ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯონსონი ბორტვიკს შანსს აძლევს

ჯონსონი ბორტვიკს შანსს აძლევს

საქართველოს ნაკრების მეტოქე 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირში, ინგლისის ეროვნული გუნდი ახალ ზელანდიაში საჩემპიონო ამბიციებით გამგზავრებას აპირებს...

საქართველოს ნაკრების მეტოქე 2011 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ტურნირში, ინგლისის ეროვნული გუნდი ახალ ზელანდიაში საჩემპიონო ამბიციებით გამგზავრებას აპირებს. "პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა ნაკრების კანდიდატები ოთხდღიან შეკრებაზე იხმო და მომავალი ბატალიებისთვის ამზადებს.

საწვრთნელ ბანაკში იმყოფება ნაკრების ყოფილი კაპიტანი სტივენ ბორტვიკიც. ჯონსონმა მას ნაკრების კარი გაუღო და ეროვნულ გუნდში დაბრუნების შანსი მისცა.

შეგახსენებთ, რომ ბორტვიკმა ჯონსონის ხელმძღვანელობით "პომებს" 20 მატჩში უკაპიტნა. ერთი თვის წინ ინგლისელთა თავკაცმა იმ 32 მორაგბის სია გამოაცხადა, ვისაც 2011 წლის მსოფლიო თასზე ნაკრების შემადგენლობაში მოიაზრებდა. ბორტვიკისთვის ადგილი ამ სიაში არ აღმოჩნდა. ის ავტომატურად ინგლისის A ნაკრებში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანს ტრავმის გამო გაუცდა ივნისის ტესტები, რომელზეც "პომებმა" წარმატებით იასპარეზეს. ინგლისელებმა სიდნეიში ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს. ჯონსონმა გადაწყვიტა, რომ გუნდს ხელს ჭირვეული კაპიტანი უშლის და სამკლავური ლუის მუდის გადასცა.

"მე ვერაფრით ვანდობ გუნდის კაპიტნობას ადამიანს, რომელიც საშინლად ჭირვეულია. გუნდში საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა და მისი შემცვლელის მოძებნა ძნელი არ არის.

ბიჭებს მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებთ, რა გავაკეთოთ, რათა მსოფლიო თასს რაც შეიძლება კარგ ფორმაში შევხვდეთ. ისინი ძალიან მონდომებულნი, მოტივირებულნი არიან.

ბორტვიკთან არცთუ სასიამოვნო საუბარი მქონდა, თუმცა ჩვენმა დიალოგმა გარკვეული პოზიტივი დამანახა. ბორტვიკმა პირდაპირ მითხრა, დაგიმტკიცებთ, რომ უსამართლოდ მექცევითო. ძალიან კარგი. სტივენს არ უწუწუნია, არ უხვნეშია დანანებით. ის მზადაა, იბრძოლოს, ივარჯიშოს და დაამტკიცოს, რომ ნაკრებში თამაშის და კაპიტნობის ღირსია. ჩვენც ეს გვინდა.

მე ვუთხარი ბიჭებს, რომ ეროვნულ გუნდში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. საკმარისია, ვინმემ A ნაკრებში თავი გამოიჩინოს, დამანახოს, რომ მის პოზიციაზე ეგრეთ წოდებულ პირველ ნომერს სჯობია და წამითაც არ დავფიქრდები, ისე ავიყვან ძირითად გუნდში. ყველაფერი მხოლოდ მათ მონდომებაზეა დამოკიდებული. ბორტვიკმაც იცის, რომ მისთვის ნაკრების კარი დაკეტილი არაა " - თქვა მარტინ ჯონსონმა.

ივნისის ტესტებისას ავსტრალიასთან გამარჯვებამ "პომების" თავკაცს იმედი ჩაუსახა, რომ მსოფლიო თასზე პირველობისთვის ბრძოლა შეიძლება. ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრას ქრაისთჩერჩში 2011 წლის 10 სექტემბერს გამართავს არგენტინის ნაკრებთან.

მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე "პომები" გაისად სამ ტესტს გამართავენ. 6 აგვისტოს უელსის ნაკრებს უმასპინძლებენ, კვირის თავზე კი იქით ესტუმრებიან. ბოლო საკონტროლო მატჩს ჯონსონის სამწყსო 27 აგვისტოს დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი, ნოემბერში ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამოასა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს უმასპინძლებენ.

ჯონსონი ირწმუნება, რომ მისი გუნდი, ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისგან განსხვავებით, დაღლილობისგან დატანჯულს არ დაემსგავსება:

"მართალია, დასვენებისთვის დრო ცოტა გვექნება, მაგრამ ვეცდებით, თუნდაც მცირედი შანსი რაციონალურად გამოვიყენოთ. სეზონის განმავლობაშიც საკმაოდ ბევრი კვირაა ისეთი, მორაგბეებს თამაში რომ არ უწევთ. ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მსოფლიო თასისთვის მოთამაშეები სათანადო ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ. თუ შევამჩნევთ, რომ მორაგბე გადაღლილია, ცხადია, ის არ ითამაშებს. ითამაშებს ის, ვინც იმ დროსითვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

მორაგბეების განწყობა ძალიან მომწონს. ჩვენ მუდმივად იმაზე ვფიქრობთ, ვსაუბრობთ, როგორ მივაღწიოთ პროგრესს თამაშში. ფანტასტიკური, საქმიანი ატმოსფეროა და იმედი მაქვს, ახალ ზელანდიაში წარმატებას მივაღწევთ"- თქვა პომების თავკაცმა.

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს

"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა

"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ