უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში ანდრეი შევენკოს მეტოქის ხელი ყბაში ისეთი ძალით მოხვდა, ვეტერანი ნოკდაუნში ჩავარდა
უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში “არსენალის” წინააღმდეგ შეხვედრაში ანდრეი შევენკოს საულიუს მიკოლიუნასის ხელი ყბაში ისეთი ძალით მოხვდა, ვეტერანი ნოკდაუნში ჩავარდა. ექიმებმა მას სახე გაუყინეს და თამაშის ნება მისცეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ტკივილი აუტანელი გახდა.

იური სიომინმა ის მინდვრიდან გაიყვანა. მას მერე, რაც გაირკვა, რომ ფეხბურთელს ძვალი აქვს ჩამტვრეული, კლუბის ხელმძღვანელობამ ვარსკვლავი ჩარტერული რეისით მილანს აფრინა, რათა გამოკვლევა საუკეთესო სპეციალისტებთან გაევლო. კონსილიუმში მონაწილეობდნენ “მილანისა” და “დინამოს” ექიმები, ასევე ავტორიტეტული იტალიელი ექიმი-ორთოდონტი და ინგლისელი ნეიროქირურგი.

საბოლოოდ გამოირიცხა ტვინის შერყევა და ოპერაციის საჭიროება, მაგრამ დადგინდა, რომ ფეხბურთელს უახლოესი 10 დღის განმავლობაში სპეციალური ნიღბით მოუწევს სიარული, ამის შემდეგაც 20-21 დღე კი ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვა აკრძალული ექნება.

კიეველთა წამყვანმა ნახევარმცველმა ოლეგ გუსევმა ბოლო ვარჯიშებზე მუხლის ტრავმა მიიღო და გუნდს გარკვეული დროით ჩამოშორდა. ვარაუდობენ, რომ ვარჯიშს ის ყველაზე ადრე 7-10 დღეში დაიწყებს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ბოლოს კი ერთ დადებით ინფორმაციასაც მოგაწვდით: მცველმა ტარას მიხაილიკმა ტრავმა მოიშუშა და უახლოეს დღეებში საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. მას 26 აგვისტოს ევროპის ლიგის პლეი ოფში ბულგარულ “ლიტექსთან” ასპარეზობა უკვე შეეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს