სტევან იოვეტიჩის “ფიორენტინადან” შესაძლო აბარგების შესახებ პრესაში აქტიურად იწერება, თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უბრალო ჭორებია
სტევან იოვეტიჩის “ფიორენტინადან” შესაძლო აბარგების შესახებ იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უბრალო ჭორებია და ჩერნოგორიელი შემტევი არსად წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტთან ისაუბრა…

მომავალი

საერთოდ, შორსმიმავალ გეგმებს არასდროს ვისახავ, დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფლორენციაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2013 წლის ივლისს მეწურება და იქამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. თუ “ფიორენტინას” მესვეურები კონტრაქტის გახანგრძლივებას შემომთავაზებენ, არც კი დავფიქრდები ისე მოვაწერ ხელს, რადგან ამ გუნდის წინაშე ვალში ვარ. ყველაზე რთულ სიტუაციაში, კლუბის მესვეურებიც, თანაგუნდელებიც და გულშემატკივრებიც გვერდში დამიდგნენ, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.

ტრავმა

ტრავმა სრულად მოვიშუშე და თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. ბევრი მეკითხება მაქვს თუ არა ტრავმის გამეორების შიში, რამაც შეიძლება ფეხბურთის თამაშში ხელი შემიშალოს - ნამდვილად არა და არც მექნება, რადგან სპორტის უპირველესი სახეობის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. აქტიურად ვვარჯიშობ და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი, რათა დაკარგული ავინაზღაურო. ვფიქრობ, რომ “ფიორენტინა” უკეთესი გუნდი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში. მართალიას, სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ ვაქტიურობთ, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო მეტად გამოცდილები ვართ და გუნდშიც საოცრად კარგი ატმოსფეროა.

მიზანი

მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში ევროსაგზურის მოპოვება იქნება და თუ სამეულში შევძვერით, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება. ძნელია დაპირდე გულშემატკივარს, რომ აუცილებლად მოიპოვებ ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მაგრამ ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. “ფოორენტინა” დიდი ტრადიციების გუნდია და აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს. ეს გულშემატკივართა დაკვეთაა, რომელსაც ბლომდე ვაცნობიერებთ.

ამასობაში, “ფიორენტინასთან” დაკავშირებით საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან გუნდის ღირსებას ჰუსეინ ხარჯა დაიცავს. ფლორენციული კლუბის მესვეურებმა მის სანაცვლოდ “ჯენოას” ბიუჯეტში 3 მილიონი ევრო გადარიცხეს. ”ვიოლას” სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო აღნიშნულმა ტრანსფერმა ძალიან გაახარა:

“ნახევარდაცვა გაძლიერებას საჭიროებდა და ხარჯას გადაბირებით ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადავდგით. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდებით და გუნდს კიდევ არაერთი ფეხბურთელით გავაძლიერებთ. კონკრეტულ გვარებს დღეს ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ მალე ყველაფერი გადაწყდება და გაცხადდება კიდეც”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა