კვირის ფრაზები, მატჩი და გმირები
ლონდონის „არსენალის“ ექს-კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი ტრანსფერი მშობლიური კატალონიის „ბარსელონაში“ და ასევე „მეთოფეთა“ ფანებს ბოდიშიც მოუხადა.

ესპანელი ნახევარმცველი „სქაი სპორტსთან“ ინტერვიუში აცხადებს: „ვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ არ გითხარით არაფერი ჩემი „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებით - „არსენალმა“ ამიკრძალა ამ თემაზე საუბარი, მე თქვენთვის მინდოდა კიდეც მეთქვა ეს, ფანებო, მაგრამ... თქვენთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მქონდა და ვწუხვარ, ასე რომ მოხდა. მე მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია ამ ბრწყინვალე გუნდის ბრწყინვალე ფანებისთვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს. მე კლუბის წარმატებისთვის თავს ვდებდი, ეს ყველამ იცის - ახლა კი ეს წარსულის კუთვნილებაა. აქედან წასვლა ძალიან გამიჭირდა - აქ სამი ცხოვრება გავატარე“.

ინგლისი ძალიან მოეწონებაო

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ჰოლანდიელი ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე უესლი სნეიდერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სათამაშო სქემაში მშვენივრად ჩაჯდება. „რა თქმა უნდა, სნეიდერს ინგლისში თამაში ძალიან სურს. ეს ევროპაში ყველაზე მაგარი ჩემპიონატია და დარწმუნებული ვარ, მას აქაურობა ძალიან მოეწონება, - ამბობს ვან დერ ვაარტი - უესლი ჩემი ახლო მეგობარია, ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვეხმიანებით, ასე რომ, მან კარგად უწყის პრემიერლიგის შესახებ. ვფიქრობ, სნეიდერი „იუნაიტედს“ საკმაოდ კარგად შეეწყობა“.

კუნ, დაეწიე რომარიოს!

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი თვლის, რომ სერხიო აგუეროს შეუძლია იმდენივე გოლის გატანა, რამდენიც ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რომარიომ შეაგდო მეტოქეთა კარში - ანუ 1000 გოლის. სენიორ მანჩინიმ „დეილი მეილთან“ ინტერვიუში განაცხადა: „აგუეროს რომარიოს თამაშის სტილს ცოტატი მაინც ვამსგავსებ. ის 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ არის და როცა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ძალა იქნება? მე მწამს, რომ აგუერო რომარიოს დაეწევა გატანილ გოლებში“.

კვირის მატჩი - ბარსელონა-რეალი

ეს, რასაკვირველია, კვირის მატჩია. მაყურებელმა ძალიან დაძაბული, საინტერესო მატჩი იხილა და პლუს ამას, ხუთი გატანილი გოლი. ამ მატჩის უდავო გმირი კი ლიონელ მესია, რომელზედაც ქვემოთ გესაუბრებით.

კვირის გმირი - ლიონელ მესი

არგენტინელმა ვარსკვლავბიჭუნამ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში, სადაც კატალონიის „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ სძლია 3:2, მან ორი გოლი ხომ გაიტანა და ზედ ანდრეს ინიესტას დააყოლა შესანიშნავი საგოლე გადაცემა. მთლიანად მატჩში ჩვეულ დრიბლინგებს ვერ ახორციელებდა მესი, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში "გამხეცდა" და, აი, შედეგიც!

კვირის ანტიგმირი - დავიდ დე ხეა

მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ედვინ ვან დერ სარის შემცვლელის ძებნა დაიწყო და დავიდ დე ხეა შეიძინა (მადრიდის ატლეტიკოდან 20 მილიონ ფუნტ სტერლინგად). ცოტა არ იყოს, ჯერჯერობით წყალში გადაყრილია ეს ფული. „ქომუნითი შილდზეც“ და პრემიერლიგის პირველ ტურშიც დე ხეამ უხეში შეცდომები დაუშვა, რის გამოც ჩვენ კვირის ანტიგმირად მივიჩნიეთ.

გიორგი ფულარიანი

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა