11 აგვისტოს ქართველთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. მის დასრულებას კიდევ ერთი საინტერესო თამაში მოჰყვა - ბელგიაში ადგილობრივმა "ლომებმა" ბულგარეთს უმასპინძლეს... ეს ც ჯგუფის შეხვედრები იყო, ჩვენთვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა დანარჩენი ორი ჯგუფის მატჩებსაც...

11 აგვისტოს ქართველთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. მის დასრულებას კიდევ ერთი საინტერესო თამაში მოჰყვა - ბელგიაში ადგილობრივმა "ლომებმა" ბულგარეთს უმასპინძლეს... ეს ც ჯგუფის შეხვედრები იყო, ჩვენთვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა დანარჩენი ორი ჯგუფის მატჩებსაც...

ბულგარეთმა ბელგიაში 69:74 წააგო. ჩვენს ჯგუფში პორტუგალიის გარდა საშინაო მატჩი არავის წაუგია. თუ ასე გაგრძელდა და რომელიმემ შინ არ წაიფორხილა, საქართველოს, ბელგიას, პოლონეთსა და ბულგარეთს შორის პირველ-მეორეადგილოსნების ვინაობის გარკვევა მიღებულ-ჩაგდებულ ქულათა ბალანსით გადაწყდება. პირველადგილოსანი ავტომატურად გავა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდის შედეგები დანარჩენი ორი ჯგუფის მეორეების მაჩვენებლებს "დაეტოლება" და ევრობასკეტის საგზურს საუკეთესო ორი მეორეადგილოსანი მიიღებს. პოლონელებს, ბულგარელებს, ბელგიელებსა და ქართველებს ძალიან გვსურს, ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანმა სხვებს აჯობოს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მიიღოს. თუმცა ასეთ თანაბარ გუნდებს შორის ქულათა დაკარგვის ალბათობა დიდია...

სწორედ ამიტომ, ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი სხვა ჯგუფების მატჩებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუკეთესო მეორეადგილოსანი B ჯგუფიდან იქნება. თავად განსაჯეთ: ოთხი ტურის შემდეგ მაკედონია და დიდი ბრიტანეთი გამოკვეთილი ფავორიტები არიან. მათ უკვე არაერთი გასვლითი შეხვედრა მოიგეს და ალბათ, ასევე განაგრძობენ. მაკედონია დაიკავებს პირველ ადგილს თუ ბრიტანეთი, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, წესით, მათ A და ც ჯგუფელ მეორეადგილოსნებზე მეტი ქულა უნდა მოაგროვონ.

ჩვენსა და იტალიის ჯგუფს ერთი გამსვლელი მეორე ადგილი გვრჩება. 11 აგვისტომდე A ჯგუფში ორი დაუმარცხებელი ნაკრები იყო - ჩერნოგორია და ისრაელი. ბოლო ტურში ექსიუგოსლავიელებმა იტალიის ნაკრებს უმასპინძლეს და მესამედაც მოიგეს, რაც ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. მეორე პოზიციისთვის კი ყველაზე რეალური პრეტენდენტი ისრაელია, რომელმაც პირველ ტურში იტალიას სძლია. მომდევნო მატჩებში რაც მეტს წააგებს ისრაელი, მით უფრო გაიზრდება ჩვენი ჯგუფიდან მეორეადგილოსნის გასვლის შანსი. სწორედ ამიტომ, ქართველთათვის მისაღები შედეგი დაფიქსირდა ფინეთში - ისრაელმა დაძაბულ ბრძოლაში 83:84 დათმო.

14 აგვისტოს ისრაელს უძლეველი ჩერნოგორია სტუმრობს. თუ ნიკოლა პეკოვიჩის გუნდმა ეს მატჩიც მოიგო, სატურნირო ცხრილში პირველობას კიდევ უფრო განიმტკიცებს, ხოლო ისრაელს საქმეს საგრძნობლად გაურთულებს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ დარჩენილ მატჩებში ამ ჯგუფის სხვა რომელიმე გუნდმა ამოყვინთოს.

როგორც ხედავთ, ჯგუფში მეორეობა ევრობასკეტის საგზურის წელსვე მოპოვებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ პირველი ადგილისთვის. ჩვენს ჯგუფში ისეთი სიტუაციაა, რომ თუ ერთი გუნდი თუნდაც ორ გასვლით შეხვედრას მოიგებს (შინ კი არ წააგებს), პირველ ადგილზეც, ალბათ, ის გავა. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ 11 აგვისტოს ქართველებს ბელგიაში მასპინძლების (ბულგარეთთან) გამარჯვება უფრო გვაწყობდა.

...14 და 17 აგვისტოს საქართველოს ნაკრებს ორი გასვლითი შეხვედრა ელის, ჯერ ბულგარეთში, შემდეგ პოლონეთში.

სამი ჯგუფის ექვსი გუნდი კი (უარესი მაჩვენებლის მქონე მეორეადგილოსანი, სამი მესამე და ორი მეოთხე) 2011 წლის აგვისტოში დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირში სექტემბერში გასამართი ევრობასკეტის ერთ საგზურს გაითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევრობაკეტი-2011. შესარჩევი ტურნირი

A ჯგუფი

ჩერნოგორია-იტალია 71:62

15:14, 17:20, 18:12, 21:16

ფინეთი-ისრაელი 84:83

18:22, 26:26, 23:18, 17:17

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 3 3 0 241/188 6

2. ისრაელი 3 2 1 272/243 5

3. იტალია 4 1 3 283/292 5

4. ფინეთი 3 1 2 217/239 4

5. ლატვია 3 1 2 223/274 4

14 აგვისტო

ლატვია-ფინეთი

ისრაელი-ჩერნოგორია

B ჯგუფი

უკრაინა-უნგრეთი 80:71

20:21, 20:19, 24:18, 16:13

ბოსნია-დიდი ბრიტანეთი 80:84

24:24, 24:17, 16:23, 16:20

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. დ. ბრიტანეთი 3 3 0 279/258 6

2. მაკედონია 3 2 1 245/206 5

3. უნგრეთი 4 1 3 271/319 5

4. ბოსნია 3 1 2 236/234 4

5. უკრაინა 3 1 2 214/228 4

14 აგვისტო

დ\ბრიტანეთი-უკრაინა

მაკედონია-ბოსნია

ჩ ჯგუფი

საქართველო-პორტუგალია 73:57

12:16, 19:9, 15:13, 27:19

ბელგია-ბულგარეთი 74:69

26:20, 22:17, 16:17, 10:15

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ბელგია 3 3 0 226/202 6

2. საქართველო 3 2 1 221/196 5

3. ბულგარეთი 3 2 1 210/203 5

4. პოლონეთი 3 1 2 221/222 4

5. პორტუგალია 4 0 4 249/304 4

14 აგვისტო

ბულგარეთი-საქართველო

პოლონეთი-ბელგია

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...