შაბათს, 5 აპრილს, ჩვენი დროით 19:00 საათზე, პსჟ "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) "ანჟეს" უმასპინძლებს და მინიმუმ, ერთი ქულის (არწაგების) შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონობას მოიპოვებს.

ბოლო ორი მატჩია, ლუის ენრიკეს ბიჭებს პირველ ტაიმში ჩავარდნა აქვთ და "ასტონ ვილასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ ეს კარგი გაკვეთილია. პარიზული კლუბი შიდა ტურნირებზე ყველანაირ რეკორდზე მიდის და საერთაშორისო წარმატება ძალიან სჭირდება.

რაც შეეხება "ანჟეს", ამ გუნდმა პსჟსთან ზედიზედ 15 შეხვედრა წააგო. 2016 წლიდან მათ პარიზში ცხრაჯერ ითამაშეს და 31 გოლი გაუშვეს. ალექსანდრე დუჟეს გუნდს ლიგა 1-ში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია.

ხვიჩამ იტალიაში ჩემპიონობა უკვე იზეიმა

თასის ნახევარფინალში ენრიკეს დიდი როტაციისთვის არ მიუმართავს და საინტერესოა რა იქნება ახლა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წინ. ხვიჩა კვარაცხელიას სამშაბათს არ უთამაშია და სასტარტოში უნდა ველოდოთ. "კვარა"იტალიის შემდეგ ტოპლიგის კიდევ ერთი ქვეყნის ჩემპიონი გახდება.

პსჟს სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი - ზაირე-ემერი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი - ნევეში, რუისი, დუე - მბაიე, რამოში, კვარაცხელია.

მთავარი მსაჯი 33 წლის მარკ ბოლენჟიერი იქნება. ის ბოლოს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გვახსოვს, ოღონდ მეოთხე არბიტრად. სათადარიგო მსაჯი იყო 8 თებერვალს, პსჟსა და "მონაკოს" (4:1) შეხვედრაზეც.

შაბათის საღამოს, 23:05 საათზე, გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" "ლილთან" რთული და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად უმნიშვნელოვანესი საშინაო დაპირისპირება აქვს; კვირას, 17:00 საათზე, ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" უმოტივაციო "ლანსს" ეწვევა და გადარჩენისთვის აუცილებელი ქულები სჭირდება!..

"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება