იტალიელმა მწერალმა მაურიციო დე ჯოვანიმ რადიო Napoli Centrale-ს ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ნამდვილ შანტაჟს ჰქონდა ადგილი და ამიტომ კლუბი იძულებული გახდა გაეყიდა:

„კვირას „ნაპოლი“ „ტორინოს“ მასპინძლობს. მეტოქეს სერია A-ში არავითარი მოტივაცია არ გააჩნია, ნეაპოლური გუნდი სახლში თამაშობს და არ მესმის, რატომ მართებს სიფრთხილე. კონტემ სიმართლე თქვა, თუმცა ბოლომდე ვერ დამარწმუნა. კლუბის პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ნორმალური სპორტული ცენტრი არ აქვს. მწვრთნელი სამართლიანად უკმაყოფილოა, რადგან სათანადო სავარჯიშო პირობები არ არსებობს და ფეხბურთელები მოედანზე ტრავმებს იღებენ.

ამას გარდა, „ნაპოლი“ ჩემპიონატზე ერთადერთია, რომელიც იანვარში დასუსტდა. ეს ტოპ-გუნდისთვის დაუშვებელია. კონტეს სკუდეტოს მოგება უნდა, ამისათვის შესაბამისი შემადგენლობა მოითხოვა. ვფიქრობ, სამწლიანი პროექტის უზრუნველსაყოფად დაპირება მიიღო. ამ სიტუაციაში კვარაცხელიას საკითხი საკვანძო იყო, მაგრამ „ნაპოლი“ დააშანტაჟეს და იძულებული გახდა გაესხვისებინა. ის რომ არ წასულიყო, გუნდი ჩემპიონი გახდებოდა. ქართველი იმიტომ წავიდა, რომ მისი კონტრაქტი არ იყო გაგრძელებული. კონტე აღშფოთებულია და მას სრულად ვეთანხმები“.

მუშნი ზარანდია
მეგრელი- მეგრელს: კვარაცხელია- ადამიანი უნდა ეყოს ჯამაჯირს და არა პირიქით
მოცლილი
მაურიციო დი ჯოვანი არის მწერალი მდიდარი ფანტაზიით და ვინ იცის,ახალ კრიმინალურ რომანს გააშანშალებს,სადაც მთავარი მოქმედი ვმირები მამჯკა ჯუღელის და დე ლაურენტისის პროტოგიპები იქნებიან:-) :-) :-). ისე დამაინტერესა,არ წამიკთხია მისი დეტექტივები- მრავლისმეტყველი სათაურები კი აქვთ:კომისარ რიკარდის გაზაფხული,კომისარ რიკარდის ზაფხული,კომისარ რიკარდის ზამთარი ( სადაა შემოდგომა?!),მკვდრების ჩივილი და ა.შ. უნდა წავიკითხო,ერთი რას წერს :-):-) ხვიჩას კი წარმატებები.
გელა
ვერ გავიგე, მაინც ვინ დააშანტაჟა ნაპოლი?
zura222
მოიცადა ნაპოლის შეფების მოქმედება არ იყო შანტაჟი ? ვინ ამბობდა რომ არ გვაინტერესებს კვარას მხარე რას ფიქრობსო კვარას კონტრაქტი აქვს და პატივი უნდა სცესო და ასეთებს @ ფიფას მე-17 მუხლი რომ არა კვარა ეხლაც იმ უმადურების მონა იქნებოდა @ და საერთოდ რატომაა კვარას კარიერაში გუნდებიდან ასეთი წამოსვლები კი არა გამოქცევები ? ასე იყო ლოკომოტივის რუბინის და ნაპოლის შემთხვევებში !ეს ყველაფერი ხომ არ მიუთითებს აგენტის სისუსტეზე ? მოაწერენ ხელს კაბალურ კონტრაქტებს და მერე გამოქცევა უხდებათ @ რუბინიდან გამოქცევაში კვარას ომი დაეხმარა და ნაპოლიდან კი ფიფას მე-17 მუხლი! იმედია ცოტა რამეები ისწავლეს და აწი მაინც გააფორმებენ თავიანთი კლიენტების სასარგებლო კონტრაქტებს!
გოჩა
მოვიდა გუნდში,ითამაშა ისე რომ,მასე მარადონას მერე აღარავის უთამაშია ნეაპოლში,36წლის მერე გუნდმა მოიპოვა სკუდეტო,ჩემპიონთა ლიგაზე გააცამტვერა ლივერპული(დივიდენდებს მიიღებდა კლუბი რა თქმა უნდა) და........დაენიშნა გუნდში თითქმის ყველაზე დაბალი ხელფასი.პატივცემულო მწერალო შანტაჟი ქვია ამას და არა იმას,რომ ხვიჩამ გუნდი გამოიცვალა!
სოსო
"კვარა იმიტომ წავიდა,რომ კონტრაქტი არ იყო გაგრძელებული",ამის გამო კონტე აღშფოთებულია!რატომ არ იყო გაგრძელებული,ამაზე ფიქრსაც არ აპირებს.მისთვის ნაპოლია ერთადერთი და მთავარი,დანარჩენი კი,ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.უკვე პირველივე სეზონში,იტალიელი ჟურნალისტები და სპეციალისტები,დარწმუნებულები იყვნენ,რომ კვარას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა,ნაპოლი.ამაში, ალბათ დე ლაურენტისიც დარწმუნებული იყო და ამიტომ არ მოუმატა ხელფასი,პირველი სეზონის ბოლოს.ამის შემდეგ,კიდევ წელიწადნახევარი,ძალისძალაობით შეინარჩუნა ხვიჩა და როცა რეალური გახდა ხვიჩას ნაპოლიდან მიზერულ თანხად გაქცევა,მაშინღა მისცა წასვლის ნება.არც ერთი ზედმეტი ცენტი არ დახარჯა ხვიჩას სასარგებლოდ,მაინც წავა და ტყუილად რატომ გადავყაროვო.ჩემპიონატში ასეთი შანსები თუ მიეცემოდათ,ალბათ კონტესაგანაც არ ელოდა,მაგრამ ჩემპიონადაც რომ გამხდარიყო ნაპოლი,ხვიჩას დარჩენით,მაინც არა მგონია დაეტოვებინა.5 მილიონად წავიდოდა ხვიჩა ნაპოლიდან,სეზონის ბოლოს და ახლა კი,75 მილიონად გაყიდა.არა მგონია 70 მილიონად უღირდეს ჩემპიონობა, დე ლაურენტსისს.ეს დე ლაურენტისის პოზიციიდან,რაც შეეხება ხვიჩას,მისი ფრენის ჭერი,აშკარად უფრო მაღალია,ვიდრე ნაპოლის და დიდი მიღწევებისაკენ დამიზნებული ხვიჩასთვის,ნაპოლიში დარჩენა,ოცნებების ფრთების შეკვეცას ნიშნავდა,მისი მიმართ დე ლაურენტისის უსულგულო დამოკიდებულება კი,მისი ინტრესების სრული უგულებელყოფის საფუძველს,კანონიერს ხდიდა.აქ მხოლოდ კონტე გაიჭყლიტა,რომელსაც შუა ჩემპიონატში გუნდის ლიდერი გაუყიდეს,დარჩენის დაპირების მიუხედავად.დე ლაურენტისმა ბოლო წვეთამდე გამოწურა ხვიჩასგან,რისი მიღებაც მისგან შეეძლო,ხვიჩამ კი,როგორც კი შანსი გაუჩნდა,გადავიდა ისეთ კლუბში,რომელსაც მისთვის შესაფერისი თამაშის სტილი,ამბიციები და ფინანსები ჰქონდა.ზამთარი ის წერტილი გამოდგა,როცა დე ლაურენტისის და ხვიჩას ინტერესების მრუდები,გადაიკვეთა.ჰოდა ტრანსფერიც შედგა!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"