2025 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა.

პოლონეთთან 0:3 წაგების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა მობილიზება და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება შეძლო. საქართველოს ნაკრები ნიკოლაიშვილმა დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა ჩიქოვანმა კი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დღეს მონტენეგრომ პოლონეთს 1:0 მოუგო და ჯგუფში გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა - 4 ქულით ლიდერი მონტენეგროა, პოლონეთს და საქართველოს 3-3 ქულა აქვთ, ხოლო 1 ქულით აუტსაიდერი სლოვაკეთია. მომდევნო ეტაპზე მხოლოდ პირველადგილოსანი გადის.

ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონტენეგროსთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

საქართველო - სლოვაკეთი 2:0

გოლები: 1:0 ნიკოლაიშვილი (67), 2:0 ჩიქოვანი (90)

საქართველო: ხელაშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ტყეშელაშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ფეიქრიშვილი, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 59), ბერელიძე, ნაჭყებია (წულაია 75), სალია (ჩიქოვანი 82)

სოსო
17 წლიანებში თუ იქნება ლეგიონერი, ერთი-ორი თვის წასული იქნება აბა 17 წლის წასული? ამ ასაკში რა ლეგიონერებს ეძებთ ხალხო
ალფა
გადააყენეთ 17 წლამდელებიდან ჩიტაური! ვისი ნათესავია საერთოდ? როგორ მოხვდა იქ? 17 წლამდელებში კვალიფიციური მწვრთნელი გვჭირდება. არც ამ 19 წლამდელებშია სტაბილურად საქმე.
Givi
დღეს მომეწონა ბიჭების თამაში განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ვერ მივხვდი პოლონეთთან რა დაემაეთად ძალიან ცუდად ითამაშეს, 17 წლამდელების ორი 0-3 მეტისმეტი იყო თან რა გუნდებთან... ეს იმის ბრალია რომ შემოდგომაზე ჩაგდებული თამაშების მერე არაფერი შეცვლილა, იგივე მწვრთნელი და იგივე შემადგენლობა, დავიჯერო ამ ასაკში არ მოიძებნებოდა ნორმალური ლეგიონერი? მაგრამ ამ ბოლო წლებში 17 და 19 წლიანებში ლეგიონერების იგნორირება მიდის რატომღაც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისინიც ერთი-ორი თვის წასულები რომ ქვია ისეთები გამოიძახეს 19 ში... და არავითარი შედეგიც აღარ მოდის უკვე კარგახანია.
zaza
ნორმალური ბიჭები ჩანან და ნორმალური მწვრთნელის ხელში პოლონეთთან არ წააგებდნენ . ამის ერთი მაგალითია საურის დაყენება პირველ თამაშში.ბელგიაში მოთამაშე ყავლაშვილი ცუდი მეკარეა თუ ფირცხალაიშვილის სქემაში არ ჯდება ? ახლა 17 წლამდელები , მოაშორეთ ( ასე ჯერ არ მითქვამს , მაგრამ ამოვიდა ყელში ) ეგ ჩიტაურია თუ ვიღაც !!! ვისი ნათესავია , ვინ არის ეგეთი , რომ დააქცია ამდენი წლებია თავისი ასაკობრივი და კიდევ მაგას ატენიან ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს? ნამუსი მაგას რომ არა აქვს ფაქტია , მაგრამ ყველას როგორ კიდია მაგ ნაკრების ბედი ?
ვაჟა მასწავლებელი
წაგება - მოგება ფეხბურთში ძმები არიან. ბიჭები გაიზრდებიან და ისწავლიან მოგებას, მაგრამ. . . რა ვუყოთ ამ სტადიონის ტრიბუნის ქვედა კედელს, რომელიც ტელევიზორში საქვეყნოდ "გვჭრის" თავს, რადგან ჩამონადენი სითხითაა ორ ადგილზე გაშავებული. არ შეიძლება გასუფთავება? თამაშის დროს იაშკა იმ მხარეს იდგა და ვერ ხედავდა ალბათ! - სირცხვილია, ასეთი უყურადღებობა, როცა უმაღლესი დონის ტურნირების ჩატარებაზე გვაქვს პრეტენზია!
დათო
შანსი გვაქვს, მაგრამ მიზერული
სოსო
ჩვენ რომც მოვიგოთ,პოლონეთი სლოვაკებს მოუგებს ა მეორეზე დავრჩებით.17 წლამდელები კი,ლიტვასთანაც დამარცხებულან 0-3!როგორ დავიჯერო,რომ ასე სუსტი თაობა მოდის!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
U19 | საქართველო 0:0 ისრაელი
19-წლამდელების შემადგენლობა ელიტ რაუნდის მატჩებისთვის
U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტ-რაუნდი წაგებით დაიწყო [VIDEO]
19-წლამდელებმა სლოვაკური ტურნე დაასრულეს
U19. კარგად დაწყებული ცუდად დაასრულეს - საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა [VIDEO]
U19 | საქართველო 2:1 ისრაელი
19-წლამდელებმა ელიტ რაუნდისთვის მზადება დაიწყეს