ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის დასკვნით მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდიას სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ თავად 4 მიიღეს და თამაში 21:26 დათმეს.

საფრანგეთის ქალაქ ვიშში გამართულ ფესტივალზე ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა სამი შეხვედრა გამართეს და ხარისხი თამაშიდან თამაშამდე უმჯობესდებოდა, მაგრამ ირლანდიამ ჩვენი შეცდომებით და მოლში მოპოვებული უპირატესობით ისარგებლა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენმა მორაგბეებმა ამ 9 დღის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს, რაც მათ და ქართულ რაგბს მომავალში აუცილებლად წაადგება.

ისე, როგორც იტალიასთან (24:37) და უელსთან (10:17), ჩვენმა ბიჭებმა ირლანდიასთანაც ბოლომდე იბრძოლეს და ხელდახელ შეტევებით მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნეს. ორი ლამაზი ლელო სწორედ ხელდახელ შეტევებს მოყვა, ერთხელ კი მიზანს მოლით ვუწიეთ, თუმცა ორჯერ მეტი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, რამაც საბოლოო შედეგი განაპირობა.

მატჩის დებიუტში ორჯერ დავჯარიმდით, რამაც ირლანდიელებს 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლის აგორების და ლელოთი დაწინაურების შესაძლებლობა მისცა. საწყისი წუთების შემდეგ ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, ახლა ირლანდია დაჯარიმდა, დასარტყმელი პოზიციიდან ოვალი დერეფანში გადავიტანეთ და ფორვარადებით შევუტიეთ, მაგრამ კონტაქტისას ბურთი დავკარგეთ.

მოედანზე კარგი სანახაობრივი თამაში გაჩაღდა და საქართველომ მეტოქის წნეხში მოქცევა მოახერხა. ხშირად ვიყენებდით ფრთებს, ივა კვირიაშვილს და დავით არობელიძეს ბურთი კარგად მიქონდათ და 23-ე წუთზე წინაც გავედით. გიორგი ხონელიძემ შეტევის მიმართულება შეცვალა, გიორგი გაბუნიას გადაცემის შემდეგ ხონელიძემ ზედ კიდის ხაზთან შესანიშნავად ითამაშა, ბურთი ცალი ხელით იოსებ ღვინჯილიას გადმოუგო და მანაც ალამთან ლელო აკრობატულ ნახტომში გაიტანა, ლუკა ჭაკუამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა შეასრულა.

ამას მეტოქის გააქტიურება მოყვა და 27-ე წუთამდე თავს კარგად ვიცავდით, მერე კი ნიკოლოზ ჩხორთოლია სინბინით დაისაჯა და კაცნაკლული დავრჩით. ამით კარგად ისარგებლა ირლანდიამ და დაახლოებით 12-მეტრიანი მოლის შემდეგ 5-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. ტაიმის მიწურულს კაცნაკლულებმა ხელდახელ კიდევ ერთხელ შევუტიეთ და დაახლოებით 50 მეტრით წინ წავიწიეთ, ფაზებიც ავკინძეთ და ლელომდეც ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ ბურთი წინ დაგვივარდა 7:12.

მეორე ტაიმიც საქართველოს შეტევებით დაიწყო, თუმცა ირლანდიამ თავი კარგად დაიცვა, ჩვენს ნახევარზე დაშვებული შეცდომის შემდეგ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და მესამე ლელო გაიტანა. პასუხად ორჯერ შევედით მათ 5-მეტრიანში და მოლით და ფორვარდებით ვცადეთ ლელოს გატანა, მაგრამ ორივეჯერ დავჯარიმდით. 53-ე წუთზე მეტოქემ კარის წინ მარტივად გაგვიჭრა ხაზი და 19 ქულით ჩამოვრჩით.

ამის მიუხედავად ჩვენი გუნდი არ გატყდა, ბოლომდე იბრძოლა, მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარა და 63-ე წუთზე მოლის შემდეგ ლელო სანდრო გამყრელიძემ გაიტანა, ჭაკუამ კი გარდასახა. 66-ე წუთზე ირლანდიელთა 22-ში თამაში დათა ახვლედიანმა გაამწვავა, რასაც ფორვარდების მიძალებები მოყვა და ძელებს შუა ლელოშიც შევედით, მაგრამ დამიწება არ შედგა. 68-ე წუთზე მესამე ლელო მაინც გავიდა. მარცხენა ფრთაზე, ზედ კიდის ხაზთან ლუკა ტაბატაძე ორ მბოჭავს გასცდა და ლამაზი ლელო გაიტანა, ჭაკუამ კი ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა, რითაც სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა და ბოლო შეტევით თამაშის მოგების შანსი დაგვიტოვა. მაგრამ ჩვენი 22-დან დაწყებული ხელდახელ შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, ირლანდიამ თავის დაცვა მოახერხა და 26:21 გაიმარჯვა.

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი. III რაუნდი

18 აპრილი. ვიში (საფრანგეთი).

საქართველო - ირლანდია 21:26 (7:12)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა (ფოთი), 14. დავით არობელიძე (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო, კაპ.), 12. გიორგი კეკელია (ლოკომოტივი), 11. ივა კვირიაშვილი (ლელო), 10. გიორგი გაბუნია (ლელო), 9. გიორგი ხონელიძე (ლელო);

შერკინება: 1. ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), 2. ლუკა წიკლაური (ხვამლი), 3. გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), 4. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი),6. ზაზა ლეჟავა (აია), 7. იოსებ ღვინჯილია (ლელო), 8. გიორგი ზაზაძე (ხარები).

მარქაფა: 16. სანდრო გამყრელიძე (აკადემია), 17. გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. დავით ხურციძე (ლელო), 19. მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), 20. ანდრია ბილანიშვილი (ინგლისი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერი, ინგლისი), 24. ლუკა ტაბატაძე (არმია), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. საბა გიორგიძე (ლელო).

3 ლელო: ღვინჯილია, გამყრელიძე, ტაბატაძე

3 გარდასახვა: ჭაკუა

Rugby.ge

• სოსო

მაგ ასაკში რევერანსებს არავის აკეთებს,პირველ ტაიმში კი,მათი ლელოს შემდეგ,ჩვენც დავდეთ და წინაც გავედით.ტაიმის მოგებაც შეგვეძლო,მომენტები რომ გამოგვეყენებინა.სწორედ ის ნიუანსების ცოდნა დაგვაკლდა,რის გამოც ბურთს ვკარგავდით.წინა წლებში ჩვენი 18 წლამდელები უდიდესი ფიზიკური წნეხის საშუალებით ვაღწევდით ხოლმე შედეგს,6 ერის გუნდებთან და სწორედ ამიტომ ამბობდნენ ჩვენთან შემდგომში თამაშზე უარს.ეს ხომ საფესტივალო ასაკია,სადაც სხეულის ზედა ნაწილში ბოჭვა და შერკინებაში მიწოლაც კი აკრძალულია.ამ ბიჭებს პირველი შეხება ჰქონდათ 6 ერის ქვეყნებთან და მათთან მობილური რაგბის თამაშს რომ ცდილობდნენ,ეგეც დასაფასებელია.კრიტიკა ადვილია,მაგრამ ამ ასაკის ბიჭებისათვის მათი გარჯის,პროგრესის დაფასებაც ძალიან მნიშვნელოვანია.ყოველ მომდევნო თამაშში რომ უკეთესად ვთამაშობდით და საგრძნობლად შევეგუეთ,მათი თამაშის სტილს,ეს ძალიან კარგად ჩანდა.

• სოსოს

ირლანდიელებს მე-60 წუთისთვის საქმე მოლეული ჰქონდათ. ბოლო წუთები აღარ ითამაშეს, რევერანსი გაგვიკეთს!

"ტოლსწორ მეტოქესთან"))) კლავიატურის მეფე ხარ! რაგბი როდის უნდა ისწავლო? ირლანდიელებს მე-60 წუთისთვის საქმე მოლეული ჰქონდათ...

• სოსო

რამდენადაც ვიცი,ეს თამაშები,ჩვენი ნაკრების წევრების უმეტესობისათვის,უცხოურ რაგბისთან პირველი შეხება იყო და თუ თანმიმდევრულად ჩვენი ბიჭების თამაშებს,ერთი მეორის მიყოლებით ვნახავთ,ალბათ გაგვიკვირდება,რა დიდი სხვაობა ხდებოდა მათ თამაშში,ყოველი შემდეგი თამაშის შემდეგ.ირლანდიელებთან თამაშში,ჩვენ უკვე დროის უმეტესობა,შეტევაში გავატარეთ.რამდენჯერმე კიდევ გვქონდა ლელოს დადების შესაძლებლობა,მაგრამ დაცვას ვერ ვარღვევდით,მათ შეტევებს კი,ვერ ვიტყვი,რომ წარმატებით ვუკლავდებოდით.მეტი ასეთი თამაშები გვჭირდება და ძალიან სწრაფად დავიწყებთ გამარჯვებებს.დღეს კი,მაინც ცოდნა დაგვაკლდა.იმ წვრილმანი ნიუანსების ცოდნა,რომელიც ტოლსწორ მეტოქესთან,უპირატესობას გაძლევს და მხოლოდ გამოცდილება გასწავლის.ამ ბიჭებისაგან კარგი ნაკრები გაკეთდება და წარმატებებსაც მიაღწევენ. პ.ს.ყურადღება მიაქციეთ?ჩვენი დამრტყმელები,აუცდენლად ურტყამდნენ კარში,მაშინ როცა მათზე უფროსი ნაკრების დამრტყმელების სიზუსტე,უკეთესის სურვილს ტოვებს.ამ ასაკში,ვფიქრობ ამასაც დიდი დაფასება უნდა,თუმცა აუტებში,უფროსებს უკეთესად გადააქვთ.

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიისთვის 26 მოთამაშე შეირჩა

სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია

ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა

[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა

18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში

"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა

მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს

"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა