: 74 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

კილასონია
შემადგენლობაც კარგია და ამინდიც ერთობ სარაგბო. ნაღდი რაგბული დღე გველის ვაკეში. ესპანეთის მხრივაც ლაღ და სანახაობრივ თამაშს მოველით და იმედი მაქვს, ბევრი ლელოც დაიდება!
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე