“ლავალის”, “ლივერპულის”, “ჩარლტონის”, “პორტსმუთისა” და “მონაკოს” ყოფილი უნივერსალი მცველი ჯიმი ტრაორე კარიერას “ველოდრომზე” განაგრძობს
როგორც ჩანს, მარსელის “ოლიმპიკის” ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ლუჩო გონსალესი მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს, ხოლო თუ საშუალება მიეცემა, არგენტინელთან თანამშრომლობა გააგრძელოს.

სწორედ ეს მიზეზია, რომ ველოდრომელებმა “არსენალს” ლუჩოს ერთწლიან იჯარაზე უარი სტკიცეს. სამხრეთამერიკელი ვარსკვლავის ირგვლივ ზაფხულზე უამრავი ჭორი დაიწერა. ესპანურმა ვებგვერდებმა ისიც კი დაწერეს, “მალაგაში” გადასვლა გადაწყვეტილი ამბავიაო, მაგრამ საკითხის მოგვარება ასე იოლი არ აღმოჩნდა.

ფრანგებმა ტრანსფერზე უარი თქვეს.

მერე იტალიურმა პრესამ ატეხა ვაი-უშველებელი, ლუჩო კარიერას “რომაში” გააგრძელებსო, მაგრამ არც ეს ხმები გამართლდა. ყველაფერს წერტილი თითქოს დეშამის ულტიმატუმის შემდეგ უნდა დასმოდა, როცა მწვრთნელმა განაცხადა, კონკრეტულ თარიღამდე ფეხბურთელს წაიყვანენ ან ის ჩვენთან დარჩებაო. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. და აი, გამოჩნდა “არსენალი”. რატომ შეიძლებოდა დაინტერესებულიყვნენ “მეთოფეები” 30 წლის ცენტრალური ნახევარმცველით, ამის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. ახლა კი “მარსელის” სპორტული დირექტორის ჟოზე ანიგოს კომენტარს შემოგთავაზებთ: “ჩვენ იმისთვისაც კი არ ვართ მზად, რომ ლონდონელთა წინადადება განვიხილოთ. ლუჩოს არსადაც არ ვუშვებთ. ის მშვენიერ ფორმაშია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი კვირით ადრე მასთან განშორება ალოგიკურია, რადგან ამ დროში ჩვენ მის შემცვლელს ვერსად ვნახავთ”.

“ლავალის”, “ლივერპულის”, “ჩარლტონის”, “პორტსმუთისა” და “მონაკოს” ყოფილი უნივერსალი მცველი ჯიმი ტრაორე კარიერას “ველოდრომზე” განაგრძობს.

მართალია ამის შესახებ მარსელელთა ოფიციალური საიტი დუმს, მაგრამ სხვა წყაროები ამბავს გადაწყვეტილად მიიჩნევენ. 31 წლის ფეხბურთელმა “მონაკოსთან” ერთად ლიგა 2-ში თამაში არ მოისურვა და კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. “მოხარული ვარ, რომ ისეთ დიდებულ გუნდთან ვითანამშრომლებ, როგორიც “მარსელია”. ის საფრანგეთის ყველაზე პოპულარული გუნდია, იქ ასპარეზობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. დიდი ინტერესით ველოდები დიდიე დეშამთან მუშაობის დაწყებას,” - განუცხადა ჯიმიმ ჩვენს ფრანგ კოლეგებს.

სეზონი დასრულებული არ იყო, რომ დეშამმა თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზა ედუარ სისეს. 33 წლის ვეტერანმა ჯერ თანხმობა თქვა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და 1-ლი ივლისიდან თავისუფალი აგენტი შეიქნა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ის “ოსერთან” ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა