"მილანის" 2:1 დამარცხების შემდეგ, DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა:

"ძალიან ძლიერ მეტოქესთან პირველ ტაიმში ვდომინირებდით. ანგისა ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაგრამ მაკტომინეის არყოფნის გამო გარისკვა მომიწია. ნერესსაც კარგა ხანი არ უთამაშია. თანდათან ინტენსივობის დაკარგვა გარდაუვალი იყო და გარკვეულმა ნერვიულობამ იჩინა თავი. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც "ინტერთან" სკუდეტოსთვის ბრძოლის გაგრძელების და მეხუთე ადგილთან საკმაოდ დაშორების საშუალებას მოგვცემს. ნუ დაგავიწყდებათ, სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უპირველესი ამოცანა არ იყო - უბრალოდ ევროტურნირებზე გასვლა გვინდოდა.

რვა თვის მანძილზე მძიმე შრომის შედეგად, სიგიჟე იქნებოდა რაღაც არაჩვეულებრივზე არ ვიფიქროთ. ვიცით, "ინტერი" ტანკივითაა, სერია A-ში ყველასთან შედარებით სხვა დონეზეა. თუმცა, ბრძოლას ვაგრძელებთ და ვნახოთ, რა მოხდება შემდგომ. თუ ყველა ჩვენი ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება, ჩვენი სიტყვის თქმას მოვახერხებთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფორმაში იქნებიან.

ბოლო მომენტში გაირკვა, რომ მაკტომინეი ვერ დაგვეხმარებოდა, ამიტომ ტაქტიკა შევცვალე. თავიდან თამაშის რასპადორისთან ერთად 4-4-2 სქემით დაწყებას ვაპირებდი, სადაც მაკტომინეის მარცხნივ დავაყენებდი, რადგან ნერესის 80 წუთით თამაშის მეშინოდა. ანგისაც არ იმყოფებოდა საუკეთესო მდგომარეობაში. ეს ერთ-ერთი ის დღე გახლდათ, როდესაც ვერ ვიტან, რომ მწვრთნელი ვარ. ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამდი, რადგან საშინელი თავის ტკივილი მაქვს.

"ნაპოლიში" შესანიშნავად დავმკვიდრდი, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე ველოდი. პირველი რაც წინასასეზონო შეკრებაზე ვთქვი - პირველად ცხოვრებაში, მივიღე იმდენი, რაც სანაცვლოდ არ გამიღია და ყოველთვის გუნდის გულშემატკივრების წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ.

ვფიქრობ, ბიჭებმა მათ ნაწილობრივ უკვე გადაუხადეს ამ მხარდაჭერისთვის. უბრალოდ მინდა ყველამ იცოდეს, რასაც ვაკეთებთ, რაღაც ექსტრაორდინალურია, ჯადოსნურიც კი. ახლა დარჩენილ რვა ტურზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება და მერე მომავალზე შეგვეძლება ფიქრი. აი, ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია".

სოსო
ძალიან კარგი პოსტია ნიკა!რასაც ამბობ,ყველაფერი სწორია.მხოლოდ იმას დავამატებ,რომ ხვიჩა ადრეც ჩამოდიოდა ხოლმე დაცვაში,დასახმარებლად და ამას მწვრთნელებიც მოითხოვდნენ მისგან,თუმცა მხოლოდ კონტემ ასწავლა,დაცვაში სწორად თამაში და ეს უნდა დავუფასოთ.ხვიჩა იმდენ ხანს დარჩა ნაპოლიში,რამდენი ხანიც ამის სწავლას დასჭირდებოდა,მერე კი,წამოვიდა.კონტეს გუნდში,სეზონის ბოლომდე დარჩენის შემთხვევაში,მის შემტევ უნარებს მოაკლდებოდა,ვერც საფრანგეთის ჩემპიონი გახდებოდა და ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ გაიბრწყინებდა.დეკემბერში ტრავმა რომ არ მიეღო და წამოსვლამდე ყველა თამაში ჩაეტარებინა ნაპოლიში,უფრო კარგი იქნებოდა,თუმცა ასე გამოვიდა. დღევანდელი გადასახედიდან,ნაპოლი,სულ ცოტა საპრიზო სამეულში შევა,თუმცა ინტერს ძალიან მძიმე თამაშები ელის აქაც და ლიგაზეც.ასე რომ სკუდეტოზე ფიქრიც მთლად სიგიჟედ არ მოჩანს.ინტერის ერთი ფეხის დაცდენა და დაეწევა.წუხელაც ბრწყინვალე მეკარე რომ არა,ინტერს წაგებაც კი შეეძლო,ისე გაუჭირდათ ბოლოსკენ.
Zaza
არ მგონია კონტე თავისი თავის მტერი ყოფილიყო და კვარას შესანარჩუნებლად ყველაფერი არ გაეკეთებინა. სავარაუდოდ დილაურენტისმა ისე დაალაგა რომ თან დიდი ფული იშოვა კვარას სტრანსფერით და თან მას არ დაბრალებოდა. კონტესაც გაჩუმება მოუწია მაგრამ გავა დრო და ალაპარაკდებიან ყველა.
nika
ხვიჩასთან კონტეს კი არა უფრო იმ „მთავარს“ ექნებოდა პრობლემა. კონტესნაირ მაღალი დონის მწვრთნელთან მუშაობა რომ მოუწია, კარგია, მაგრამ კონტე სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს, ფრთხილს, ჩამჯდარს და ეგეთ ფეხბურთში კვარაცხელიას უნარები არ ჩანს ხოლმე კარგად, რადგან გუნდი წინ ძალიან ცოტა შეტევას ქმნის. კვარაცხელიასთვის კარგი იყო სპალეტის ნაპოლი, სულ რომ წინ გარბოდნენ და ბურთს შუაში არ აჩერებდნენ, თუნდაც პსჟ, ესენიც სულ ასე წინ გარბიან - კონტე, ალეგრი და ეგეთი მწვრთნელები კი შეუფერებელი არიან ასეთ ფეხბურთთან, თუ რაღაც სასწაული დაცვა არ ჰყავთ. მაგ დროს შეიძლება გარისკონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეტევას უფრთხიან. კვარაცხელია გუნდიდა წამოსულია და რეიტინგით თუ საგოლი მოქმედებებით მაინც ერთ-ერთი პირველი რჩება ნაპოლის სტატისტიკაში. ცოდო იყო იმ გუნდში.
კოტე
კონტე ნამდვილად მაღალი დონის მწვრთნელია. ნამდვილად არ მოველოდი თუ ამ დროისთვის ისევ სკუდეტოსთვის ბრძოლაში იქნებოდა გუნდი. ძალიან მინდა ნაპოლიმ მოიგოს წელს სკუდეტო, რადგან ხვიჩას უნიკალური შედეგი ექნება ტოპ ლიგებში, ერთ წელს ორი ქვეყნის ჩემპიონობა.
midi
მაინც მაგარი მწვრთნელია მაგარი ოხერია კონტე მარა აშკარად ეტაკა რაღაცა ხვიჩასთან ნაღდად გაჭედა მაშინ. ხვიჩა მაინც უნდა წამოსულიყო მაქედან ჯერ კიდევ მაშინ ჩემპიონთა ლიგის გარეშე რომ დატოვეს წინა სეზონი, 5ეულს მიღმა რომ ჩაძირეს ნაპოლი წესიერი მწვრთნელი რომ ვერ მოათრია იმან
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ინტერმა" "ლივერპულის" ნახევარმცველი შეიძინა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა