ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტური 5: პირველი ჰეთ-თრიქი, სადებიუტო გოლები, დაძაბულობა

ტური 5: პირველი ჰეთ-თრიქი, სადებიუტო გოლები, დაძაბულობა

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური. ვნახეთ არაერთი ფეხბურთელის სადებიუტო გოლი, კუთხურიდან ჩახვევა, მიმდინარე სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი...ტურში 11 გოლი გავიდა, აქედან 7 - გორში.

კოლხეთი 1913 0:2 გაგრა

ფოთში, ფაზისის სტადიონზე გაიმართა ეს მატჩი. განახლებულ სტადიონზე. ძალიან კარგი ამბავია!

"გაგრამ" სეზონში პირველად მოიგო, "კოლხეთი 1913" კი ბოლო ადგილზეა და ჯერ გოლი არ გაუტანია.

0:2... პირველი გოლი დავით გოცირიძემ გაიტანა თავურით, კერძოდ, ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებით.

მეორე ბურთი კი ბრაზილიელმა პედრო ბორჟესმა მიითვალა: ინდივიდუალურ გარღვევას მიაყოლა ზუსტი დარტყმა.

საინტერესოა, რომ გოცირიძემ და ბორჟესმაც სადებიუტო გოლები გაიტანეს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

დინამო თბ 1:0 გარეჯი

"დინამო თბილისმა" ოთარ აფციაურის გოლით მოუგო საგარეჯოს "გარეჯს". ხანგრძლივი შეტევის მერე, აფციაურმა ზუსტად დაარტყა კარში.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა - 1:0.

დინამოელები წაუგებლად მიიწევენ წინ, 2 მოგება და 2 ფრე აქვთ. დებიუტანტი "გარეჯი" კი ჯერ მერვე ადგილზეა.

სამგურალი 0:0 იბერია 1999

პირველი ტაიმი საკმაოდ ტემპიანი იყო, ორივე გუნდი ქმნიდა მომენტებს. გოლი ვერ ვნახეთ, თუმცა დაძაბულობა იგრძნობოდა.

შარშან, წყალტუბოში ამ გუნდების ორივე დაპირისპირება იბერიელთა გამარჯვებით დასრულდა: 3:2, 4:3. თუმცა ამჯერად გოლი არ გასულა.

"იბერია 1999" ლიდერია, "სამგურალი" კი მეხუთე საფეხურზეა.

დინამო ბთ 1:0 ტორპედო

"დინამო ბათუმმა" რევაზ ინჯგიას მშვენიერი გოლით მოუგო ქუთაისის "ტორპედოს". ინჯგია ოთხი წუთის შესული იყო მინდორზე, როცა საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით გაიტანა.

ბათუმელებს 2 მოგება და 2 ფრე აქვთ, "ტორპედომ" კი ზედიზედ მეოთხედ წააგო. პირველ ტურში გამარჯვების მერე, ქუთაისელებს ქულაც არ აუღიათ...

დილა 6:1 თელავი

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ყველაზე დიდი სხვაობა და პირველი ჰეთ-თრიქიც - "დილამ" 6:1 დაამარცხა "თელავი".

გორელებმა პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში სამჯერ გაიტანეს. ჯერ ირაკლი ბუღრიძემ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში, მერე კი შოთა შეყილაძემ ორჯერ გამოიყენა ოთარ ფარულავას პასი.

დაიწყო მეორე ნახევარი და შეყილაძემ 51-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გარე ტერფით 4:0 გახადა ანგარიში. ჰეთ-თრიქი. მალევე, ჟოაო არაუჟომ თავურით კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა.

67-ე წუთზე კი ვნახეთ "თელავის" მაგარი გოლი. 17 წლის დავით კუტალიამ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია... კუტალიას დებიუტი ჰქონდა, მხოლოდ 8 წუთის შესული იყო მინდორზე და ასეთი კარგი გოლით დაიწყო.

თუმცა "დილამ" მერე აღადგინა ხუთბურთიანი სხვაობა, კერძოდ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა პენალტი გამოიყენა.

erovnuliliga.ge

• tngh

ეროვნულ ლიგას აშკარად აკლია... რუსთავი!!!

• tngh

ქუთაისის "ტორპედოში" კრიზისია... გუნდს ფეხნურტის მცოდნე პატრონი სჭირდება. მხოლოდ ფული ფეხნურთს ვერ თამაშონს!!!

• Ქუთაისელებს

აბსოლიტურად თანაბრად ვგულშემატკივრობ ყველა ქართულ გუნდს.არასოდეს არ ყოფილა ვინმეს მარცხი გამხარებოდეს ან გამარჯვებით რამე განსაკუთრებული სიამოვნება მიმიღეს(შიდა ჩემპიონს ვგულისხმობ). მაგრამ რის თქმა მინდა-მეთევზები,მეცხვარები,მეხანძრებიც მახსოვს,მაგრამ ისე არ გაცვდება სახნისი არ გამოვიდეს სადგისიო... დინამო თბილისი ყოველთვის იყო და იქნება სხვა დონე.რაც არ უნდა მოხდეს მაინც გუნდია თავისი მარცხით და გამარჯვებით.ვიცი მაყურებლების სიმრავლითაც გიყვართ ტრიპაჩობა,მაგრამ რაოდენობა ხარისხ არასოდეს ნიშნავს. დაშალეთ ეგ გუნდის მსგავსი და დაიწყეთ მესამე ლიგიდან,გაზარდეთ ფეხბურთელები და ათამაშეთ ისინი თუ გუნდი გინდათ.თუ არა და ვერც ავღანელები გიშველიან,ვერც ბრაზილიელები და მითუმეტეს ჩამოწერილი ფეხბურთელები.გაუშვით ეგ მწვრთნელიც,რას ერჩით კაცს,რატო უნგრევთ კარიერას,ფსიკიკას და ჯანმრთელობას,რა დაგიშავათ?

• კოლხეთი

გვინდა.გაფუჭებით ვერაფერს გააფუჭებ და თან უმუშევარი ყოფილხარ,ალალი იქნება შენზე.

• ტოტტი-ს

შუსტერი კი არა მარჩელო ლიპიც რა დაუნიშნო ტორპედოს მაინ ტორპედო იქნება-ხან მაჩანჩალა,ხან გავარდნილი,ხან ჩაწყობილი თამაშები,ხან დაშლის პირას და ხანაც დაშლილი

• ლექსო

მე მოთამაშე ვიქნები,თქვენ მწვრთნელი და გუნდიც აშენდება!ჯერ სამოცდაათისაც არა ვარ და რავიცი..

• მოგმართავთ კოლხეთს

უმუშევარი ვარ,არ გინდათ ჩხეტიანის მაგივრად ვიმუშავებ მწვრთნელად უფრო ნაკლები ანაზღაურებით. გაძლევთ პირობას ჩხეტიანზე ხმამაღლა ვიჩხავლებ:ბოლომდე,უკან,პირველი ბურთი და მსგავს სისულელეებს ისე ვიჩხავლებ მიმიქარია ჩხეტიანი

• Რერო

ცოტა მეტი დოზით გააშუქეთ ეროვნული ლიგა,ადმინ! დღეს შედარებით დიდი სტატია მიუძღვენით სხვა დროს მხოლოდ ანგარიშებს წერთ. კარგია თუ ცუდია ესაა ჩვენი ნაკრების საფუძველი,აქ იზრდებიან მომავალი ნაკრების ბიჭები.

• ტოტტი

ეს შუსტერი აშკარად ვერ მოერგო ქართულ ფეხბურთს და მგონი ჯობს შეცვალონ სანამ ჩემპიონობის შანსი კიდევ აქვს ტორპედოს . ვიტანჯები ტორპედოს ფეხბურთელების საცოდაობის ყურებით ძლივს დალასლასებენ მაგრათ ეზარებათ სირბილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო

სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ

მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა

WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა