<p>იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში "ინტერი" გასვლაზე "ბოლონიასთან" 0:1 დამარცხდა, რის შედეგადაც "ნაპოლისთან" ქულათა სხვაობა უცვლელი, თანაბარი დარჩა. წინა დღით "პარტენოპეიმ" გასვლაზე "მონცას" 1:0 სძლია ახლა ორივე გუნდს ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 71 ქულა აქვს და თუ მათ კალჩოს ბოლო ტურის შემდეგაც თანაბარი ქულები ექნებათ, მაშინ გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება. </p> <p> </p> <p>სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, თუ რა ხდებოდა ნეაპოლის ქუჩებში მას შემდეგ, რაც "ნერიაძურის" თამაშის შედეგი შეიტყვეს. ქალაქი მორიგი სკუდეტოს მოლოდინშია. კვარაცხელიას ყოფილ გუნდს "ინტერზე" გაცილებით ადვილი კალენდარი აქვს თუ "ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატი მართლაც მოიგო, ხვიჩა კვარაცხელია ერთ სეზონში ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება. </p>
SIMONI
აბაა რაღა გვიჭირს-აშენებულა ქვეყანა და ეგ არის...დაიმსახურა კიდეც-ჯერ იყო და ნაპოლიში დაფრინავდა სეზონის პირველ ნახევარში და გუნდი უდიდესი ჰანდიკაპით, ფაქტიურად ჩემპიონი დატოვა, შემდეგ პსჟ-ს უჭირდა ჩემპიონობა და იქ გადაბარგდა სასწრაფოდ,რომ გუნდის ვადამდელი ჩემპიონობა უზრუნველყო და საერთოდ, მე თუ მკითხავთ მარტო კვარას კი არა ზურიკო დავითაშვილსაც უნდა მისცენ იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, რადგანაც ის კვარას უახლოესი მეგობარია და როგორც ამბობენ ნათლი მირონები.
ვახო...
მიუხედავად ინტერის დიდი გულშემატკივრობისა, ნაპოლი არის, ალბათ ერდადერთი ქალაქი, სადაც ყველაზე მეტად უყვართ ფეხბურთი... ამიტომ, პოზიტივი და მეტი არაფელი... არ დაგავიწყდეთ, რომ ხვიჩა, აქ გახდა ვარსკვლავი... ვფიქრობ, რომ ნაპოლი ისარგებლებს ინტერის რთული კალენდრითა და ჩემპიოთა ლიგაზე გამოსვლით და სკუდეტოს მოიგებს...
წყალქვეშა მეხანძრე
მოიცა,ბურთების სხვაობა ან ურთიერთთამაშების ამბავი რატომ არ არის? რა გამოდის,თუ ლიგის ზონის ანუ მეოთხე და მეხუთე ადგილოსნებს თანაბარი ქულები ექნებათ,მაშინაც დამატებითი თამაში დაინიშნება? ტყუილი მგონია ეს ამბავი,რადგან ასე უაზრობას მივიღებთ. რა მნიშვნელი აქვს რითი იქნები წინ,ბურთებით თუ ურთიერთთამაშებით,გრძელი ტურნირის დამახასიათებელი ამბავი არის ეს და სამართლიანიც არის. არავინ არავის უშლის,გაიტანონ ბევრი და გაუშვან ცოტა,ან ურთიერთშეხვედრები მოიგონ და იყვნენ წინ,რა უშლით ვინმე? თუ ინტერი არის ეხლა პირველზე ე.ი. უფრო მეტი გატანილი და ცოტა გაშვებული აქვს ე.ი. ის არის პირველზე,რა საჭიროა გადათამაშება. რაც შეეხება ნაპოლის შანსებს,თავიდანვე ვამბობდი რო კონტე დიდი მწვრთნელია და დემორალიზებულ გუნდს შეკრავდა,ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა და ა.შ. ეს კაცი არის გრძელი ტურნირების მწვრთნელი,იცის როგორ მოიგოს ჩემპიონატები,თან მალევე დაგიდოს შედეგი.შეიძლება სტილი არ აქვს ისეთი რო ეიფორიას იწვევდეს ხალხში,მარა მერე რა? მივიდა და დაშლილი გუნდი ჩემპიონატის მაძიებლად აქცია. ეგეთი რამე არც გვარდიოლას შეუძლია და არც კლოპს,თან იმასაც ვერავინ იტყვის რო დიდი ფული დახარჯა ნაპოლიმ.პირიქით,მთავარი ვარსკვლავი გაუყიდეს შუასეზონში და მაინც შედეგს დებს. სტილის მიუხედავად,კონტე დიდი მწვრთნელია და დასაფასებელია მისი საქმე. დიდი იმედი მაქვს რო გახდება კიდეც ჩემპიონი. ისე არც მთლად ცუდი სტილი აქვს,მისი იუვე კარგი გუნდი იყო და ჩელსიც. ეგრე სიმეონეც ეგეთი ტიპის მწვრთნელია,მარა გამოვიდეს ვინმე და თქვას რო ცუდი მწვრთნელია. როგორ გინდა ეჭიდავო რეალს და ბარსას,მათზე მეტს ვერ დახარჯავ და ვერც შემტევ ფეხბურთში დაჩაგრავ,ამიტომ უნდა მოიფიქრო რაღაც და მოიფიქრა. ასევე არის კონტეც,როგორ გინდა გაუწიო კონკურენცია ჩრდილოელ გიგანტებს,ადგა და დაამძიმა სტილი. რა იუვეში გგონიათ რო ვარსკვლავთცვენა ყავდა? იქაც შეკოწიწებული გუნდი იყო,თავისუფალ აგენტებს იფრომედა იუვე და არც ჩელსიში ყავდა ტოპ ვარსკვლავები. დასაფასებელია მისი საქმე,როგორც ინძაგის მეორე მხარეს. იტალიური ფეხბურთი კრიზისში არის,ესეთი ხალხის გამო უდგას სული ამ ქვეყნის ფეხბურთს. თან ისიც სათქმელია რო იტალიური ფეხბურთის გამოხატულება არის ეს ორი,განსაკუთრებით კონტე. ჩემთვის სასურველი სტილი არ არის ეს,თუმცა ვაფასებ მათ შრომას. მე უფრო შემტევ სტილს ვანიჭებ უპირატესობას,ისეთს სტილის რომელიც კლოპს ქონდა.თავზეხელაღებული ფეხბურთის მოყვარული მწვრთნელები მომწონს ძალიან,იტალიელი ასეთი დეძერბი მახსენდება. ბურთის დაკარგვის და რისკიანი პასების რო არ გეშინია. ენრიკე ან გვარდიოლას ფეხბურთი არ მომწონს,თუმცა დიდი მწვრთნელები არიან ვაღიარებ. მოკლედ,წარმატებას ვუსურვებ ნაპოლის ჩემპიონატში,იმედია რო გადათამაშება არ დასჭირება.
tngh
გაიხარებდნენ... დონ ვინჩენცო და დუდუ!!!
დავით
"ნაპოლის", მითუმეტეს "ინტერის" ამ წაფორხილების შემდეგ, გაცილებით უკეთესი შანსი აქვს საჩემპიონოდ, რადგან დარჩნილი მეტოქეებიც ასკარად სუსტი ყავს და გარდა ამისა "ინტერი" ერთბაშად 3 ფრონტზე იბრძვის. თუ სკუდეტო მოიგეს, ამაში უდიდესი წილი კონტესი იქნება. მიუხედავად ჩემი ანტიპათიისა ამ სტილის მწვრთნელების მიმართ, ფეხბურთის სრულიად უცოდინარი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს თუ რა მაქსიმუმს "აძრობს" კონტე ამ შემადგენლობით! ძალიანაც კარგი, მაშინ ხვიჩა წელს ორი ქვეყნის ჩემპიონი გახდება და დანარჩენი 2 კიდე ცოტა მოგვიანებით იქნება! :) <3
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"რომა" 21 წლის არგენტინელ ფორვარდს იმატებს
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"რომა" უკრაინის ნაკრების თავდამსხმელს გაანათხოვრებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს