ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს მატჩს ადგილობრივი ფან-მოძრაობის (FAF) დამფუძნებელი სერგეი ჯანჯოიანი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სტუმრებს მასპინძელ ფანებზე გაცილებით მეტი ბილეთი გამოუყვეს.

"ვინ უნდა იყოთ, რომ საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ასეთ ყველაზე უკიდურეს ზომებებზე წახვიდეთ. ბილეთები ისე გაყიდოთ, რომ ტრიბუნებზე მეტოქის ასობით და ათასობით ქომაგი იყოს. ეს იმ დროს, როდესაც გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება და არენაზე ძლიერი ატმოსფეროს შექმნას უნდა შეუწყოთ ხელი.

ეს სამარცხვინო ვითარება ყოველთვის ემახსოვრებათ და მომავალი ხელმძღვანელებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. ამ დამცირებისთვის სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს და სრული შემადგენლობით გადადგეს", - წერს ჯანჯოიანი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

თამაშის დასასრულს ადგილობრივი გულშემატკივრები სკანდირებდნენ და ფედერაციის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ: "წადით, წადით".

სსს
დღეს ჩამოვედი ერევნიდან. სასწაული პატივისცემა იგრძნობოდა ყველა გამვლელი სომეხის მხრიდან თამაშამდეც და თამაშის მერე ჩვენ მიმართ.
Modric-ს
მასე ხუმრობდნენ სომხები ხინკალზეც და ჩურჩხელაზეც ახლა კი თვითონ სომხებმაც დაიჯერეს რომ სომხურია. ისე სომხები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი კარგად იყვნენ ჩვენთან მეზობლურად, რადგან სხვა მეზობელი მათ თითქმის აღარც დარჩათ (ირანი) და ზღავეზე გასასვლელიც არ ჩაიკეტონ თავიაანთი ვითომ ვირეშმაკული ზრახვებით….. დაახლოვებით ისე არ დაემართოდ რაც უკვე აზერებთან. ვითომ ჭკვიანებად თავი მოაქვთ და უჭკოები კი აღმოჩდნენ აზერებთან მიმართებაში.
მერაბი
ამდენი ქართველი გულშემატკივარი რომ არ მისულიყო,მაშინაც არა მგონია ეს 14 ათასიანი სტადიონი გაევსოთ თავად სომეხ გულშემატკივრებს.სამარცხვინო ეს უფრო მგონია. ფაქტია,რომ ჩვენ უფრო გვიყვარს და გამოგვდის ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში.წარსულშიც ასე იყო,აწმყოც ასეთია და უეჭველად მომავალშიც ასე იქნება.
სოსო
ჟორა,ხვიჩა ფლანგის თავდამსხმელია,მიქაუტაძე კი ცენტრალური.სრულიად ბუნებრივია,რომ ხვიჩას გადაუსწრებს შედეგიანობაში და აუცილებლად ასე მოხდება.ამით იოტისოდენადაც არ მცირდება ხვიჩას როლი და ფასი!სანამ ცენტფორვარდები ვერ ვარგობდნენ და ცოტა გაჰქონდათ,მაშინ იღებდა კვარა ყველაფერს საკუთარ თავზე,თორემ ახლა,როცა გიორგიც მაგარ ფორმაში გვყავს და ბუდუც,უფრო მათთვის მომენტების შექმნაზე გადაერთვება და თუ სათავისო მომენტი გამოუვარდა,მხოლოდ მაშინ დაემუქრება კარს.კვარა ყოველთვის გუნდის ინტერესებს აყენებდა წინ და მომავალშიც ასე იქნება.უკვე ისეთი ნაკრები გვყავს,დროთა განმავლობაში თვითონ კვარაც გადაუსწრებს შოთის,მაგრამ გამტან ცენტრფორვარდს,სათამაშო ამპლუის გამო,მაინც მეტი გოლების გატანა გამოსდის. მიქაუტაძე გახდება ლიდერი,თუ ვინმე უკეთესი კიდევ არ გამოგვიჩნდა,ქართულ ფეხბურთში! რაც შეეხება პასის მიცემა, არ მიცემას,რა თქმა უნდა როცა დამაჯერებელი ანგარიშია,ფეხბურთელები მეტის უფლებას აძლევენ ხოლმე თავს და პასის ნაცვლადზოგჯერ თვითონ ცდილობენ გატანას,მაგრამ დაძაბულ მატჩში,არც ერთი ფეხბურთელი,შეგნებულად ამას არ გააკეთებს და თუ გააკეთებს,დაუყოვნებლივ შეცვლის მწვრთნელი.დროის დეფიციტით გამოწვეულ შეცდომებზე,ირაკლიმაც კარგად დაწერა და აღარ გავაგრძელებ.
უბრალოდ გულშემატკივარი!
სხვათაშორის სომხეთში, მოსახლეობა ფანებს კარგად გვხვდებოდნენ, არავითარი აგრესიულობა და მაგის მსგავსი. მოდით და ჩვენც იგივეთი ვუპასუხოთ! ერთადერთი რისი შიშიც გვაქვს, აქაურმა ჩასაფრებულმა ნაცებმა პროვოკაციები არ მოაწყონ და არეულობა არ გამოიწვიონ. (ეგენი ხომ პროვოკაციების დიდოსტატები არიან?)ისე, რომ ფრთხილად და ყურადღებით ვიყოთ. გამარჯვება ბიჭებს!
ჩასაფრებულ დათოს!
იმედს გაგიცრუებთ და სომხურად ეწერათ და მიმართავდნენ, თავიანთ ფეხბურთის ფედერაციას.
ჟორა გაბრიჭიძე
თბილისში რომ წააგებენ მაგათ ფედერაციას, ფაშინიანიც ვერ იხსნია.
ჟორა
მე ძალიან ცუდად მენიშნა მიქაუტაძის განცხადება: "ხვიჩას გადავუსწარიო", ამ შეჯიბრმა იცის სწორედ მოედანზე პარტნიორის არ შემჩნევა და ღორობა.
ტოტტი
ისე სომხები კარგად დაგხვდნენ და ყბილად მიგვიღეს რაც არ მგონია იგოვე გააკეთონ თურქებმა. პატივისცემა ვემგან სომხებს
ირაკლი
მაპატიე, მაგრამ ტელევიზორთან მდგარი სავარძლის ფეხბურთი თავისი გამეორებებით, კამერებით და არც თუ მცოდნე კომენტატორებით ცოტა განსხვავდება ნამდვილისგან. ყოველი გადაწყვეტილებისთვის ფეხბურთელს აქვს კატასტროფულად მცირე დრო და დიდი პასუხისმგებლობა. ცხადია, არსებობს სხვადასხვა ვითარება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შენი აზრით გაუმართლებელი კარში დარტყმა ხორციელდება კონტრშეტევის შიშით. ეგეც რომ არ იყოს, ყოველი ეპიზოდი დაწვრილებით ირჩევა და წარმოუდგენელია თავის თავზე მორგებული ფეხბურთელი გუნდში გაჩერდეს. ამის კარგი მაგალითი ბერნტ შუსტერია.
ბრაზი
თუ ინტერესი ჩამკვდარია და ნაკრებიც სუსტია,ეს თქვენი პრობლემაა და თუკი გნებავთ სირცხვილიც თქვენი. ეს იმ გამოთქმასა ჰგავს "ცუდ მოცეკვავეს ხელს ყ..ერები უშლიდაო"
დათო
გულშემატკივრები სკანდირებდნენ და ფედერაციის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ: "წადით, წადით" - რა ენაზე წერთ, სომხურად?
გოგი
ისედაც დიდი ხანია,რომ მათი ფედერაციის გადადგომას ითხოვენ რიგი სომხური ჯგუფები და იფიქრეს ახლა ხელსაყრელი მომენტია
G.LA-ს
ბატონო ბადრი შუბლაძე შათ აფ რა
Modric
მაგ პოსტის ავტორს, ქვემოთ უწერია, რომ ხუმრობააო. თქვენ კიდევ ამას ფაქტად ასაღებთ და მთლიან ერს შეურაცხყოფთ. ზოგადად, პატარა ერებს (მათ შორის ქართველებსაც, მაგრამ ნაკლები მასშტაბით) გვახასიათებს მსგავსი მომენტები. განსაკუთრებით ნაკლებად განათლებულ ადამიანებს. ასე რომ არაუშავს. ისე კი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც.
G.LA
https://www.facebook.com/share/p/1EHSSLuNoM/ აი ესაა დამამცირებელი რომ ქართველებისას ყველაფერს იჩემებთ დაწყებული ჩურჩხელა, ხაჭაპურიდან და ახლა კვარაზეც ვიღაც ჭკვიან იდიოტ სომეხს უთქვამს: ქართველებნა მოგვპარეს კვარა მისი გვარი კარაპეტიანიაო. ჩვენ ძმებს ვეძახით სომხებს საქართცელოში, სომხეთში ჩვენი პატივისცმაც არა აქვთ.
ჯუდო
გამარჯვება კარგია რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი იყო ისეთი ამ თამაშში და არა მარტო ამ თამაშში,ჩვენი ფეხბურთელები უპერსპექტივო სიტუაციიდან რომ ურტყავდენ კარში, მაშინ როცა პასი უნდა გაუკეთო მარჯვე ადგილას მდგარ თანაგუნდელს.სირცხვილია ამდენი ხანი ფეხბურთს თამაშობდე და ეს არ იცოდე.რისთის აკეთებენ ამას, წინასწარ იცი, რომ გოლს ვერ გაიტან ,მომენტს აფუჭებ,მარტო კარში დარტყმით თავს ვერ მოაწონებ იმათ,ვის დასანახადაც ასე უაზროდ ირჯებიან. ამაზე უნდა წეროთ სპორტულმა ჟურნალისტებმა და თვითონ მოთამაშეებსაც მორიდების გარეშე უნდა უთხრათ რომ ასეთი რამ დაბალი დონის მანიშნებებელია. მიქაუტაძეს კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო ამ თამაშში, რომ არ ეღორათ თანაგუნდელებს და პასი მიეცათ
ჯუდო
ყველა მათი თამაში ჩვენთან ფედერაციის ხალხის წასვლით მთავრდება. ათადან და ბაბადან ასე იყო და ასე იქნება
დდდ
მაგარ გაურკვევლობებში არიან ჩვენი მეზობლები... მაგათ კალათბურთის თამაშიც თუ არ ვასწავლეთ, გადაიყოლებს მხოლოდ ფეხბურთის ჯავრი...
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
U18. მეოთხე მატჩიც მოიგეს - საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად