კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი გაიმართა. ეს პირველ ტურში გასამართი შეხვედრები, რომლებიც დიდთოვლობის გამო გადაიდო. სამივე თამაშში მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა. გორის "დილამ", ფოთის "კოლხეთი 1913"-მა და "დინამო ბათუმმა" გაიმარჯვეს...

დინამო ბთ 1:0 დინამო თბ

დინამოების დაპირისპირება ბათუმელებმა მოიგეს. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა, როცა ლუკა წულუკიძის კარგი პასის შემდეგ ჯალენ ბლესა მეკარესთან პირისპირ დარჩა და დაბალ კუთხეში გაიტანა.

ბევრი მომენტი შეიქმნა. მაგალითად, მეორე ტაიმში ბლესას დუბლის შესრულებამდე თითქოს აღარაფერი აკლდა, ცარიელ კარში ახლოდან დაარტყა და თბილისელთა მცველმა გიორგი გვასალიამნახტომში ფეხით საოცრად მოიგერია ბურთი.

83-ე წუთზე ბათუმელები ათი კაცით დარჩნენ, რადგან მოჰამედ ფოფანამ მეორე გაფრთხილება მიიღო. თანაც ეს სამწუთიან მონაკვეთში. მერე ბათუმელებს კიდევ გამოაკლდათ ფეხბურთელი, კერძოდ, მუტირ ჩაიამ ტრავმა მიიღო და რადგან შეცვლის უფლება აღარ ჰქონდათ, გუნდმა ცხრა კაცით დაასრულა მატჩი...

კიდევ: ბლესა შარშან ზაფხულს შეუერთდა "დინამო ბათუმს" და ეს მისი მესამე გოლია, აქედან ორი კი "დინამო თბილისს" გაუტანა.

ორივე "დინამოს" ამ შეხვედრამდე 8-8 ქულა ჰქონდა, ახლა კი ბათუმელებს 11 გაუხდათ.

სამგურალი 0:1 კოლხეთი 1913

ფოთელებმა ბოლოს გაიტანეს. 89-ე წუთზე კარგ კომბინაციას მოჰყვა დავით ფაღავას დაბალი პასი და გიორგი აბუაშვილის გოლი - 0:1.

"კოლხეთი 1913"-ს სეზონის განვლილ ოთხ მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი, ასე რომ, ნავსი გატეხეს. გაიტანეს და მოიგეს კიდეც. "სამგურალი" კი ცხრილის შუაში, მეხუთე ადგილზეა.

...მატჩის წინ გუნდებმა პატივი მიაგეს "სამგურალის" ყოფილი ფეხბურთელის, 23 წლის ლეანდრო ლიმას ხსოვნას. ლიმა ტრაგიკულად დაიღუპა. წყალტუბოელთა ფეხბურთელებს შიდა მაისურზე ლიმას ფოტოები ჰქონდათ დართული.

დილა 2:1 გარეჯი

"დილამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მესამე ადგილზეა.

პირველ ტაიმში ლამაზი გოლი ვნახეთ: აბუბაქარ კონტემ გარღვევა საჯარიმოს მისდაგომებიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით დაასრულა - 1:0.

მეორე ნახევარში შოთა შეყილაძემ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში და ბოლო ორ ტურში მეოთხე გოლი მიითვალა.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი "გარეჯმა" შეამცირა სხვაობა, კერძოდ, თორნიკე ძებნიაურმა მინდორზე დაუშვებლად ძლიერი დარტყმით გაიტანა - 2:1.

erovnuliliga.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა