"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის დასკვნითი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება და გადაადგილება განახორციელა.

მესამე რაუნდში ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 18 აპრილს, ჩვენი დროით 15:15 საათზე ირლანდიელ თანატოლებს ერკინებიან, რომელიც პირველ ტურში უელსთა 24:32 დამარცხდა, მეორეში კი შოტლანდიას 38:21 სძლია.

სრულად შეიცვალა ღერძი და პირველი წუთებიდან მოედანზე გიორგი ხონელიძე და გიორგი გაბუნია გავლენ, ხოლო ცენტრში თამაშს გიორგი კეკელია იწყებს. დამწყებთა შორის ბრუნდება ფრთა ივა კვირიაშვილი. სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრმა დათა ახვლედიანმა, რომელიც გუნდს უკაპიტნებს, ფრთა დავით არობელიძემ და ფულბეკმა ლუკა ჭაკუამ.

უელსთან მატჩის შემდეგ უცვლელია შერკინების პირველი ხაზი - ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ლუკა წიკლაური და გიორგი ბერძენიშვილი. სრულად შეიცვალა მეორე ხაზი, სადაც მესამე ხაზიდან გიორგი არძენაძემ გადაინაცვლა, ტრავმირებული დავით ბარამია კი ნიკოლოზ ჩხორთოლია, შეცვალა. ფლანკერის პოზიციიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა გიორგი ზაზაძემ და სასტარტოში დაწინაურდა იოსებ ღვინჯილია. ტრავმირებული შოთა გვრიტიშვილის ნაცვლად თამაშს იწყებს ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილი და ამჟამად ქუთაისის ‘აიას’ მოთამაშე ზაზა ლეჟავა, რომელიც გუნდს 3 დღის წინ შეუერთდა. მარქაფაშია "ლელოს" მორაგბე საბა გიორგიძე, რომელიც საფრანგეთში ასევე 3 დღის წინ ჩავიდა.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. III რაუნდი

18 აპრილი. ვიში (საფრანგეთი). 15:15 საათი (საქ. დრო)

საქართველო - ირლანდია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო, კაპ.), 12. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 11. ივა კვირიაშვილი (ლელო), 10. გიორგი გაბუნია (ლელო), 9. გიორგი ხონელიძე (ლელო);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი),6. ზაზა ლეჟავა (აია), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 17. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 24. ლუკა ტაბატაძე (არმია), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. საბა გიორგიძე (ლელო).

Rugby.ge

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო 90 წუთი - "იუვენტუსმა" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია "უდინეზესთან" დაასრულა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
[VIDEO] დიდი შერიგება და სიყვარული - ვინისიუსის და ვირჯინიას ამ კადრებს 10 მილიონზე მეტი მოწონება აქვს
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
შენგელიას 11 ქულა და "ბარსას" მე-4 გამარჯვება ევროლიგაზე