საქართველოს თასის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა, რომელმაც თბილისი არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში 83:76 დაამარცხა ტიტულის მოქმედი მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თსუ-მ თასი შარშან, აპრილში ასწია, როცა ფინალურ მატჩში ნახევარფინალიდან ქუთაისელთა გამგდები გორის “ივერიონი” დაამარცხა. უნივერსიტეტელები ტიტულის შენარჩუნებას დიდად ეშურებოდნენ და ფინალურ მატჩში ქუთაისელებს დიდი ბრძოლაც გაუმართეს.

თსუ-ს აკლდა ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი, ალექსანდრე ფევაძე, რომელმაც 12 აპრილს, გურჯაანთან მატჩში ტრავმა მიიღო. ქუთაისი სრული შემადგენლობით იყო და ამის გათვალისწინებით ფავორიტის სტატუსი ოდნავ იმერული კლუბისკენ იხრებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა და საბრძოლოდ შემართულმა თსუ-ელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, თითქმის მთელი 3 პერიოდი ქუთაისელებს ამარცხებდნენ და ძალები ბოლო პერიოდში არ ეყოთ.

ეს იყო უფრო ტაქტიკური დაპირისპირება. მეტი ყურადღება დაცვაზე, რაც სიხისტის კვალს ატყობდა თამაშის მსვლელობას. ქუთაისელები ბოლო პერიოდამდე უმეტესად მდევრის როლში იყვნენ, თსუ-ს მოთამაშეები საშემსრულებლო ოსტატობით იხვეჭდნენ ქულებს და პერიოდულად ცდილობდნენ ფარქვეშ ბურთი გიგანტი კარსონ ბაშამისთვის მიეწოდებინათ. ბაშამს ფარქვეშ მედგრად ეპაექრებოდა აკაკი დვალიშვილი, რომელსაც გიორგი კორსანტიაც ენაცვლებოდა. ერთიანი ძალებით პირველ ნახევარში აქტიური კარსონი ქუთაისელებმა გააჩერეს, თუმცა მხოლოდ ეს ხომ არ იყო.

მთავარი ამბები ბოლო პერიოდის დაწყებისას მოხდა. ქუთაისელებმა მესამე პერიოდის მიწურულს გიორგი ოჩხიკიძის შედეგიანობით მოახერხეს 2 ქულით დაწინაურება და ბოლო ტაიმთშორის შესვენებაზე 63:61 დაფიქსირდა. ქუთაისმა ეს შეხვედრა მოიგო ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში, რომელშიც დაცვაში უძლიერესად ითამაშა, რასაც მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში მანამდეც ეშურებოდა, მაგრამ მოთამაშეებს გეგმის შესრულება უჭირდათ. მართალია თავად მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, თუმცა თსუ-ს აღნიშნულ 5-წუთეულში ერთიც არ ჩააგდებინა. მართალია, მთელი 5 წუთი წინ იყო, თუმცა ქუთაისმა გაუვალი დაცვით აჩვენა, რომ საბოლოოდ ალღო აუღო თსუ-ს ლიდერების ფანდებსა და განზრახვებს.

ქუთაისის საჯარიმო საიმედოდ იყო დაცული და პერიმეტრიდან თსუ-მ ვერ ჩააგდო (ისევ და ისე მჭიდრო მეურვეობის გამო). მეფარე ვილი ისიანი პერიმეტრზე ავიდა და პირველი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ვითარება ოდნავ დაძაბა (თსუ-ს ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა), თუმცა მეორე სამიანი აუცდა, ქუთაისელთა გამთამაშებელმა გიორგი ოჩხიკიძემ კი მიჯრით 5 ქულა მიითვალა, რითაც თსუ საბოლოოდ გატყდა და ბოლო წუთი უნივერსიტეტელებმა ინერციით ბრძოლაში გალიეს.

ქუთაისელებმა საქართველოს თასი მე-5-ედ მოიგეს, რაც ქართულ კალათბურთში საუკეთესო შედეგია. თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ოჩხიკიძე დასახელდა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა დააჯილდოვა. ქუთაისის გუნდის წევრებმა ტიტულის მოგების აღსანიშნავად მედლები მიიღეს, ხოლო საქართველოს თასი გამარჯვებულთა კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა გადასცა.

GBF.GE

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"
ალონსო თანახმაა - "რეალის" ყოფილი დამრიგებელი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ახლა უკვე თანახმაა - რანიერის იტალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" "რიო ავეს" მოუგო
"ნაპოლი" სახლში "ბოლონიასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-3 დინამო (თბ). მათე ბიჭის ახალი სუნთქვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-0 გაგრა. შეწყვეტილი მოუგებელი სერია და გზა ფსკერისკენ
უკრაინის ნაკრების მწვრთნელს წინამორბედებზე ნაკლებ ხელფასს გადაუხდიან
[PHOTO/VIDEO] "მიდი, წინ" - როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მიერ "რეალის" დამარცხება
WU16 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
The Athletic: მადრიდის "რეალი" იძულებულია ფეხბურთელები გაყიდოს
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] ვემბანიამა არასპორტული ქმედების გამო გააძევეს - "მინესოტამ" "სან ანტონიო" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-1 სამგურალი. კუთხურების ფასი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ეს შეცდომა იქნება" - ფიგუ მოურინიოს "რეალში" დაბრუნების წინააღმდეგია