ესპანეთის სუპერთასი. გამოხმაურება: ამბავი ყურის ახევისა და ერთი პაწაწკინტელა თასისა
ესპანური საფეხბურთო სეზონი ძალზე საინტერესოდ, სკანდალურად და დიდებულად დაიწყო - ქვეყნის სუპერთასისთვის ორმატჩიან ბრძოლაში ორი სუპერგუნდი ჩაერთო და, ბუნებრივია, თამაშებიც ასეთი გამოვიდა - 4-გოლიანი შოუ "სანტიაგო ბერნაბეუზე" და საპასუხო 5-გოლიანი თრილერი "კამპ ნოუზე".

იმავე დღეს, როცა გაირკვა, რომ პრიმერადივიზიონის, სულ ცოტა, I ტური ჩაიშალა გაფიცვის გამო, ლეო მესის ბრწყინვალე თამაშმა "ბარსელონას" სეზონის პირველი ტიტული მოაპოვებინა "რეალთან" ბრძოლაში - ჯამში 5:4 კატალონიელთა სასარგებლოდ, მესის ანგარიშზე კი აქედან 3 გოლი და ერთიც საგოლე პასია.

რით დაგვამახსოვრდება ეს სუპერთასი? ალბათ, იმით, რომ, რაც ჟოზე მოურინიო "რეალის" მწვრთნელია, გუნდმა პირველად ითამაშა შემტევი ფეხბურთი "ბარსას" წინააღმდეგ და ეს საქმე დიდებულად გამოუვიდა, იმით, რომ 24 წლის სესკ ფაბრეგასმა, როგორც იქნა, დიდი ხნის ოცნება აიხდინა და მშობლიური კლუბის მაისურა მოირგო, თანაც დებიუტი ტიტულით აღნიშნა, იმით, რომ მარსელოს უხეშობას იმავე სესკის წინააღმდეგ მოედანზე ლამის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, რომელშიც ყველაზე მეტად თავი... ჟოზე მოურინიომ შეირცხვინა - უკნიდან მიეპარა ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტ ტიტო ვალანოვას და... ყური აუწია!

"ბარსას" ახალწვეული, რომელიც თავს 4-ნომრიანი მაისურით იწონებს, უნიკალური მიღწევის პატრონი გახდა - გუნდში გადასვლიდან მესამე დღეს ტიტულს - ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა. ფაბრეგასი მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე შევიდა სათამაშოდ და მუდამ ყურადღების ცენტრში იყო - ჯერ მისი შემოსვლისას ლამის ჩამოიქცა ტრიბუნები ოვაციისგან, შემდეგ გადამწყვეტი გოლი მის მიერ დაწყებულ კომბინაციას მოჰყვა და ბოლოს, სესკის წაქცევისთვის ატყდა დიდი გაწევ-გამოწევა მოედანზე თუ მის მიღმა, რომელიც ლამის 10 წუთი გაგრძელდა. სხვათა შორის, მხოლოდ 1 ოფიციალური მატჩი ითამაშა და უკვე ტიტულის მფლობელი გახდა "ბარსას" ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი, რომელსაც საპასუხო მატჩში არ უთამაშია.

ხოსეპ გვარდიოლამ ზედიზედ მესამედ მოაგებინა სუპერთასი "ბარსელონას" და ტიტულების რიცხვით (11) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი (იოჰან კრუიფს გაუსწრო) გახდა. თამაშის შემდეგ პეპმა გაუზიარა შთაბეჭდილებები მედიას, თუ როგორი ამაყია თავისი გუნდით, რა ბევრს ნიშნავს სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი და როგორ უმსგავსოდ მოიქცა მისი ვიზავი ჟოზე მოურინიო: "თქვენ ყველამ კარგად ნახეთ, რაც მოხდა, ამაზე კომენტარიც ზედმეტია, ფეხბურთში ასეთი უმსგავსობები რატომ უნდა ხდებოდეს, ვერ გამიგია. თუკი მოურინიოს საქციელს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ, გარწმუნებთ, ეს ცუდად დასრულდება. მოურინიო აცხადებს, რომ წარმოდგენა არა აქვს, ვისთან მიიჭრა, მე კი ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ადამიანმა პირველ რიგში თავად უნდა უწყოდეს, ვინ არის. რაც შეეხება - ვერ ცნობას, ტიტო ვილანოვა ჩვენ გუნდშAი მნიშვნელოვანი პერსონაა, მე მაგალითად, კარგად ვიცი, რომ მოურინიოს ასისტენტი აიტორ კარანკაა".

ჟოზე მოურინიო: "სუპერთასი ერთი პატარა ტიტულია, მიუხედავად ამისა, ჩვენ გული დაგვწყდა, რომ ვერ მოვიგეთ ის. სამაგიეროდ, ორივე თამაში ფანტასტიკურად ვითამაშეთ და ამით ძალიან გახარებული ვართ. ბოლო კლასიკოებს თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ბალანსი აღდგენილია, მატჩები უმთავრესად ფრით სრულდება, ერთხელ ჩვენ მოვუგეთ მეტოქეს (თასის ფინალში) და ერთხელ მათ (დღეს), აქ , რა თქმა უნდა, იმ მატჩებს არ აღვნიშნავ, რომელთაც ეს თავიანთი უსამართლო ხასიათით არ დაიმსახურეს".

თამაშის შემდეგ მწვავე გამონათქვამების უფლებას თავს ფეხბურთელებმაც მისცეს. ამ შემთხვევაში უფრო "ბარსას" მოთამაშეები აქტიურობდნენ. მაგალითისთვის, ჩავიმ მარსელოს ბრალად დასდო, რომ ბრაზილიელს განზრახ სურდა სესკ ფაბრეგასის დამტვრევა, ხოლო ჟერარდ პიკემ აღნიშნა, რომ ჟოზე მოურინიო ესპანურ ფეხბურთს ანგრევსო. სხვათა შორის, მოვლენებს ყველაზე წყნარად სესკი შეხვდა, დებიუტანტმა აღნიშნა, რომ ეს ფეხბურთია და, როცა ასეთი დონის გუნდები ტიტულისთვის იბრძვიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს ფეხბურთისთვის დამახასიათებელია და საგანგაშო სულაც არაა. მაინც რას ნიშნავს, რომ ფაბრეგასმა პრემიერლიგაში ინგლისური წრთობა გამოიარა...

მატჩის შემდეგ გაირკვა ალექსის სანჩესის უთამაშებლობის მიზეზი - მას მოთელვაზე ტრავმა მიუღია და ახლა 1 კვირა დასვენება მოუწევს. მოკლედ, პირველი ტური რომ არ ჩაშლილიყო, ჩილელს "მალაგასთან" მატჩის გამოტოვება მოუწევდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...