მსოფლიოში სულ 10 პორტუგალიურენოვანი ქვეყანაა და დღეს მუნდიალზე ორი ყველაზე ცნობილი დაუპირისპირდება ერთმანეთს: პორტუგალია და ბრაზილია. "სიკვდილის ჯგუფის" ეს თამაში მუნდიალის დაწყებამდე ჯგუფური ეტაპის მშვენებად მონათლეს. მართალია, "სიკვდილის ჯგუფში" ისე განვითარდა მოვლენები, რომ გრანდებმა ორი აუტსაიდერი უკვე პრაქტიკულად "მოკლეს", მაგრამ ეს ამ გუნდების დაპირისპირებას ინტრიგას ვერ მოაკლებს, მით უფრო, რომ გასარკვევია პირველი ადგილის ბედიც.

25 ივნისი. დურბანი. "დურბან სტედიუმი". 18.00

პორტუგალია-ბრაზილია

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია (4-3-3): ედუარდო - მიგელი, კარვალიო, ალვეში, კოენტრაო - მენდეში, ტიაგო, მეირელეში - რონალდო, ალმეიდა, სიმაო.

ბრაზილია (4-3-2-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბაშტოში - ჟილბერტო სილვა, ფ. მელო, ბაპტიშტა - ნილმარი, რობინიო - ლ. ფაბიანო.

არბიტრი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)

მსოფლიოში სულ 10 პორტუგალიურენოვანი ქვეყანაა და დღეს მუნდიალზე ორი ყველაზე ცნობილი დაუპირისპირდება ერთმანეთს: პორტუგალია და ბრაზილია. "სიკვდილის ჯგუფის" ეს თამაში მუნდიალის დაწყებამდე ჯგუფური ეტაპის მშვენებად მონათლეს. მართალია, "სიკვდილის ჯგუფში" ისე განვითარდა მოვლენები, რომ გრანდებმა ორი აუტსაიდერი უკვე პრაქტიკულად "მოკლეს", მაგრამ ეს ამ გუნდების დაპირისპირებას ინტრიგას ვერ მოაკლებს, მით უფრო, რომ გასარკვევია პირველი ადგილის ბედიც. პორტუგალიელებმა და ბრაზილიელებმა არ იციან თუ რას (უფრო ზუსტად ვის) უქადის მათ ეს პირველი ადგილი, რადგან H ჯგუფში ისეთი სიტუაციაა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ, წინასწარ გათვლებს ყოველგვარი აზრი აქვს მოკლებული. აქვე დავძენთ, რომ პორტუგალიას ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე მაინც დარჩა, თუმცა თეორიული...

პირველი თამაშის ჩაგდების შემდეგ პორტუგალიამ ერთბაშად ამოხეთქა, ჩრდილოეთ კორეის ნაკრების კარში სელეშაუმ 7 უპასუხო გოლი გაიტანა. დუბლის ავტორს და ჩვენი ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელ ტიაგოს იმასაც კი შეეკითხნენ, არ შეგეცოდათ საბრალო კორეელებიო: "თავს დამნაშავედ არ ვთვლით მეტოქეს, რომ ამდენი გოლი გავუტანეთ. ეს მუნდიალია, ყველას უნდა თამაში და გოლების გატანა, ასეთ ფუფუნებაზე უარს ვინ იტყოდა", - ამბობს ტიაგო, რომელსაც კარგად ესმის, რომ ახლა პორტუგალიის ნაკრებს სულ სხვა ყაიდის თამაში ელის.

მუნდიალის მუდმივი ფავორიტი ბრაზილია უკვე მერვედფინალშია, თუნდაც წააგოს პორტუგალიის ნაკრებთან. ეს რა თქმა უნდა, დაღს დაასმევს პენტაკამპეონეთა მონდომებას - წინ ხომ პლეი ოფია, სადაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები წყდება. "მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ამისთვის კი საჭიროა ფრე ან მოგება. ვფიქრობ, გუნდს მორიგი გამარჯვება ფრთებს შეასხამს და პლეი ოფში უფრო მოტივირებულნი გავალთ", - აცხადებს კაკა, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო თამაშს გამოტოვებს.

პორტუგალიის ნაკრები აქამდე 18-ჯერ შეხვდა ბრაზილიისას, ყოფილი კოლონიის უპირატესობა უზარმაზარია - 12 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ 4 მარცხი. ბრაზილიელებს გოლთა ბალანსიც დადებითი აქვთ - 36:15. ხშირი ურთიერთშეხვედრების ტრადიცია ბოლო წლებშიც გაგრძელდა, ბრაზილიაში მასპინძლებმა 6:2 გაანადგურეს მეტოქე, ბრიტანეთში კი პორტუგალიის ნაკრებმა 2:0 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 1 ივნისის შემდეგ, როცა კარლოშ კეირუშის გუნდმა 3:1 მოუგო ამხანაგურად კამერუნს, პორტუგალიის ნაკრებს გოლი არ გაუშვია. "ჩვენ აღარ გვსურს გავატანინოთ ბრაზილიას. ბოლობოლო ეს ღირსების საკითხია. ორი წლის წინათ მათ 6 გოლი გაგვიტანეს, ბრაზილიელებს ურჩევნიათ წარსული წარმატება დაივიწყონ, მსგავსიც კი არაფერი განმეორდება", - განაცხადა კარლოშ კეირუშმა.

პორტუგალიელთა ბანაკში საეჭვოა დეკუს თამაში, რომელიც ოფიციალური ვერსიით ტრავმირებულია, არაოფიციალური ვერსიით კი ის დასაჯეს მწვრთნელის საჯაროდ გაკრიტიკებისათვის. ასეა თუ ისე, ტიაგომ იმდენად უნაკლოდ შეცვალა ვეტერანი კორეასთან მატჩში, რომ დეკუს სასტარტოში თამაში მაინც არ მოუწევდა. შეგახსენებთ, რომ დეკუ ბრაზილიელია, რომელმაც პორტუგალიის მოქალაქეობა მიიღო. არ გაუმართლდა რუბენ ამორიმს, ფეხბურთელს, რომელიც სულ ბოლოს შეუერთდა ნაკრებს ნანის ტრავმის გამო. ამორიმმა კოტ დივუართან მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ბრაზილიასთან მისი თამაში გამორიცხულია, ამორიმი ტრავმირებულია.

კოტ დივუართან მატჩის მეორე ტაიმში, როცა ბრაზილიელთა გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, პენტაკამპეონეთა მეტოქე "ჩეხვაზე" გადავიდა, რის გამოც ელანომ კოჭი დაიზიანა. ის სავარაუდოდ გამოტოვებს პორტუგალიის ნაკრებთან მატჩს. კაკა, რომელიც იმავე მატჩში გააძევეს განაცხადშიც ვერ იქნება დისკვალიფიკაციის გამო. ასე რომ, დუნგა ვეღარ გაიმეორებს სასტარტო 11-ეულს, რომლებიც ჯერ კიდევ მუნდიალამდე დანომრა 1-დან 11-მდე. ვინ შეცვლის კაკას? ჟურნალისტები მის ადგილზე ჟულიო ბაპტიშტას, ნილმარს, რამირესს, თუნდაც დანი ალვეშს მოიაზრებენ.

ნიკოლოზ ნეფარიძე

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა