"სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,

მზის მხურვალება გარს რომ ავლია,

აი, პირველი, აი, პირველი -

რის სიყვარულიც მე მისწავლია" (გალაკტიონი)

ერთი წელი გავიდა დიდი ზეიმიდან - საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა! ესაა დღე, რომელსაც ბევრი საუბარი არ უხდება, კიდევ უნდა შეხვიდე იმ გრძნობების მორევში, მაშინ რომ დაგვუუფლა. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, ყველაფერ ამას ევრო 2024-ზე ღირსეული თამაში და პლეი-ოფში გასვლა რომ მოჰყვა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა: "ყველაფრის გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!"

მართლაც, ჩვენ ამ სიხარულისა და სიამაყის განცდას გვიან უკეთ ვიაზრებთ. ახლა უკვე ერთი წუთითაც არ გვინდა წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატზე გასვლის გარეშე...

"საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!" - თქვა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარტინესმა და თითქოს ეს მთელ პერიოდს ეხებოდა - 26 მარტიდან 26 ივნისამდე...

ხვიჩა კვარაცხელია რონალდოს პორტუგალიასთან გადამწყვეტი მოგების შემდეგ, სადაც მანაც გაიტანა: "ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ." ეს ის მენტალობაა, რამაც ამ თაობის ბიჭები აშკარად სხვა მასშტაბის წარმატებამდე მიიყვანა. ზუსტად ასეთი დამოკიდებულებები იყო საჭირო.

ამონარიდი სტატიიდან, რომელიც ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ გამოვაქვეყნეთ:

"რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.

"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია."

დაბოლოს, ევროპის ჩემპიონატის შეფასებებისას ვწერდით - "მერვედფინალში კვლავ საქართველოს ჰიმნის მოსმენა უდიდესი ჟრუანტელის მომგვრელი იყო - ყველა ოცნება ასრულებულია, იმან, რაზეც ბავშვობიდან ბევრი გვიფიქრია, ჩვენ თვალწინ ჩაიარა."

G.LA
მადლობა ბატონო სოსო. კი 4-1 მოოგეს ჩვენებმა ტორპედოსთან ფინალად წოდებული დამატებით თამაში ჩემპიონიბისათვის 1964 წ. ლივერპულთან თუ 3 ოქტომბერს იყო შეიძლება სექტემბერში აერია ავტორს. სხვა ისეთი თარიღი 3 სექტემბერს არც მე მაგონდება. წელი მაინც დაეწერა მივხვდებოდით.
სოსო
გლა-ს.1964 წლის 18 ნოემბერს,ტორპედოს დამატებით მატჩ-ში,დამატებით დროში 4-1 გავიმარჯვეთ და პირველად გავხდით სსრკ ჩემპიონები.სამწუხაროდ ეს მატჩი არც მე მახსოვს. ლივერპულთან 3 ოქტომბერს ვითამაშეთ და არც მე ვიცი,რას გულისხმობს.
G.LA
დაუვიწყარი დღე იყო საქართველოსათვის, ამდენი წლების ნატვრის ასრულება. ნატვრაც ნატვრაა და ისეთს ვერც ვინატრბდით ჯგუფიდან პლეი ოფში პორტუგალიის მოგებით გასვლაზე. მეგონა მე ერთ ერთ მცირედში მოხვედრილი ვიყავი ვინც ბავშვივით ვტიროდი. თურმე რამდენმა იტირა მერე ზოგი კადრებიც ვნახე. ვნახე გადარეული ქვეყან და მე მჯერა ამ ბიჭებთან ერთდ უკეთესი დღეებიც გველის. მადლობა ჩვენ ბიჭებს ყველას, მადლობა ვილის, მადლობა ფედერაციას. ყველას ვინც პატარა წვლილი შეიტანა. მადლობა ქართველ ქომაგებს ვინც თავისი სილამაზე და ხიბლი შესძინეს ევროპის ჩემპიონატს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ბედნიერება ასე აატირებდა ადმიანებს და დღეს ისევ ცრემლი მომდის როდესაც იმ ვიდეოებს უყურებ. ძალიან მაგარი რამეა ფეხბურთი და არა მარტო ჩვენ, სხვა ერების გენეტიკურობას უკავშირდება. ალბათ ამიტომაც ქართველებმა ვიგრძენით ამდენი ხნის მართლა დამოუკიდებლობის შემდეგ, ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ხმა მსოფლიოში. რომ ჩვენც აქ ვართ! პ.ს. ამიტომ ყოველთვის ვიძახი. სპორტია პოლიტიკა და ყველაზე დიდი პოლიტიკაა ფეხბურთი. მილლიარდობით ხალხის ინტერესია ამის დამამტკიცებელი. ბევრმა მათგანმა გაიცნო საქართბელო.
G.LA
18 ნოემბერი ალბათ 1964 წ ტაშკენტის ფინალია. როგორც წაკითხულიდან მახსოვს 3-1 მოიგეს ჩვენებმა ტორპედო მოსკოვთან. 1981 წ 13 მაისი გვახსოვს, ვისაც არ ახსოვს იციან. 26 მარტი კი დაუვიწყარი იქნება ყველა ჩვენგანიათვის და 3 სექტემბერი ზუსტად ვერ მივხვდი იქნებ ლივერპულთან 3-0 იგულისხმება? თუ არა, იქნებ მომაგონოთ?
ქობულეთიდან
ეს დღე არასოდეს დამავიწყდება! ეს იყო დღე, როდესაც მთელი ქვეყანა ბედნიერი იყო . როგორც იქნა ასრულდა ის ნატვრა, რასაც ქართული ფეხბურთის ქომაგი 30 წელი ელოდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია გერმანიის მწვანე მინდვრებზე როგორ ღირსეულად წარმოაჩინეს ქართველმა ფეხბურთელებმა ჩვენი სამშობლო და ღირსეულადაც გვიწოდეს - გუნდი აღმოჩენა. წინ კიდევ გველის წარმატებები და შემდეგი გაჩერება უნდა იყოს მუნდიალი 2026. დიდება და გამარჯვება საქართველოს!
alexandre
წარმოუდგენელია 18 ნოემბრის (სულ პატარა, 10 წლის ვიყავი), 3 სექტემბრის, 13 მაისის და 26 მარტის დავიწყება! 18 ნოემბერი. მახსოვს როგორ ვტიროდი გაკვეთილზე უფროსკლასელებმა რომ მითხრეს, ტორპედომ გოლი გაგვიტანაო. წამოვედი სახლში და იქ, უკვე 3-1 იყო. უბედნიერესი ვიყავი. მამა რუსთაველზე მუშაობდა და მთელი ლენინის მოედანი გადაჭედილი იყო ხალხითო! ვიღაცას სტალინის სურათიც ქონდა გამოტანილიო, რაც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო. 3 სექტემბერი და 13 მაისი უკვე ბევრს ახსოვს. 26 მარტის ტოლი გამარჯვებები ბევრი მინდა! რომ გაიხაროს ქართულმა გენმა, საქართველომ! რომ ერთად იყოს მთელი ერი!
ნიკა
ვინც იმ დღეს შევესწარით მთელი ცხოვრება გვემახსოვრება, დღე როცა ყველა ერთად ვიდექით სამშობლოსთვის და გავიმარჯვეთ.
გენა
ე, ევროპაზე როდის გავედით
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაბრუნდება მუდრიკი ნაკრებში და ითამაშებს საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ამ კითხვას უპასუხა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია