სომხეთის საფეხბურთო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ნაკრებთან საშინაო მატჩს უკავშირდება.

"ვაზგან სარგსიანის" სახელობის სტადიონის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნების სკამებზე მისულ გულშემატკივრებს სომხეთის დროს ფერების ფურცლები დახვდებათ, რომელიც მათ ეროვნული ჰიმნის დროს უნდა აწიონ, რაც ქმნის სამფეროვან გამოსახულებას მთელ სტადიონზე.

"სკამებზე ასევე იქნება სამფეროვანი დროშები, რომლებიც ასევე უნდა იქნას გამოყენებული მატჩის დროს. ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის წყვილის პირველ შეხვედრას ერევნის "ვაზგან სარგსიანის" სტადიონი 20 მარტს უმასპინძლებს და შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ჩვენს დედაქალაქში უკვე 23 მარტს შედგება.

იოსებ ბრეგვაძე
მასე აგიხდეს ყველაფერი კარგი!
რევაზი ჭანჭღავა
ისე უნდა ვაჯობოთ დღეს რომ თბილისში ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდეს
ნანა
თქვენ გაკეთებულ კომენტარს არ შევეხები, ეგ თქვენი აზრია და ჩვენი ნებაა არ დავეთანხმოთ. მე მინდა თქვენ მართლწერას შევეხო და მოგიწოდოთ ანბანს გადახედოთ!
გივი თაბუკაშვილი
წავიდა დათუნაშვილი მოვიდნენ ხვიჩია მამარდა ჟორჟი და ძმანი მათი
გივი თაბუკაშვილი
წავიდა დათუნაშვილი მოვიდნენ ხვიჩია მამარდა ჟორჟი და ძმანი მათი
duscatto
3:1
ვაჟა მასწავლებელი
alexandre-ს!: მე დავწერე პირველი გოლი და არა პირველი მატჩი. რატომ ჩქარობთ? დააკვირდით ქართულ ენაზე ნაწერს! თქვენი მონა მორცილი - ვ.მ.
აბა, წაემატება ბიჭებს!
სპორტში, განსაკუთრებით ფეხბურთში,ძალიან ცუდი რამაა, მეტოქის დაუფასებლობა! ამიტომ ჩვენი ბიჭები პატივისცემით უნდა გავიდნენ მინდორზე და აუცილებლად დაუფასდებათ, ისეთი შედეგით,რომელიც ყველას გვაწყობს!
alexandre
არა, მეგობარო. სომხები პირველ მატჩს რაზდანზე ჩვენთან კატეგორიულად არ ჩაატარებდნენ ზუსტად მაგის შიშით. ნაღდათ არ მახსოვს, მგონი პახტაკორს თუ კაირატს შეხვდნენ და მოუგეს. მაგ ამბავზე მაშინ ბევრს ვღადაობდით. ჰო და ყველაფერი ისე კარგად აგვიხდეს, როგორც ეს ახდა. მანუჩარის ყუმბარისებული დარტყმით 20-25 მეტრიდან პირველი თამაში წავაგებინეთ მართლაც მაგარ არარატს. რაც შეეხება პარკ დე პრენსს, სწორი ხარ, მანუჩარმა გაიტანა პირველი გოლი. მთავარი ხვალინდელი მოგებაა!!!
G.LA
მეგრელს რა არ გვინდა წინასწარ? აგდებულად არც ჩვენ გულშემატკივრები და არც ბიჭები არ ვართ განწყოვილნი. მაგრამ ნაკრები რომ გაცილებით ძლიერი გვყავს და მე პირადად დარწმუნებული რომ ვარ გამარჯვებაში, ეს ბლატავია? სპორტალმაც საიდან მოიტანა რომ უხერხული მეტოქეა? ამხანაგურებში სომხებმა თავი არ შეიწუხეს თამაში? რამდენჯერ გვყავს დანარცხებული? კი მოხდა ისე ოფიციალურებში 2 ფრე და წაგება გცაქს და ამას მიზეზად ისა აქვს, რომ მაშინ სომხეთს ახლანდელზე უკეთესი ნაკრები ყვადათ, ჩვენი მაშინდელი ნაკრები მაშიბდელზე გაცილებით ძლიერია. ოხერხულზე ნეტად პრინციპული მეტოქეა სომხები ჩვენთვის და ჩვენ მათვის. ესაა სინართლე და რომ მოვიგებთ ესეც სიმართლე პროგნოზია წინასწარ.
მეგრელი
მოდით მეგობრებო არ გვინდა ბლატაობა სანამ არ მოვიგებთ, ჯერ გადავხტეთ. თავში ავარდნა როგორც წესი, ფეხბურთში მწარედ ისჯება, ასე რომ სრული სერიოზულობით უნდა მიუდგეთ საქმეს.
ზვიადი
წინასწარ ვიწვი თქვენი საცოდაობით,სომხებო
N
რა ერთი ბურთი?! ჩვენი სამი მეკარიდან რომელი გაუშვებს მანდ ბურთს? პასუხი: არცერთი!
გულშემატკივარი.
აბა ,აბა რა გული დაწყდებათ კვარას და კაშიას,ასეთ უცნობილეს მინდორზე რომ ვერ გავლენ სათამაშოდ.:)))
ვაჟა მასწავლებელი
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ერევნის "რაზდან"-ის ქებულ სტადიონზე პირველი, მაშინდელი ჟარგონით "ცელკა" და "უცხოური" გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა (მანუჩარამ იგივე გააკეთა სსრკ ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში პარიზის "პარკ დე პრენსის სტადიონზეც). 23 მარტისათვის თუ მოესწრება არ ვიცი, მაგრამ კარგი იქნებოდა მატჩში გათამაშდეს ცხონებული ილია დათუნაშვილის სახელობის პრიზი - ყველაზე ლამაზი, ან მეტი გოლისათვის! ამას როცა ვწერ - ჟორჟ მიქაუტაძე-ლიონელის ორი გოლი ამომიტივტივდა გონებაში: პირველი დონარუმას კარში, მეორე ბოლო თამაშში გატანილი გოლი!!! - უმრავლოს გიოს და გვიმრავლოს ქართველ გულშემატკივრებს!!!
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
შენ ვის უქომაგებ სურიკა ამ თამაში ? ალბათ ვინც ძლიერია იმას. შენ ხო პოლიტიკაშიც ეგრე ხარ ვინც ძლიერია იმას აძლევ ტაკუ*ას.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
ესენი მართლა თუ უკან გავარდნენ ც-ში და ამათან წააგეს ეს სანიოლი გასაგდებია სასწაფოთ და პარტლამენტში დასაყენებელია ფეხბურთის გაუქმებაზე საქართველოს ტერიტორიაზე. ისეთი ჩმორების კომენტარები კიდე წავიკითხე რო თურმე ჯობია გავარდეთ და იქიდან ევროზე გავიდეთ. ვაი თქვენ ჩმორ პატრონს უბედურს. რაგბისტებს სულ მახლა და მახლა უნდათ ასვლა და ყველაზე მახალი მწვერვალის ახება და ესენი სულ უკან და უკან უნდათ დაბრუნება. იმიტომაა რაგბი ჩვენი თამაშია და ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია ამას ტყუილა არ ამბობს ხალხი.
zura222
სმფერიანიკი არა თორმეტფერიანი დროშები ვერ უშველით PP
Levani
თუ კიდე შეგვხვდა როდესმე სომხეთი ჯგუფში კვარას კიდევ აქვს შანსი და კაშია შენ რა გითხარი,კარიერას ისე ასრულებ "ვაზგენ სარგსიანზე" თამაშის ბოლო შანსიც გამაზე
მწვრთნელი
არ გიშველით არააააააა! ერთი ბურთი, თუ გაიტანეთ მადლობა თქვით!
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა