სათხილამურო რბოლაში ავსტრიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ვალტერ მაიერს აკრძალული პრეპარატების გავრცელებისთვის 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სათხილამურო რბოლაში ავსტრიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვალტერ მაიერი დამნაშავედ სცნეს აკრძალული პრეპარატების გავრცელებაში და 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ ვადიდან სამ თვეს მაიერი ციხეში გაატარებს, დანარჩენი 12 თვე კი პირობითი სასჯელი გახლავთ. ეს ინფორმაცია სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2005-09 წლებში მაიერი სპორტსმენებს ერითროპოეტინითა და სხვა აკრძალული პრეპარატებით ამარაგებდა. თუმცა არაფერი თქმულა იმის შესახებ, ვინ იღებდა მწვრთნელის მიწოდებულ დოპინგს.

54 წლის მაიერმა უკვე გაატარა საპყრობილეში 37 დღე (სანამ გამოძიება მიდიოდა), ასე რომ, პატიმრობის ვადა დაახლოებით შვიდ კვირაში ამოიწურება. "როიტერის" ცნობით, მწვრთნელის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაციის შეტანას აპირებენ.

1994-2006 წლებში მაიერი სხვადასხვა პოსტს იკავებდა ავსტრიის სათხილამურო სპორტის ფედერაციაში, მათ შორის, იყო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

2003 წელს მაიერს სპორტსმენებისთვის სისხლის გადასხმის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ავსტრიელს 2006 წელს ტურინისა და 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის თამაშებზე დასწრება აუკრძალა. მაგრამ მწვრთნელმა აკრძალვა არ გაითვალისწინა და ტურინში კერძო პირის სტატუსით ჩავიდა.

მაშინ ავსტრიის ნაკრებში სერიოზული დოპინგ-სკანდალი მოხდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ ამაში გარეული სწორედ მაიერი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა