საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება იმდენად კარგად დაიწყო, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, B დივიზიონის დატოვების საშიშროების წინაშე თუ აღმოჩნდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - ბოლო 4 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო (2 გოლი გაიტანა) და იმისათვის, რათა C დივიზიონში არ დაქვეითდეს, სომხეთის ეროვნულ გუნდთან პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

მეტოქის კლასის გათვალისწინებით, გულშემატკივართა დიდი ნაწილი გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანდახან „ჯვაროსნებს“ არასასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზებაც შეუძლიათ. ამის დასტური ბოლო შეხვედრებია და მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად ჩვენი გუნდი უკეთესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ზედმეტმა თავდაჯერებამ შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოთ. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მეზობლებს 2020 წლის შემოდგომაზე ორჯერ დაუპირისპდნენ და სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს - კვიპროსში 2:2 და თბილისში 1:2. რა თქმა უნდა, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ახლა ჩვენი ფეხბურთელები გაცილებით უკეთეს კლუბებში ასპარეზობენ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდნენ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მით უმეტეს ერევანში გურამ კაშიას და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოუწევთ ფონს გასვლა. ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სწორად აღნიშნა, რომ A ლიგისთვის მზად არ არიან, მაგრამ არც C ლიგაა მათი შესაფერისი.

ქომაგების ნაწილს მიაჩნია, რომ C ლიგიდან ევრო 2028-ის პლეი-ოფის საგზურის მოპოვება უფრო იოლია, რაც არასწორია, რამეთუ რადგან მომავალი ევროპირველობა ოთხ ქვეყანაში გაიმართება და მასპინძლები ავტომატურად დაიშვებიან ტურნირზე, C ლიგიდან შეიძლება პლეი-ოფში არცერთი გუნდი არ დაუშვან, ან უკეთეს შემთხვევაში საგზურები მინიმუმამდე შემცირდეს. ვიყოთ ობიექტური, პირდაპირ შესარჩევი ტურნირიდან ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ ნაკლებად აქვს, ამიტომ ერთა ლიგის ქვედა დივიზიონში დაქვეითება დაუშვებელია. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, „ჯვაროსნების“ ერთა ლიგიდან მოხვედრა უკვე გამორიცხულია.

რას წარმოადგენს დღევანდელი სომხეთის ნაკრები? - გუნდი 2022 წელს მისმა ერთადერთმა ვარსკვლავმა ჰენრიხ მხითარიანმა დატოვა და გასულ წელს D დივიზიონში გავარდნის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ზედიზედ ოთხ მატჩში უხეიროდ ითამაშეს: ჩრდილოეთ მაკედონიასთან ორჯერ დამარცხდნენ (ორივეჯერ 0:2), ფარერებს გასვლაზე დაუზავდნენ (2:2), სახლში კი კუნძულელებთან 0:1 წააგეს. კატასტროფას უკანასკნელ ტურში რიგაში ლატვიის 2:1 ძლევით გადაურჩნენ, ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ და ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. მათ საკადრო პრობლემებზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მწვრთნელის, ჯონ ვან ტ'სხიპის გამოძახებულთა სიაში ოთხი ნატურალიზებული ფეხბურთელია.

ბევრი სვამს კითხვას, რატომ არ თამაშობს სომხეთის ნაკრები „რაზდანზე“. ეს სტადიონი თავიდან 75 ათას მაყურებელს იტევდა. უნდოდათ მეორე იარუსი აღმოსავლეთ ტრიბუნაზეც აეშენებინათ, მაგრამ მაშინ „ლუჟნიკებზე“ დიდი ტევადობის იქნებოდა, რისი უფლებაც მოსკოვმა არ მისცა. ნაწილობრივი რეკონსტრუქციის და ინდივიდუალური სავარძლების დამონტაჟების შედეგად, მისი ტევადობა 54 ათასამდე შემცირდა. არენა ამჟამად ამორტიზებულია და როგორც რამდენიმე წლის წინ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა რუბენ აირაპეტიანმა (მეტსახელად გერმანელი რუბო, რომლის მიმართ 2024 წელს სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით ხელახლა აღიძრა) განაცხადა, არენა საფრთხეს წარმოადგენდა მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ბაზრობაზე ადამიანებისთვის, ვინაიდან მეორე იარუსი შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო. მას შემდეგ სიტუაცია არ შეიცვალა, რამეთუ აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ვერ გამოინახა და ამიტომ თამაშობს მათი ნაკრები 14 935-იან ვაზგენ სარგსიანზე, რომელიც ფედერაციის ბალანსზეა.

სხვათა შორის, „რაზდანზე“ 1981 წელს ვიყავი, როდესაც თბილისის „დინამომ“ „არარატს“ 4:1 მოუგო, ჩემი მასპინძელები ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხეს და მითხრეს: „победила дружба“ (გაიმარჯვა მეგობრობამ). ძალიან მინდა ხვალეც ასევე გაიმარჯვოს „дружба“-მ.

მიმომხილველი

ვაჟა
ანუ მაგათ ვითომ რაზდანი თამაში B ჯგუფი რაღაცა მერე ფაქტიურად და იქვე ეგაა. ბაქოში თამაში ეგრევე და მიდი მოდი ანუ ვერ იყო თუ ან მაგას
რეალისტი
რას ნერვიულობთ? ან რა პანიკაა? რამე ნაკრები გგონიათ სომხეთი? 4 ან 5 ბურთით მოვიგებთ. ფარერებს ვერ უგებს ეგ ნაკრები და რა პანიკა გჭირთ
ბადრი
თუ კაცი ხარ აგვიხსენი რა თქვი.
ავლიპ ზურაბიშვილი
ჩაეწერე ჩემთან ძაან არეულად ლაპარაკობ...ან რამე დამამშვიდებელი დალიე,აშკარად აჭრილი ხარ რაღაცაზე,მარა ჩვენს ბიჭებს რას ერჩი?!
ვაჟა
ანუ ეხლა ვინც გინდა რაზდანი და იქნება ვერ ნახეს თამაში კვარაცხელია ალბანეთი სომხეთი?
ძველი გულშემატკივარი
ჩემის აზრით საქართველოს ნაკრებმა უნდა ითამაშოს შემდეგი სქემით: 1) ბურთის სწრაფი გადატანა მოწინააღმდეგის ნახევარზე 2) მაღალი პრესინგი 3) მოწინააღმდეგის ნახევარზე მოკლე პასები 4) მოწინააღმდეგის საჯარიმოში დრიბლინგი და სხვა ინდივიდუალური მოქმედებები 5)კარებში დარტყმა პირველსავე შესაძლებლობიდან. გარანტირებული მოგება 3:0 ან 4:0

3 წლის წინ ვნახე რაზდანის სტადიონი. სავალალო მდგომარეობაშია. თუმცა, სნუპ დოგის კონცერტის ჩატარებას აპირებდნენ იქ. ისიც ჩაიშალა.

დაულაგებელი შემადგენლობა გვეყოლება მოედანზე,განსაკუთრებით დაცვაში,გოგლიჩიძეს არა უთამაშია მთავარ შემადგენლობაში ამ ფეხბურთელებთან ერთად,მამარდაც არ არის სტაბილური,მე მაინც მაშინებს ეს სომხეთის ნაკრები,თავში არ უნდა აუვარდეთ ჩვენს ფეხბურთელებს და ბოლომდე უნდა შეინარჩუნონ კონცენტრაცია!!!
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება