ცინცინატის მასტერსის მეორე წრეში დიდ ინტერესს იწვევდა ესპანელი რაფაელ ნადალისა და ბრიტანელი ენდი მიურეის მატჩები
ცინცინატის მასტერსის მეორე წრეში დიდ ინტერესს იწვევდა ესპანელი რაფაელ ნადალისა და ბრიტანელი ენდი მიურეის მატჩები. ეს ინტერესი იმით იყო გამოწვეული, რომ ორივემ გასულ კვირას მონრეალის მასტერსზე სასტარტო შეხვედრები წააგო და მათი მომზადების დონის შესახებ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა.

გახსოვთ, ალბათ, ნადალმა კანადაში ხორვატ ივან დოდიგთან წააგო თითქმის მოგებული შეხვედრა. მაშინ ესპანელი გადამწყვეტ სეტს 3:0-ს იგებდა, ხოლო 5:3-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ მაინც სენსაციურად დამარცხდა. ამჯერად რაფას ფრანგს ჟულიან ბენეტოსთანაც ჰქონდა ანალოგიური მომენტი. პირველი სეტის მოგების შემდეგ, ესპანელი მეორეში 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკის საშუალება მისცა. ნადალისთვის საბედნიეროდ, ის დროზე მოეგო გონს, ისევ მოიგო ფრანგის გეიმი და შემდეგ 6:5-ზე პირველივე მატჩბოლი ეისით გარდასახა გადამწყვეტ ქულაში - 6:4, 7:5.

"ის თამაში, რომელიც მონრეალში ჩავატარე, დღემდე არ ამომდის თავიდან. რაღაც ამდაგვარი დღესაც მოხდა, როცა 5:4-ზე მატჩზე ვაწვდიდი. სხვა მხრივ, კმაყოფილი ვარ. ვეცდები, რაც შეიძლება შორს გავიდე სატურნირო ბადეში.

ბენეტოს წინააღმდეგ კარგად ვაწვდიდი, თითქმის ყველა ფორჰენდი მიზანს აღწევდა. ბევრი რამ გამომდიოდა, მაგრამ ყველაფერი არა. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვარ, თუმცა მეტი პრაქტიკა მჭირდება. ჩემთვის ახლა ეს არის მთავარი", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.

სხვათა შორის ნადალი და ბენეტო ცინცინატიში შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს და ესპანელს მაშინაც გაუჭირდა - რაფამ მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე მატჩბოლი მოიგერია და საბოლოოდ მოუგო ფრანგს.

ნადალის შემდეგი მეტოქე მისივე თანამემამულე ფერნანდო ვერდასკო იქნება, რომელიც რაფას 13-დან 13 შეხვედრაში ჰყავს დამარცხებული.

ენდი მიურეის გაცილებით სერიოზული მეტოქე ჰყავდა არგენტინელი დავიდ ნალბანდიანის სახით, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ყოფილი მესამე ნომერი ჯერ ვერ ახერხებს ოპტიმალური სპორტული ფორმის დაბრუნებას.

პირველ სეტში სამხრეთამერიკელი კარგა ხანი ინარჩუნებდა ერთბრეიკიან უპირატესობას, მაგრამ პარტიის ბოლოსკენ ბრიტანელმა მოუმატა და მეტოქის ორი გეიმის აღებით ტაი-ბრეიკამდეც არ მიიყვანა საქმე. მეორე სეტში კი ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო - ნალბადიანი ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს და მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო - 6:4, 6:1 ენდის სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, მერვედფინალში არ შედგება მიურეისა და ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვედრა. ფრანგმა ხელის ტრავმის გამო უარი თქვა წყვილებში თამაშზე, ერთეულებში კი პატივი სცა მაყურებელს და ამერიკელი ალექს ბოგომოლოვის წინააღმდეგ სათამაშოდ გავიდა, მაგრამ ორ სეტში ისე წააგო, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მოუპოვებია.

28 წლის ამერიკელს კარიერაში საუკეთესო მომენტი უდგას - რეიტინგში მისთვის სარეკორდო 50-ე ადგილზეა, ცოტა ხნის წინ კი ლოს ანჯელესის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა. საინტერესოა ერთი მომენტი: წლის დასაწყისში ბოგომოლოვმა კარიერაში პირველად დაამარცხა ტოპ-ათეულის წევრი და ეს სწორედ მიურეი გახლდათ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამჯერად ბრიტანელი რევანშის აღებას.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მორიგი შეხვედრა მოიგო და პირველი ნაბიჯი გადადგა სეზონში მეათე ტიტულისკენ. სერბი თითქმის უპრობლემოდ გაუსწორდა 19 წლის ამერიკელ რაიან ჰარისონს. ნოლეს მხოლოდ შეხვედრის სტარტზე ჰქონდა სირთულეები, როცა ორჯერ (!) წააგო საკუთარი მოწოდება, სამაგიეროდ, თავად სამი ბრეიკი გააკეთა და 5:2 დაწინაურდა, რის შემდეგაც მეოთხედ აიღო მასპინელი ჩოგბურთელის გეიმი, რამაც სეტში გამარჯვება მოუტანა.

მეორე სეტის დასაწყისში ჯოკოვიჩმა პირველი ათი გათამაშებიდან რვა თავის სასარგებლოდ დაასრულა და ამან ბრეიკით წინ გასვლის საშუალება მისცა. ამის შემდეგ სერბს საკუთარ მოწოდებაზე პრობლემა აღარ შექმნია და საბოლოოდ, საათსა და 17 წუთში მოიპოვა მერვედფინალის საგზური - 6:2, 6:3.

"მატჩი ცუდად დავიწყე და საერთოდ ცუდად ვთამაშობდი მოწოდებაზე. სხვა მხრივ, შეხვედრა ნორმალურად ჩატარდა. უკანა ხაზზე ცოტა შეცდომა დავუშვი, სასტარტო მატჩისთვის კარგად ვთამაშობდი მიღებაზე. აქ ცოტა სხვა პირობებია, ვიდრე მონრეალში. ბურთი უფრო სწრაფად მიფრინავს და რთულია თამაშის კონტროლი", - ასე შეაფასა თავისი თამაში მსოფლიოს პირველმა ნომერმა.

შემდეგ მატჩში ჯოკო რადეკ შტეპანეკს ეთამაშება, ვისთანაც ექვსიდან ხუთი შეხვედრა აქვს მოგებული.

1/16 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:2, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ჟულიან ბენეტო (საფ) 6:4, 7:5; მარდი ფიში (აშშ, 7)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:0, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 4:6, 6:1, 7:5; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 6:4, 6:1; ჟილ სიმონი (საფ, 10)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 6:7(3), 6:2, 6:3; ალექს ბოგომოლოვი (აშშ)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 15) 6:3, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 6)-ივან დოდიგი (ხორ) 4:6, 6:3, 4:0 დოდიგის უარი; რიშარ გასკე (საფ, 12)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 7:6(4), 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:4, 6:4; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:3, 7:6(2); ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:1, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 9)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:3, 5:7, 7:6(2).

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-შტეპანეკი; კოლშრაიბერი-მონფილსი (6); ფედერერი (3)-ბლეიკი; ალმაგრო (9)-ბერდიხი (8); ფერერი (5)-სიმონი (10); ბოგომოლოვი-მიურეი (4); ფიში (7)-გასკე (12); ვერდასკო-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა