სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო. 4 მეოთხედფინალური წყვილიდან 2-მა სერიის პირველი მატჩები გამართა. შეხვედრები გაიმართა გორსა და ქუთაისში, სადაც ამ ქალაქების გუნდებმა საპლეიოფო სერიებში წარმატებული სტარტი აიღეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად და ჯერ გორზე ვთქვათ, სადაც ივერიონმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა. ეს გახლავთ ყველაზე თანაბარი წყვილი, რაც მხოლოდ და მხოლოდ სატურნირო მდგომარეობით განისაზღვრება, თორემ სუპერლიგა ისე თანაბარი გუნდებით არის დაკომპლექტებული, რომელი გუნდი რომელს მოუგებს, რთულად სათქმელია.

ივერიონმა რეგულარული ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა, მარგვეთმა კი – მე-5-ზე და შესაბამისად, ისინი მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სერია 3 მოგებამდეა და რთულია, პროგნოზის გაკეთება, ამ ეტაპზე კი ივერიონი გალიდერდა, რომელმაც სერიის პირველი მატჩი გორში მარგვეთს 89:82 (სტატისტიკა) მოუგო.

სხვაობა 7 ქულაა, რაც ნიშნავს, რომ თამაში მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. ის კი არა, პირველი პერიოდი ზესტაფონელებმა 21:15 მოიგეს, მაგრამ მეორე ათწუთეულში გორელთა დომინაცია აშკარა გახდა. დავით როგავას გაწვრთნილმა შიდაქართლელებმა პერიოდი 31:15 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 6 ქულით აქეთ დაწინაურდნენ. მესამე პერიოდმა ვერაფერი გაარკვია. თანაბარ ბრძოლაში ანგარიში რამდენჯერმე გათანაბრდა, მესამე პერიოდის მიწურულს კი მასპინძლები 5 ქულით დაწინაურდნენ.

ყველაფერი მალევე გაირკვა, ივერიონმა ბოლო ათწუთეული სოლიდური გაქცევით დაიწყო, უკვე 1 წუთი 10 ქულას იგებდა და ამის შემდეგ მარგვეთი ახლოს.

აღარ მიიკარა. დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძლები უკვე 13 ქულას იგებდნენ და თამაშიც გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. ივერიონს რეჯი მესიდორმა ულიდერა, რომელიც სამმაგ დუბლს მიახლოვდა – 25 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა. 17 ქულა და 10 მოხსნა ივანე მეგენეიშვილმა მიითვალა, 14 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. მარგვეთში 32 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო მალიკ მარტინი, 20 ქულა და 9 მოხსნა აკოლ მავეინის ანგარიშზეა.

ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი ისევ გორში, 25 აპრილს გაიმართება.

გამარჯვებით დაიწყო პლეი ოფი სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისმა, რომლის მეტოქეც ასევე რეგიონის გუნდი – ბათუმია. ეს გახლავთ პირველ და მერვე ადგილებზე გასული გუნდების წყვილი და მოედნის უპირატესობა, რა თქმა უნდა, ქუთაისელებს აქვთ, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს.

ივერიონი-მარგვეთის მსგავსად ეს მატჩიც 7-ქულიანი სხვაობით დასრულდა. პირველი პერიოდი აქაც სტუმრებმა, თუმც მინიმალური სხვაობით – 26:25 მოიგეს, მაგრამ მეორედან მასპინძლებმა თამაში დაალაგეს, უპირატესობას დაეპატრპატრონნენ და დიდი შესვენებისთვის გა;იდერდნენ – 60:54. მესამე პერიოდის დაწყებიდან მალევე, მასპინძელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და შეხვედრაც გუნდებმა ერთმანეთთან დაახლოებით ამ დისტანციით გააგრძელეს.

შეხვედრის ბოლომდე ცდილობდა ბათუმი ვითარების შეცვლას, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლო პერიოდში თითქოს დაძაბა კიდეც ვითარება, მაგრამ ქუთაისელთა გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. – 107:100 (სტატისტიკა). მასპინძელთა გამარჯვებაში ლომის წილი ელაია ჯოინერმა დაიდო – 32 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი. 17 ქულა გიორგი სულაბერიძემ დააგროვა, აკაკი დვალიშვილმა კი შეხვედრა 15 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. ბათუმელთაგან 24 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა. 18 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასი ჯექსონ ბრენჩლის ანგარიშზეა.

ქუთაისი მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ბათუმს 25 აპრილს უმასპინძლებს.

მეოთხედფინალური სერიები ხვალ, 24 აპრილს ვსა-გურჯაანისა და თსუ-რაშიც წყვილებშიც დაიწყება.

GBF

თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
როსის ბედი საქართველოსთან შედეგზე გადის - უნგრელებმა შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დაითხოვონ