ცნობილი ბრიტანული გამოცემა CaughtOffside წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვესტ ჰემის" მთავარი სამიზნე "ლიონისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის დამატება იქნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია პრემიერ ლიგის ბინადარ გუნდთან დაახლოვებულმა წყარომ მიაწოდათ, თუმცა 24 წლის ჩვენებურისთვის ბრძოლაში "ჩაქუჩებს" ვულვზისა და "კრისტალ პალასის" სახით კონკურენტები ეყოლებათ.

ლონდონური გუნდის მთავარ მწვრთნელ გრემ პოტერს ფინანსური რესურსები და მისთვის საჭირო ფეხბურთელების მიყვანის საშუალება მიეცემა, ერთ-ერთ ასეთად კი ქართველი განიხილება.

CaughtOffside-სვე ინფორმაციით, მიქაუტაძემ იცის "ვესტ ჰემის" ინტერესი და აღფრთოვანებულია კლუბში გაწევრიანების პერსპექტივით, რადგან ითამაშოს ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა მუჰამედ კუდუსი და ჯაროდ ბოუენი.

შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემს" ქართველ თავდამსხმელს დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ ახლა სიტუაცია გაცილებით ნათელია და სავარაუდოდ, "ჩაქუჩები" ზაფხულში "ლიონს" ოფიციალური წინადადებითაც მიმართავენ.

თბილისელი
არ უნდა წავიდესო ,რომ იძახით,ლიონი რომ წლის ბოლოს გაკოტრებულად გამოაცხადონ? მერე? და საერთოდ საფრანგეთის ჩემპიონატი არის "ჭ" კლასის....
ვახტანგი
მიქაუტაძე უნდა გახდეს ლიონის ლიდერი ლაკაზეტის ნაცვლად, შემდეგ კი ტოპ გუნდში გადავიდეს, როგორებიცაა არსენალი, ლივერპული, ჩელსი და ა.შ.
არტ
მიქაუტაძე საოცარი ტემპით პროგრესირებს. ასეთ დროს გადასვლა გუნდში, რომელსაც ევროთასებზე თამაშის დიდი პერსპექტივა არ გააჩნია, მაგარი სისულელე იქნება. (დიდი დიდი კონფერენცლიგა, თუმცა ალბათ არც ეგ) ერთი ასეთი სისულელე უკვე ჩაიდინა აიაქსში გადასვლით, იმედია ეხლა მაინც აღარ შეცდება. ლიონში ერთი სეზონი მაინც დარჩეს და მერე რომელიმე გრანდში გადასვლა ფანტასტიკის სფეროდან ნამდვილად არ იქნება, თუ ასე გააგრძელა.
ქობულეთიდან
რა ვესტ ჰემი, ლიონი უფრო დიდი გუნდია. კი ბატონო, პრემიერლიგა უკეთესი ტურნირია, თუმცა იქ მეტწილად ადგილის შენარჩუნებაზე უნდა იბრძოლოს, მაშინ როცა ლიონი მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის.ამას დაუმატეთ ადაპტაცია და ა.შ.ლიონში კი ნელ ნელა ყალიბდება ლიდერად, ასე რომ ვესტ ჰემი იქნება უკანგადადგული ნაბიჯი.
ქომაგი
ლიონი ბევრად უკეთესი გუნდია და მაგარი პარტნიორები ყავს გვერდით ვიდრე ვესტ ჰემში ეყოლება, ასე რომ იქ არ უნდა გადავიდეს, ის ლიონის სული და გულია მინიმუმ 2 წელი და მერე ბევრად უკეთესი წინადადებები გამოუჩნდება, მილანი, იუვენტუსი, ლევერკუზენი, არსენალი მიქაუტაძე ასეთი დონის გუნდებში თამაშს იმსახურებს, ვესტ ჰემი მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ლიონი ბევრად აღემატება ვესტ ჰემს.
რა მაფიაა?
ძლივს მშობლიურ გუნდში, ნორმალური ხელფასით, ძირითადის წევრად ჩამოყალიბებული, ბედნიერი და ინგლისურის არმცოდნე ჟორჟი თურმე აღფრთოვანებულია ვესტჰემში კუდუსთან თამაშის პერსპექტივით... ლაკაზეტი, ჩერკი და მშვენიერი გუნდელები ყავს... საიდან იგონებენ ასეთ სისულელეებს ))))
დდდ
ეგ კუდუსი და მისი აიაქსი იყო, კუდუსუნის ძვალზე რო აფორთხიალეს ხვიჩამ და ნაპოლიმ...
ჯელა
ამას იმიტომ არ ვწერ,რო გიო ქართველია.უბრალოდ რეალობაა.კაცი ძირითადის ფეხბურთელი ხდება პირველივე სეზონში და თვით კლუბის ლეგენდა ლაკაზეტის მემკვიდრეა.ესეც არ იყოს ბავშვობის ოცნება აიხდინა.მისი გადასაწყვეტია სად ითამაშებს,მაგრამ მგონი ლიონი უკეთესი გუნდია ვიდრე ვესტ ჰემი
ჯუდო
სიმართლე გითხრათ,არც კუდუსი გამიგია და არც ბოუენი.თურმე საოცნებო ყოფილა მათთან თამაში.აფსუს ბიჭო ფოფანა!!!
მალხაზ ჯობავა
რა ვესტ ხემი, ვულვზი და კრისტალ პალასი და კიდე ვიღაც თურქეთის გუნდი! კაცი პირველკაცად იმკვიდრებს თავს, თავის მშობლიურ ქალაქში და გუნდში, აქეთ კიდე,ლაკაზეტი თამაშშია და მიქაუტაძე არტყამს პენალტს, იცით რას ნიშნავს ეს? მიქა ავტორიტეტი ხდება გუნდში და წავიდეს ეხლა, პრემიერლიგის ათეულისთვის მოთამაშე გუნდებში? არა ძმაო ითამაშე მანდ, ყოველწელს ჩ/ლიგაში თუ არა, ევროპის ლიგაზე ითამაშებ, დაღვინდები, დაბრძენდები ერთ-ორ წელიწადში და მიბრძანდი მერე იმ დიდ გუნდებში, რომლებიც აუცილებლად დაგელოდებიან.
ბათუმის დინამო
რა განერვიულებთ ქართველნო , გიო ისევ ისე გაუშვებს ხაშლამაზე როგორც გალათასარაი გაისტუმრა
ლაშა
კარგია პრემიერლიგის ტემპი?! ერთი ინგლისის ნაკრებია კარგი და ტოპ ნაკრებებს შორისაა და მეორე ე. წ. დოღლიგა!
ალექს
რა ვესტემი,ცხრილს მაინც ჩახედეთ,იმედია ღადაობაა! სეზონის ბოლოც ამ ტემპით თუ გაასრულა ვინმე ბობოლა წაიყვანს და ეს იმედია იქვე ახლობელი პსჟ იქნება. კვარა, ვიტინია, დემბელე, ბარკოლა, ჟორჟი- ხორცსაკეპი მანქანა იქნება პსჟ, გუფთას გააკეთებენ ნებისმიერი გუნდისგან!
tngh
იმედია, თვით ჟორჟი სწორ არჩევანს გააკეთებს... თავისი გადასაწყვეტია, სად ითამაშებს!!!
ქომაგი
პრემიერლიგა კარგია, მაგრამ ვესტ ჰემი არასდროს არ იბრძვის მაღალი მიზნებისთვის,ამიტომ ჯობია კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ლიონში, ბევრი გოლები გაიტანოს და 2026-ში გადავიდეს რომელიმე ტოპ კლუბში.
ლაშა
არამაირად არ იქნება ჟორჟის მიერ მშობლიური კლუბის მიტოვება სწორი!…
გიგო პაპა
ლიონში ჩლ შეიძლება ითამაშოს, ხელფასიც ნორმალური აქვს, რატომ უნდა წავიდეს? ძლივს ჩაჯდა ძირითადში. თანაც ლიონი სულ უნდოდა.
კიეზა
კარგია პრემიერლიგის ტემპი.მაგრამ ლიონს უფრო აქვს შანსი ევროტურნიერებზე გამოსვლის ვიდრე ვესტ ჰემს..ეს გუნდი ტოტენჰემის არ იყვეს ყიდულობს ბევრ ფეხბურთელს და სულ ცხრილის შუაშია გაჩხერილი..გიოს 1 სეზონი უნდა ასედ დონეზე და ვესტ ჰემი კი არა ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კაი გუნდები დაიწყებენ ნადირობას
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
ბენზემა მზად იყო "ლიონში" ხელფასის გარეშე ეთამაშა - რატომ ვერ შედგა ტრანსფერი?
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"ეს ფანტასტიკური იქნებოდა" - პოტერი შვედეთის ნაკრების ჩასაბარებლად მზად არის
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"ვესტ ჰემმა" ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ოფიციალურად: გრემ პოტერი "ვესტ ჰემის" ახალი მწვრთნელია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
ლონდონურმა კლუბმა პსჟ-ს ორი ფეხბურთელი 130 მილიონად დაუფასა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
უარი პსჟ-ს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ჩელსის" - სამერვილი კარიერას "ალ-ჰილალში" გააგრძელებს
ოფიციალურად: შვედეთის ნაკრები გრემ პოტერს ჩააბარეს