ოლივერ კანის მიერ ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ თემა აქტუალობას არ კარგავს
ოლივერ კანის მიერ ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის მწვავედ გაკრიტიკების შემდეგ თემა აქტუალობას არ კარგავს. შეგახსენებთ, “ბაიერნის” ექსკაპიტანმა ყოფილ თანაგუნდელებს მშიშრები და ეგოისტები უწოდა, ასევე დააბრალა, პირველ რიგში თავიანთ ინტერესებზე ფიქრობენ და არა გუნდზეო.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით რეკორდმაისტერთან დაკავშირებულმა ლამის ყველა ავტორიტეტულმა ადამიანმა გამოთქვა თავისი აზრი. ბუნებრივია, მოვლენებს შორიდან ვერ და არ დააკვირდებოდა მიუნხენელთა ენაჭარტალა ბოსი ული ჰიონესი. ბატონი პრეზიდენტი კანის მოქმედებით აღშფოთებულია.

“ვეთანხმები ამ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არანაირი აუცილებლობა არ იყო, კანს თავისი მოსაზრებები რაღაც სულელურ ბლოგებზე დაეფიქსირებინა. მისი კრიტიკა ისევე გვჭირდებოდა ამწუთას, როგორც ძაღლს სჭირდება მეხუთე ფეხი. თუკი კონკრეტული პრეტენზია აქვს, ჯობია, ეს პირადად გაანდოს ფეხბურთელებს და არა ინტერნეტის საშუალებით, რადგან ამის შესახებ მთელი მსოფლიო ათ წამში გაიგებს,” – განაცხადა ჰიონესმა.

მართალია, ფრანც ბეკენბაუერი “ბაიერნში” მხოლოდ საპატიო პრეზიდენტია, მაგრამ მის აზრს გერმანიის მრავალგზის ჩემპიონთა ბანაკში ყოველთვის უსმენდნენ. “შპორტ აინცი” დაუკავშირდა კაიზერს და კომენტარი სთხოვა.

აი, რას ამბობს ის: “მე შემიძლია გავუგო ოლივერ კანს, რადგან ჩვენი გუნდი ყოველთვის იგებდა ტიტულებს და ყოველთვის ჰყავდა ისეთი ძლიერი ინდივიდუალისტები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ თანაგუნდელთა დამუხტვა და გამარჯვებებისკენ მათი გაძღოლა. ახლა კი გუნდში ასეთებს ვერ ვხედავ”.

მართალია, “ბაიერნს” ოფიციალურად არ განუცხადებია სატრანსფერო კამპანიის დასრულების შესახებ, მაგრამ ეჭვი ცოტას თუ ეპარება, რომ მიუნხენელები წელს აღარავის შეიძენენ. მით უფრო, რომ გუნდმა ახალ ფეხბურთელებში 44,1 მილიონი ევრო დახარჯა. ამის მიუხედავად “ფუტბოლ იტალია” წერს, “ფიორენტინას” ცენტრალური ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო “რეკორდმაისტერის” ინტერესის სფეროშიაო. 26 წლის ფეხბურთელს “იებთან” კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, მან კი გახანგრძლივებაზე უარი თქვა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რიკარდო ფლორენციას დატოვებს. “ფიორენტინა” მასში 10 მილიონ ევროს ითხოვს. “სკუადრა აძურის” წევრში ეს თანხა ბევრი ნამდვილად არ არის. მონტილივოს შეძენა “მილანსაც” უნდა.

“ბაიერნს” გერმანიაში მარიო გიოტცესადმი ინტერესსაც მიაწერენ. მანშაფტის 19 წლის გამთამაშებელი სამშობლოში ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. შესაბამისად, მისით დაინტერესება გასაკვირი სულაც არ არის. დორტმუნდელებს ფეხბურთელზე სიტყვა უკვე ჩამოუგდო “მანჩესტერ იუნაიტედმა”. რურელთა პრეზიდენტმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ “ალისფერი ეშმაკების” გასაგონად განაცხადა, შეუძლიათ მარიოზე რამდენიც უნდათ იმდენი იოცნებონო, მიუნხენელებს კი იმედი მთლად გადაუწურა: “ბაიერნში” შეუძლიათ დრო და ენერგია დაზოგონ და გიოტცეს ტრანსფერზე არც იფიქრონ. თუკი ჩვენ ოდესმე მაინც დავთანხმდით ფეხბურთელის გერმანიის შიგნით გაყიდვას, ჩათვალეთ, რომ ჭკუიდან გადავდექით. მარიო გერმანიაში სხვა კლუბში არასოდეს ითამაშებს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა