“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის მონაწილე ექვსივე გუნდი ცხრილში საბოლოოდ განლაგდა და ასეთი სურათი მივიღეთ. პირველ ადგილზე გავიდა რუსთავი, რომელიც ნახევარფინალში მეოთხეზე გასულ თელავის ბურჯს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს მეორეადგილოსანი კასპის გრიფინი და მესამე ადგილზე გასული თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი შეხვდებიან. აქვე ვთქვათ, რომ “ა” ლიგა დატოვა ბოლოზე გასულმა ვერამ, ხოლო მე-5 ადგილის დამკავებელი სოხუმი-საქართველო მომავალი სეზონის წინ ლიგაში ადგილს 2-მატჩიან საკვალიფიკაციო სერიაში დაიცავს.

პირველად მოხდა, რომ ტურის სამივე მატჩი ერთ დღეს ჩატარდა. ეს გასაგები მიზეზის გამო მოხდა – ბოლო ტური იყო და დარჩენილ მატჩებს უნდა გაერკვია, რომელი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებდა. ჩვენც ქრონოლოგიურად მივყვეთ, თამაშები როგორი შედეგით სრულდებოდა და გუნდების შანსები შესაბამისად როგორ იცვლებოდა.

პირველი შეხვედრა ფიქციური მნიშვნელობის იყო – თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ბოლო ადგილზე გასულ ვერას ხვდებოდა. რაკი განწირული იყო და ცხრილში ვერაფერს შეცვლიდა, ვერა 4 უცხოელიდან სამს დაემშვიდობა. შესაბამისად, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდთან მოგების თეორიული შანსი შერჩა და საბოლოოდ წააგო კიდეც – 63:91 (სტატისტიკა). ამით თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა პლეი ოფი ოფიციალურად გაინაღდა და ისღა იყო გასარკვევი, მესამე ადგილზე გავიდოდა, თუ მეოთხეზე.

ეს საკითხი მომდევნო მატჩის შედეგზე პირდაპირ იყო დამოკიდებული. მე-10 ტურის მეორე მატჩში სოხუმი-საქართველო თელავის ბურჯს მასპინძლობდა. პლეი ოფში რომ გასულიყვნენ, სოხუმელებს 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდათ. ეს შეუძლებელი არ იყო, თუმცა რეალობისგან ცოტა შორს იდგა. შესაძლოა, სასურველი სხვაობით მოეგო კიდეც, სოხუმი-საქართველო ისე რომ ეთამაშა, როგორც ბოლო პერიოდში. ბოლო ათწუთეული გუგა პატარაიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა 46:26 მოიგეს და საბოლოოდ 6 ქულით – 115:109 (სტატისტიკა) იმარჯვეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

ანგარიში უმეტესწილად თელაველებს მიჰყავდათ. მესამე პერიოდის ბოლოს თელავის ბურჯი 14 ქულით ლიდერობდა და აქ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა. დარჩენილ დროში 33 ქულით გამარჯვება წარმოუდგენელი იყო და ეს არც მომხდარა. სოხუმი-საქართველომ 20 ქულით მოიგო დასკვნითი პერიოდი და თამაშიც დასრულდა. ამ შედეგის შემდეგ III ადგილზე თავისუფალი უნივერსიტეტი განთავსდა, ხოლო თელაველები IV ადგილზე გავიდნენ.

დარჩა ტურის და მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი, რომლის გამარჯვებულიც პირველ ადგილზე გავიდოდა, ხოლო დამარცხებული – მეორეზე. შესაბამისად, გამარჯვებულს მეტოქედ თელავის ბურჯი ერგებოდა, ხოლო დამარცხებულს – თავისუფალი. რუსთავს პირველი წრის მატჩი კასპში 11 ქულით ჰქონდა წაგებული, თუმცა ამ მატჩში 1 ქულით მოგებაც ჰყოფნიდა, რადგან კასპელებმა მე-8 ტურში თელავში წაიფორხილეს. რუსთავი კი იმ 1 წაგებით მოვიდა ბოლო ტურამდე და კასპის დასამარცხებლად ემზადებოდა.

ასეც მოხდა. რუსთავმა საკმაოდ ძლიერ გრიფინს დამაჯერებლად მოუგო. გოგა ცეკვავას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილ შიდაქართლელებს 29 ქულით მოუგეს. თამაში თავიდანვე მასპინძლებმა წაიყვანეს და ისე მივიდნენ ბოლომდე, რომ მეტოქისთვის შანსი არ მიუციათ – 106:77 (სტატისტიკა).

ასე და ამგვარად, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა რუსთავი, კასპი კი მეორეზე გავიდა. პლეი ოფის პირველი წრე, ანუ ნახევარფინალი 2 მოგებამდეა. კასპის და რუსთავის გუნდებს მეტოქეებთან მოედნის უპირატესობა გააჩნიათ. ნახევარფინალური სერია სტარტს 22 მარტს აიღებს. თამაშების განრიგს წარმოდგენილ ბანერზე ნახავთ.

GBF

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს