სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ჟანა ანდრეასიანი ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა.

მან ფეხბურთელებს მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა. მინისტრი ასევე ესაუბრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, FFA-ს პრეზიდენტს არმენ მელიქბეკიანს და ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნიქოღოსიანს. ის დაინტერესდა ნაკრების მოსამზადებელი ვარჯიშებით და გუნდში არსებული ატმოსფეროთი.

ანდრეასიანმა იმედი გამოთქვა, რომ საკუთარი კედლები და გულშემატკივართა თანადგომა მათ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარება.

საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა აღნიშნა, რომ გუნდის განწყობა კარგია, ნაკრებში მოწვეული ყველა ფეხბურთელი მზადაა. ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს ასევე აცნობა, რომ ეროვნული ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ სპერტსიანი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ სტადიონზე იქნება, რადგან თანაგუნდელები ადგილიდან გაამხნევოს.

შეხვედრაზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი წარადგინა.

მოკლედ, სომხეთში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის წყვილის პირველ შეხვედრას ერევნის "ვაზგან სარგსიანის" სტადიონი 20 მარტს უმასპინძლებს და შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ჩვენს დედაქალაქში უკვე 23 მარტს შედგება.

Degraf
ჟანაია თუ ესტუმრათ დიდი მოტივაციაა:))))
გიო
ჟანაჩკა საქართველოში ყოფილა დაბადებული
Walkabout
ვაა ჟანაა! ეს გოგო საქართველოშია დაბადებული...
გიო გიო
ბურთის ფლობა 35-65 ჩვენ სასარგებლოთ, ორ უპასუხო გოლის გავიტანთ, ასე ვხედავ ხვალინდელ შეხვედრას)) ჩვენი მეტი კუთხური (მე არ ვყომარობ) #არაყომარს
ჭიჭიკო
სომხეთის ნაკრების პატივისცემის მიუხედავ უნდა ვაღიაროთ, რომ მიქაუტაძის, დავითაშვილის, კიტეიშვილის დს ქოჩორაშვილის დონის ფეხბურთელები სომხებს არ ყავთ (კვარაზე და მამარდაზე აღარც ვიტყვი), თუმცა საკუთარ მოედანზე გულშემატკივრების მხარდაჭერით სომხები საკმაოდ სერიოზული გუნდია. ვფიქრობ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, თუმცა მინიმალური ანგარიშით 1-0 ან 2-1.
სამართლიანი
ნალბო ნალბანდიანი ან ლაკი ლუჩიანიანი რო მოიყვანოთ, მაინც ვერაფერს გვიზავთ მეზობლებო.
ასეა!
ჟანას (კნარიკას) ჩემი მეგობარი სურიკა (zura222) იცნობს კარგად.
მწვრთნელი
არ უშველით არაფერი, თუ გინდ ფაშინიანიც ესტუმროს! ორ კვირაში ვერანაირად ვერ დააყენებს ნაკრებს ტერ სხიპიანცი!
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა