მსოფლიოს ჩემპიონატი. U-20. ნახევარფინალები. 29 ივლისი-20 აგვისტო
20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ერთ ენაზე ილაპარაკებენ - 20 აგვისტოს ბოგოტაში ერთმანეთს ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით გაიმარჯვა ნახევარფინალში - ბრაზილიელებმა მეორე ტაიმის მიწურულს ენრიკეს მიერ შესრულებული დუბლით მოუგო მექსიკას. აი, პორტუგალიელებმა კი პირველივე ტაიმში მოუმთავრეს საქმე ფრანგებს, დანილოსა და ნელსონ ოლივეირას გოლებით.

მექსიკელებს პრინციპში ურიგოთ არ უთამაშიათ, ბრწყინვალე თავურით გოლიც კი გაიტანეს პირველ ტაიმში, მაგრამ თანამსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა. ბრაზილიელებმა მექსიკა ბოლო წუთებზეღა გატეხეს, მე-80 წუთზე ენრიკემ მარჯვენა ფლანგიდან ნეგუებას ჩაწოდებულის შემდეგ თავით ითამაშა დასწრებაზე, 4 წუთში კი ახლო მანძილიდან კიდევ ერთხელ გაიტანა (თუმცა ამ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა) ამჯერად მისი ასისტენტობა შეცვლაზე შესულმა დუდუმ ითავა - 2:0.

ფრანგებს კოლუმბიაში ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ ჩაყვანილი, ამიტომაც ბევრი გამარჯვებას მათ უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ პორტუგალიელებმა ჯერ კუთხურიდან მოწოდება გამოიყენეს, დანილომ მაღალ ნახტომში მიწის დახმარებით გაიტანა, შემდეგ კი ფრანგთა კარში პენალტი დაინიშნა და ნელსონ ოლივეირას გატანა არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ გოლკიპერმა კუთხე გამოიცნო. მეორე ტაიმში ფრანგებმა ნამდვილი შტურმი მოაწყვეს, თუმცა უნაყოფოდ. ისინი მექსიკელებს მე-3 ადგილს შეეცილებიან.

ეს ფინალი 1991 წლის შეჯიბრების გამეორება იქნება, ბრაზილიელებს შური აქვთ საძიებელეი, რადგან ზუსტად 20 წლის წინათ ფინალში

პორტუგალიამ იმარჯვა, 4:2 პენალტების სერიაში. სხვათა შორის, იმ თამაშს "ესტადიუ და ლუჟზე" მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა დაესწრო - 127 ათასი ადამიანი. პენალტების სერიაში მაშინ მასპინძელთაგან გოლები ჟორჟე კოშტამ, ლუიშ ფიგუმ, პაულო ტორესმა და რუი კოშტამ გაიტანეს, დამარცხებულGთაგან კი - რამონმა და ანდრეიმ, ელბერმა და მარკინიოსმა კი ააცილეს.

პორტუგალია-საფრანგეთი 2:0

გოლები: 1:0 დანილო (9), 2:0 ოლივეირა (40-პენ)

ბრაზილია-მექსიკა 2:0

გოლები: 1:0 ენრიკე (80), 2:0 ენრიკე (84)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა