საფრანგეთის ელიტური დივიზიონების გუნდების კვალდაკვალ საკონტროლო შეხვედრების გამართვა დაიწყეს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე ქართველ მორაგეთა გუნდებმა...

საფრანგეთის ელიტური დივიზიონების გუნდების კვალდაკვალ საკონტროლო შეხვედრების გამართვა დაიწყეს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე ქართველ მორაგეთა გუნდებმა. ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" ელიტურ, მეორე დივიზიონში აღზევებულ "კარკასონს" უმასპინძლა და 9:7 დაამარცხა.

მალაღურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 62-ე წუთზე ერთი საჯარიმო გაიტანა, რითაც ლანგედოკელებს გამარჯვება მოუტანა. მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. "ბეზიეს" ახალწვეულ ენდრიუ მერთენსს არ უთამაშია.

ფედერალ 1 დივიზიონში წლეულს გადაბარგებულ "ფიჟაკს", სადაც აქამდე სამი ქართველი მერაბ კვირიკაშვილი, ბადრი ურჯუკაშვილი და ლევან დათუნაშვილი ირიცხებოდა, კიდევ ორი ჩვენებური დაემატა. გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს პირველხაზელმა დავით ბალანჩივაძემ და შუამარბმა რეზო გიგაურმა.

ფიჟაკელები ხვალ პირველ საკონტროლო მატჩს გამართავენ მეორედივიზიონელ "ორიაკთან". აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი "ორიაკის" საკუთრებაა და "ფიჟაკში" ათი თვითაა განათხოვრებული.

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა