საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2025 წლის ექვსი ერის ფესტივალის გასახურებელი თამაში საფრანგეთთან გამართა და სტუმრებმა შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღეს - 3:40.

უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის ფესტივალზე 7 აპრილს, საფრანგეთში გაემგზავრებიან 10 აპრილს იტალიას, 14-ში უელსს, ხოლო 18-ში ირლანდიას შეერკინებიან. მანამდე თბილისში, „ავჭალაზე“ საფრანგეთი გვეწვია. ეს იყო ჩვენი 18-წლამდელების უმეტესობისთვის პირველი საერთაშორისო თამაში და ეს გამოცდილება გუნდს ექვსი ერის ფესტივალზე უცილობლად წაადგება. მწვრთნელებს კი შეცდომების გამოსასწორებლად ერთ კვირაზე მეტი აქვთ.

საქართველო ადრეული ჯარიმით მე-5 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც სამწუხაროდ მონაგარს ვეღარაფერი შემატა. საპასუხოდ ფრანგებმა მოლით ორჯერ შემოგვიტიეს, თავი კარგად დავიცავით და ჩვენივე ლელოდან კონტრშეტევა წამოვიწყეთ, მაგრამ ფეხით თამაშის შემდეგ კონტრშეტევა აქეთ მივიღეთ, რა დროსაც ბოჭვა გაცუდდა და ლელო ალამთან მივიღეთ. რთული პოზიციიდან გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა მაღალ ტემპში კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს, დაცვაში დაზღვევამ დააგვიანა და პირველი ნახევარი 3:14 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგები 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა ლელო მაინც მათ გაიტანეს. ფულბეკმა თავის ნახევარზე ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, სანამ დაცვა მოეწყო ხაზი გაჭრა და 70-მეტრიანი გარღვევა ლელოთი დაასრულა. მალე სინბინით მიხეილ ხოშტარია დაისაჯა, მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა და 55-ე წუთზე მორიგო ლელო მივიღეთ. ფრანგებმა ბურთი დაუცველ ფრთაზე ფეხით გადაკიდეს და იქ მეტოქის შემჩერებელი აღარავინ იყო. დასკვნით წუთებში სტუმრებმა კიდევ ორი შედეგიანი შეტევა განახორციელეს და საბოლოოდ 40:3 გაიმარჯვეს.

მატჩის მთავარი მსაჯი პაპუნა ჭიქაბერიძე იყო, რომელიც საფრანგეთში მიდის და პირველად კარიერაში, ექვსი ერის ფესტივალს იმსაჯებს.

18-წლამდელების გასახურებელი თამაში

29 მარტი. თბილისი. „ავჭალა“. 1000 მაყურებელი

საქართველო - საფრანგეთი 3:40 (3:14)

საფრანგეთი

ხაზი: 15. დავით არობელიძე (არმია), 14. ივა კვირიაშვილი (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო, კაპ.), 12. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 11. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 10. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 9. გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: 1. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 2. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 3. დავით ხურციძე (ლელო), 4. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), 6. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 7. გიორგი ზაზაძე (ხარები), 8. გიორგი არძენაძე (ბათუმი).

მარქაფა: 16. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 18. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 19. თაზო მეიფარიანი (აია), 20. შოთა გვრიტიშვილი (ლელო); 21. გიორგი ხონელიძე (ლელო), 22. გიორგი გაბუნია (ლელო), 23. მიხეილ ხოშტარია (ფოთი), 24. ლუკა ტაბატაძე (არმია), 25. გივი ჩიხლაძე (აია), 26. ზაზა ლეჟავა (აია).

სოსო
ჩხუბს ვიზამ და ქვეშ მომნახეთო!მაგრად გაგვახურეს!მასობრიობის დევნაში,ხარისხი ხომ არ ეცემა?!
ობლაკი
უხერხულია ესეთი ანგარიშით…..
გია
ფრანგები გახურდნენ საქართველოსთან
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან