მოლდოვური ”დაჩიადან” წამოსულ ქართველ ფეხბურთელს რუმინული ”სტიაუას” ვარიანტი აქვს
ლევან კორღალიძეს კიშინიოვის "დაჩიას" დატოვება რომ სურდა, რადგან ბუქარესტის ”სტიაუა" იწვევდა, ეს ”ლელოს" ”ზესტაფონი"-”დაჩიას" სკანდალურ შეხვედრამდე, ივლისში უთხრა. ანუ მანამდე, ვიდრე ”დაჩიას" ხელმძღვანელები და მწვრთნელები ქართველ მოთამაშეებს გადაეკიდებოდნენ.

uefa.com-ის ვერსიით მოლდოვის წინა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, 30 წლის კორღალიძე 13 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ჩემპიონატში მეორე იყო. თან 14 საგოლე გადაცემაც მიითვალა და მისი აღიარება ბუნებრივი იყო - ”დაჩია" ჩემპიონი მისი კარგი თამაშის წყალობითაც გახდა.

გუშინ ლევან კორღალიძეს დავუკავშირდით.

- როგორც შვეიტყვეთ, ”დაჩია" დატოვე.

- ასეა, პრეზიდენტთან შევედი და გათავისუფლების ფურცელი ავიღე.

- "ზესტაფონი"- ”დაჩიას" შემდეგ მოლდოველები ამტკიცებდნენ, ქართველებმა თამაში გაყიდესო.

- ამ სისულელეების არავის სჯერა. აქილევსის მყესი მქონდა დაზიანებული, ბოლო ერთი თვე ვერც ვვარჯიშობ და ამ შეხვედრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ან გამეზარდაშვილს რას ერჩოდნენ? მწვრთნელმა გვერდში ისეთი კაცი დაუყენა, ერთი წელი არ უთამაშია და იმდენჯერ შეცდა, დათო მისი შეცდომების გამოსწორებას ვერ ასწრებდა.

- აბა, გუნდი რატომ დატოვე?

- გამეზარდაშვილის მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალდებების გამო. კლუბის მეპატრონე ადლან შიშხანოვს შეხვედრა ვთხოვე, რადგან დათო ჩემი ჩამოყვანილია. ვუთხარი, წაგებაში მისი დადანაშაულება სირცხვილია, ”დაჩიაში" თამაში კი აღარ მინდა, აქ გამჩერებელი არ ვარ და ან გამათავისფლეთ, ან ფეხბურთს შევეშვები-მეთქი. ჩვენს ლაპარაკს გამეზარდაშვილიც ესწრებოდა.

ეტყობა, ისე ემოციურად ვლაპარაკობდი, გათავისუფლების ფურცელი მოგვცა, არადა, ჩემი გაშვება არ სურდა. გეკითხებით, მე ჩვენს სიმართლეში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, პრეზიდენტს შევხვდებოდით და ასე თამამად ველაპარაკებოდი? გამორიცხულია!

- როგორ დაშორდით ერთმანეთს?

- ნორმალურად, ადამიანურად, მაგრამ იქით გახედვა აღარ მინდა. არ შეიძლება, წაგების გამო ადამიანს ცილი დასწამო. ჩვენი წამოსვლის შემდეგ გულშემატკივრებმა სტადიონზე ბანერი გადმოფინეს, სადაც ჩემი და დათოს მხარდამჭერი ფრაზები ეწერა. სხვათა შორის, ჟურნალისტების მხადრაჭერასაც ვგრძნობდით.

- "ზესტაფონთან" წაგება რა ისეთი პრინციპული იყო, მოლდოვაში ანტიქართული ისტერია რომ გამოიწვია? ეს განწყობა ახალგაზრდული ნაკრებების 10 აგვისტოს მატჩისასაც იგრძნობოდა.

- მოლდოვაში ქართველებს პატივისცემით გვეპყრობიან და მიმაჩნია, რომ ”დაჩიას" მთავარი მწვრთნელის შეცდომების გამო ჩვენი ურთიერთობები არ უნდა გაფუჭდეს. თუმცა მომხდარის ახსნა მეც მიჭირს. სხვათა შორის, მერე დამტკიცდა, გამეზარდაშვილი მართალი რომ იყო, პრეზიდენტი დაუკავშირდა, ეჭვებისთვის მოუბოდიშა და ”დაჩიაში" დაბრუნება სთხოვა. თუმცა დღემდე ვერ გავიგე, ვისგან მოდიოდა ეს ეჭვები. მე წუთიც არ მითამაშია და თურმე ვიღაც ჭორებს ავრცელებდა, კორღალიძემ თამაში გაყიდაო.

- ჩემი აზრით, ”ზესტაფონი" შემდეგ წრეში დამსახურებულად გავიდა. შენი აზრით?

- ზესტაფონში აშკარად გვაჯობეს, მაგრამ კიშინიოვში ცოტაც დაგვაკლდა და გამოვაგდებდით. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ”ზესტაფონი" უფრო იმსახურებდა.

- როგორ არ ვახსენოთ ისიც, რომ "დაჩიამ" კიშინიოვში საეჭვო გოლების წყალობით მოიგო.

- ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, გამეორებისას ჩანდა, რომ პირველი გოლისას ბურთმა კარის ხაზი ერთი მეტრით გადაკვეთა, პენალტიც ასპროცენტიანი იყო. თუმცა მსაჯს ”დაჩიას" მიმართ სიმპათია ეტყობოდა, ამის უარყოფა უაზრობა იქნება.

- კვლავაც ვერ ვარჯიშობ?

- სამწუხაროდ, ერთი თვეა, მოედანს არ გავკარებივარ და ვმკურნალობ. თბილისში ამის გამო ჩამოვედი.

- კარიერის რუმინეთში გაგრძელებას აპირებდი.

- სეზონის დასრულების შემდეგ გითხარით, რომ ბუქარესტის ”სტიაუა" მიწვევდა, კონტრაქტს მთავაზობდა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილი მეგონა, მაგრამ ტრავმირებულს ასეთ გუნდში როგორ ამიყვანდნენ?!

- იგივე პრობლემაა ”დინამოსთანაც"?

- რა თქმა უნდა. მე ესპანელი მწვრთნელი არ მიცნობს და ტრავმირებული რომ მივიდე, თავი როგორ მოვაწონო? ბოლომდე ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა მოლაპარაკება მიმდინარეობს.

- ახლა მეორე რუმინული კლუბი - ”გაზ მეთანი" გიწვევს.

- მოლაპარაკებები მართლაც დავიწყეთ, კონტრაქტის ყველა დეტალიც შევათანხმეთ და ხელშეკრულებას ჩემი ხელმოწერაღა აკლია, მაგრამ ჯერ ტრავმა უნდა მოვიშუშო. ”გაზ მეთანი" მკურნალობის შემდეგ მელოდება, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, წასვლა აღარ მინდა, საქართველოში დარჩენა მირჩევნია.

- ზოგადად, ფეხბურთელები ასე არ ფიქრობენ.

- მეც არ ვფიქრობდი, მაგრამ ჯერაც პატარა ვიყავი, ლატვიაში რომ წავედი და მას შემდეგ, ”ზესტაფონში" გატარებულ სეზონს თუ არ ჩავთვლით, სულ უცხოეთში ვცხოვრობ. დამღალა გამუდმებულმა მომთაბარეობამ. მინდა, ჩემს ქალაქში, ჩემს ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. თუ ძალიან სერიოზული ვარიანტი არ გამოჩნდა, საქართვეელოში ვითამაშებ, თუ არა და, მოვმჯობინდები და ”გაზ მეთანში" გადავალ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"