ლა ლიგის 31-ე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „სევილია“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, ლოკონგას დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ საჯარიმოში გაიასთან ბრძოლაში ფერნანდესი წაიქცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორება ნახა და გადაწყვეტილება შეცვალა. ცოტა ხანში გიორგიმ ჩაწოდებული კუთხურისას გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და გოლი გაუტანეს, მაგრამ არბიტრმა დააფიქსირა, რომ იქამდე ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. მერე ქართველმა პირისპირ გასულ ლუკებაკიოს არ გაატანინა. მასპინძლებმა პირველი მომენტი 37-ე წუთზე შექმნეს, როდესაც ბურთი მცველისგან რიკოშეტით ჯერ ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი გაიას მეკარე ნიულანმა არ დაანება გატანა. თუმცა კომპენსირებულ დროში გერამ მაინც მოახერხა „ღამურების“ დაწინაურება.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გერამ ბურთი ხარიხას გაარტყა, მერე მამარდაშვილმა ლოკონგას დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია. მორიგი იერიშისას ანდალუსიელები ისევ ნიულანმა გადაარჩინა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კორბერანის გუნდმა "რეალის" შემდეგ "სევილიასაც" მოუგო.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეშვიდედ შეინახა.

„ვალენსიამ“ ბოლო 6 შეხვედრიდან 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 37 ქულით უკვე მე-12 ადგილზეა და 19 აპრილს მადრიდში „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - სევილია 1:0

გოლი: გერა (45+4)

ვიდეო: Silk Sport

გოგა
მაგარია მამარდა, მსოფლიოში არ ყავს კონკურენტი, როცა ფორმაშია
რერო
მამარდა მაგარია,ვალენსიაზე სულ ვიძახდი რომ არ იმსახურებდა გასავარდნ ადგილს და შემადგენლობით ის ევროტურნირებისთვის უნდა იბრძოდეს. თუ მომავალ ტურში რაიოს მოუგებს ის ჩაერთვება კომფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.
სოსო
ხავი გერა რომ არ წაქცეულიყო,გოლს ვერ გაიტანდა.მეკარემ მისი სხეულის მდებარეობის მიხედვით დაკეტა კუთხე,გერამ კი,წაქცეულმა,ფეხით გაუშვა უკვე დაუცველ შორეულ კუთხეში.ხელბურთში, ფლანგის თავდამსხმელი რომ ხელის განზე გატანით ჩაახვევს ხოლმე შორეულ კუთხეში,მისი ანალოგია გამოუვიდა.მამარდამ კარგი ბურთები აკრიფა,თუმცა არ ჩათვლილი გოლის ეპიზოდში,მისი შეცდომა თვალსაჩინო იყო.ასეა თუ ისე,ვალენსია წელში გაიმართა,ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნა და დარწმუნებული ვარ,კიდევ შეეცდება ცხრილში მაღლა აწევას.
პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი
თავიდან მეც არ მომეწონა ახალი სპორტალი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მალე შემეცვალა აზრი. დღეს დადებითად ვაფასებ ახალ website-ს. ვიდეოც უფრო კარგად იტვირტება.
რაგბის ფანი
მამარდა დონეა. ვებ-გვერდის ახალ დიზაინთან დაკავშირებით ჩემს აზრს გეტყვით: 1) მენიუს ვერტიკალური სვეტი ეკრანის ზომას ამცირებს. ჯობია ჰორიზონტალურად განლაგდეს; 2) მთავარ გვერდზე გამოტანილი სტატიების პრინციპი ძველ საიტზე უფრო ადვილი აღქმადი იყო; 3) მკითხველ საზოგადოებაში თქვენ თქვენი ნიშა გქონდათ და რატომ მიბაძეთ სხვა ვებ-გვერდებს?
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა