გიორგი შერმადინი ესპანეთის LIGA Endesa-ს 24-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს ტიტული მის კარიერაში 23-ეა, რაც მისივე რეკორდის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის რეკორდი ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ლუ როს ეკუთვნოდათ, რომლებსაც აღნიშნული ტიტული 19-19-ჯერ აქვთ მოგებული. ქართველმა ცენტრმა წინა სეზონში გადაასწრო ამ მოთამაშეებს და მას შემდეგ, ტურის MVP-ის ტიტულის ყოველი მოგებისას რეკორდს აუმჯობესებს.

ამჯერად შერმადინმა ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი თავის ყოფილ გუნდთან მატჩში გამოჩენილი შედეგიანობით გამოიჩინა. 24-ე ტურში მისმა "ტენერიფემ" "ანდორას" უმასპინძლა და 96:84 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 31:32 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 38-ს უწია, რაც არა მხოლოდ ამ მატჩში, მთლიანად 24-ე ტურში საუკეთესო იყო და მორიგმა ტიტულმაც არ დააყოვნა.

შერმადინის კონკურენტი ამჯერად მადრიდის "რეალის" ბოსნიელი ლეგიონერი, ჯანან მუსა გახლდათ, რომელმაც მალაგაში, "უნიკახასთან" დრამატულ ბრძოლაში მოგებულ მატჩში სარგებლიანობის 37 კოეფიციენტს უწია. მისი წინამძღოლობით რეალმა 107:105 დაამარცხა "უნიკახა" და ესპანური ლიგის ლიდერობა შეინარჩუნა. სამეფო კლუბს ქულით ჩამორჩება ცხრილში მეორეზე მყოფი შერმადინის ტენერიფე.

შემდეგ, 25-ე ტურში, "ტენერიფე" "სარაგოსას" გასვლაზე შეხვდება. მატჩი 29 მარტს გაიმართება.

GBF

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს - "ლანსი" წინააღმდეგია
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
დიდი პაუზა დასრულდა: ბექა ბურჯანაძემ ვარჯიში დაიწყო!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
ბექა ბურჯანაძემ ვიტორიაში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა
ბექა ბურჯანაძე: მაშინ 15 წლის ვიყავი, თანხას თბილისში ოჯახს ვუგზავნიდი
შერმადინის 10 ქულა "რეალთან" | "ტენერიფემ" ლიდერთან ლიდერობის შანსი ვერ გამოიყენა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს