თეო უოლკოტი „არსენალის“ კრიზისიდან გამოყვანისთვის თავდაუზოგავ ბრძოლას კისრულობს, ოღონდ ამისათვის მწვრთნელს თავდასხმაში გადაყვანას, შემოქმედებით თავისუფლებას სთხოვს
თეო უოლკოტი „არსენალის“ კრიზისიდან გამოყვანისთვის თავდაუზოგავ ბრძოლას კისრულობს, ოღონდ ამისათვის მწვრთნელს თავდასხმაში გადაყვანას, შემოქმედებით თავისუფლებას სთხოვს.

22 წლის ფეხბურთელი „მეთოფეთა“ გუნდში სულ ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობს - ჰაფბეკია, მაგრამ ახლა არსენ ვენგერს ოდინდელი დანაპირების შესრულებას სთხოვს: 2005 წელს, როდესაც ფრანგმა სპეციალისტმა ის „საუთჰემპტონისგან“ იყიდა, 16 წლის ბიჭს მომავალი ცოტა სხვანაირად დაუხატა.

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, „უდინეზეს“ კარში ერთადერთი გოლის ავტორმა ძველი ამბავი გაიხსენა: „არ დავმალავ, დაე, ყველამ იცოდეს, რომ თავდასხმაში მინდა თამაში. უკვე ექვსი წელიწადია რაც „არსენალში“ გადმოვედი და მწვრთნელს ჯერ არ აუსრულებია დაპირება, რომ მოედნის შუაში გადამიყვანს. თუ გამიმართლებს და გოლებს კიდევ გავიტან, იქნებ მართლაც შემიცვალონ ამპლუა. სწორედ გამიგეთ, არანაირ ულტიმატუმს არ ვაყენებ, მაგრამ მინდა ბოსს ხმა მივაწვდინო და ვუთხრა, რომ თავდასხმაში თამაში უფრო მეხერხება. იქნებ დაფიქრდეს ამაზე“.

თუმცა, უოლკოტმა კარგად იცის, რომ მარტო „არსენალის“ პრობლემებს ვერ მოერევა და ამიტომაც ემუდარება ვენგერს ახალი ფეხბურთელების დამატებას. ბოლოს და ბოლოს ის ახალგაზრდობის მიუხედავად გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. უოლკოტმა ნახა, რომ კლუბი ერთ ზაფხულში დატოვეს სესკ ფაბრეგასმა, გაელ კლიშიმ, დენილსონმა, ემანუელ ებუემ და, ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ სამირ ნასრიმაც. აშკარაა, რომ ამ დანაკლისს რამენაირად შევსება სჭირდება.

„რასაკვირველია, ფეხბურთელები გაოცებულები ვართ და გვაინტერესებს, რა მოხდება. არ გვინდა ჩვენი თამაშის ხარისხი დაეცეს და გუნდი სულ ცუდად და ცუდად გამოვიდეს. იმ დღეს, ნიუკასლთან თამაშის წინ, ბიჭები სადილად რომ დავსხედით სუფრასთან ყველაზე ასაკოვანი მე ვიყავი, არადა ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ. ეს საშიში მდგომარეობაა. წარმატებას რომ მიაღწიო, აუცილებელია ახალგაზრდები გამოცდილ მოთამაშეებს შეუზავო, თუმცა მწვრთნელმა იცის რას აკეთებს. წარსულში მას გუნდში მოუყვანია ფეხბურთელები, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდით და გარკვეულა, რომ ისინი დიდი მოთამაშეები არიან. რა ხდება ამჟამად ჩვენს თავს მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გაირკვევა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ვენგერი ახალ ფეხბურთელებს იყიდის. თუკი რამდენიმე საუკეთესო მოთამაშეს ჰყიდი, რასაკვირველია, მათი შემცვლელიც უნდა მოიყვანო“.

თეო უოლკოტი „არსენალის“ ბედზე ძალიან რომ ღელავს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა, როდესაც მან საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვის წინააღმდეგ აიმაღლა ხმა. ამის მიუხედავად, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი, და ფიქრობს, რომ საერთო განწყობის მიუხედავად, „მეთოფეები“ ამ სეზონში ყურებს არ ჩამოყრიან.

1997 წლის შემდეგ „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარეშე ერთი სეზონიც კი არ ჩაუტარებია, ახლა კი ამისი რეალური საშიშროებაა: „უდინეზესთან“ 1:0 გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ოთხშაბათს „მეთოფეებს“ უდინეში დიდი ბრძოლა გადახდებათ თავს. უოლკოტი დასძენს:

„მოწინააღმდეგე ტექნიკურად ძალიან ძლიერი და სწრაფი გუნდია. უდინელებმა, პირველ შეხვედრაში, ნახევარდაცვაში გვაჯობეს. საპასუხოში, რასაკვირველია, უფრო რთული თამაში გველის, რადგან ვიცით, რომ მოწინააღმდეგე მთელი ძალით შემოგვიტევს. თუმცა, ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ. ბოლოს და ბოლოს სამშაბათს ჩვენ მოვიგეთ და თან ისე, რომ გოლი არ გაგვიშვია. თან, ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც იმ დღეს კარგად წარმოაჩინეს თავი და მეტოქისთვის ხიფათს წარმოადგენენ. მაგალითად, კარლ ჯენკინსონი და ემანუელ ფრიმპონგი. კარგია, რომ საპასუხო მატჩში რობინ ვან პერსი დაგვიბრუნდება - მას დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა. მეც ყველა ღონეს ვიხმარ, ყმაწვილებს მხარში რომ ამოვუდგე. ძალიან კარგად ვიცი თუ რა მნიშვნელოვანია ვინმე, შენზე გამოცდილი რომ გეხმარება. „არსენალი“ ყოველთვის ახალგაზრდა გუნდად იყო ცნობილი, მაგრამ თუკი აქამდე ამას ერთგავრი გამართლების სახეც ჰქონდა, ამიერიდან ასე არ იქნება. დროა ჩვენმა გუნდმა ტიტულების მოგება დაიწყოს“.

„ემირეიტ სთედიუმზე“ უოლკოტისა და კომპანიის თამაშს ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელოც ესწრებოდა. ბრიტანული პრესა ამტკიცებს, რომ კაპელო უკმაყოფილო დარჩა უოლკოტის წიგნით, სადაც ფეხბურთელს აღწერილი აქვს იტალიელის რთული ხასიათი და ინციდენტები, რომლებიც ნაკრებში მომხდარა. უოლკოტმა თქვა:

„დღეს წიგნზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ გეტყვით, რომ ფაბიოს უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიხარია „უდინეზესთან“ ჩვენს თამაშსა ჩემს გოლს თვალი ტრიბუნიდან რომ ადევნა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ