პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს, ტატამზე 4 ქართველი წარსდგა, მათგან 3-გზის ევროპის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატომ ჯერ უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს აჯობა, შემდეგ ჩეხი იან სვობოდა, ბულგარელი ჰრისტო ვალკოვი და აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა. სამწუხაროდ, ტატო ფინალში ახალგაზრდა რუს ძიუდოისტ ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.

- 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ პირველი წრე დაისვენა, მეორე ეტაპზე კი პოლონელ ალექსანდრა კოვალევსკასთან დამარცხდა.

- 90 კილოგრამში ლუკა მაისურაძემ მონაწილეობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, ჯერ მოლდაველი მიჰაილ ლატისევი, ხოლო შემდეგ ბოსნიელი ტონი მილეტიჩი დაამარცხდა, თუმცა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა, რის გამოც რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის მისასვლელი ორთაბრძოლა ბულგარელ ივაილო ივანოვთან დათმო და ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.

ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა პირველი ეტაპი გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით ფინელი არტურ კანევეტისა და ნორვეგიელი კორნეილიუს ეილერტსენსის ბარიერი გადალახა, თუმცა შემდეგ გამოცდილ სერბთან, ნემანია მაიდოვთან დამატებით დროში დამარცხდა და ასპარეზობა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც ფრანგ ალექსის მატიესთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

შემაზიზღეს ძიუდოს ყურება
თუშიც პირველივე წრეში დამარცხდა თურქთთან. მოკლედ, ვისაც არ ეზარება ყველა სუფთაზე გვიგებს.
aburjga
ჭიდაობაში იქნები თუ ვერ იქნები აგრესიული მარტო შენზე არ არის დამოკიდებული, მეტოქეც ხომ შეიძლება ძლიერი იყოს?! ძლიერია ეს ბიჭი არბუზოვი, ძალიან ძლიერია ფიზიკურად, აზროვნებს კარგად! ახლა, რუსია თუ დაღესტანელი თუ კორეელი ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ფაქტი სახეზეა!

უპასუხისმგებლოდ როცა იქცევი, თავში გაქვს ავარდნილი ტიტულები, არ ემზადები შეჯიბრისათვის სადაც შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, შედეგი ისეთი იქნება როგორიც მოხდა!
გუგა
რამდენი რუსმოყვარული გვყოლია აქ... რა არბუზოცი მოუგებს აწი, თქვენ ხო არ გძმარავთ? ბიჭმა 3 ევროპა, მსოფლიო, ოლიმპიადის ვერცხლი და ლამის ყველაფრრი მოიგო, ახლა ერთი წააგო და დააყარეთ ქოქოლა... კვარაცხელია და.მამარდაც ხო მაგრად მიალანძღეთ და მერე ჩაგაგდებინათ ხმა?... გაფრთხილებით რომ უნდა მოეგო და და რუსს შიდო რო გაუუქმეს ამაზე ერთი კაცის გარდა არავინ არაფერი თქვით.
ჟორა გაბრიჭიძე
ოლიმპიადაზე და მის შემდეგ ვეღარ ვცნობ ტატოს ჭიდაობას, აღარ აქვს აღმაფრენა. ასეთი ჭიდაობით ვერც მსოფლიოზე მოუგებს არბუზოვს, და ოლიმპიადის მოგებაც სათუო გახდება. ჭრიკიშვილივით ოლიმპიადის ოქროს გარეშე ხომ არ დაამთავრებს ტატო კარიერას? ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ამას ძველი ტატოს დაბრუნება დაჭირდება.
ირაკლი აფხაიძე
კრიტიკა გასაგებია, მაგრამ არბუზოვს რომ შიდო გაუუქმეს და მეორე შიდო მხოლოდ ბოლ9სკენ მისცეს არაფერი? იმ კინკილა იუკოს შემდეგ რუსს აღარ უჭიდავია, სულ გარბოდა. ჩასახსნელი იყო შიდოებით. სად გაუუქმეს შიდო დააკვირდით? ამასთან ტატო არასდროს აღარ წააგებს. ესეც მოგებული ჰქონდა.
tngh
ტატოს სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა არბუზოვის სახით... იმედია, შემდეგში ტატოც სერიოზულად შეაფასენს ამ მეტოქეს...
11
პირველი ის რო რას დაემსგავსა საიტი. მეორე ის რო აბა რავიცი, ვერ გავიგე რა იჭიდავა. ხო არ ბერდება?
პაატა
მიმაჩნია რომ გუჯეჯიანმა ტაქტიკურად არასწორად აჭიდავა!!! მაგ არბუზოვს წინა ჭიდაობისას ძლივს მოუგო და ეხლაც იგივე სქემით რატომ აჭიდავა არ მესმის. არ მესმის ეგეთ ძიოდოისტს რატომ უნდა მისცე ამ დონის აგრესიული ჭიდაობის საშუალება?! ზოგადად მომზადების დონეც ვერ გვაქვს ისე როგორც საჭიროა, იმედია მსოფლიოსთვის შევლენ პიკში.
ტუკო რამირესი
რუს ლაწირაკთან როგორ წააგე, ტატო?
ცუდად მოვემზადეთ
ტატოს იმედი მქონდა, მაგრამ აღარც ეს გავდა ძველ ტატოს. ეს რუსი სულ რაღაც 21 წლისაა და ისეთი პირი უჩანს ბევრჯერ დაჩაგრავს ჩვენს არსენას. ილეთი არ გააკეთებინა. თუ არ მოუმატა ტატომ ვარჯიშს, თუ ძველებურად არ იქნება აგრესიული, პირველობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. დამიჯერეთ ეს რუსი კიდევ მოუმატებს მომავალში.
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ - გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს
ნაკრების მზადება ოქტომბრის მატჩებისთვის | ესპანური შეკრების პირველი ვარჯიში
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს