ლიგა 1-ის 31-ე ტურში, საკუთარ მოედანზე „ნიცასთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა.

- წაგების შემდეგ თავს როგორ გრძნობთ?

- პირველ რიგში მინდა მეტოქეს გამარჯვება მივულოცო. ისინი 100%-ით ეფექტურები იყვნენ. პირველ ტაიმში ჩვენს ნახევარზე ერთხელ გადმოვიდნენ და ერთი გოლი გაგვიტანეს, მეორეში კი ორჯერ გადმოვიდნენ და ორი გოლი გაგვიტანეს. არ მგონია, რომ შედეგი სამართლიანი იყო. „ნიცას“ მოგებას, ხოლო ჩემს გუნდს კარგ თამაშს ვულოცავ. შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავედით, თუმცა მეტს ვიმსახურებდით. მიზანი ჩემპიონატის წაუგებლად დასრულება იყო, მაგრამ ეს ჩვენს ამოცანას, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას არ ცვლის.

- თქვენ შეშფოთებული ხართ?

- სამშაბათის მატჩისთვის არ ვღელავ. ნერვიულობა - ნულია. მაღალ პრესინგს მივმართეთ, ბევრს ვმოძრაობდით. „ნიცას“ მეკარემ წარმოუდგენელი ბურთები მოიგერია. გულშემატკივრები ბოლომდე მღეროდნენ და მათი იმედების გასამართლებლად უკანასკნელ წამამდე ვიბრძოლებთ. ჩვენ მამაცი გუნდი ვართ, რაც განმასხვავებელი თვისებაა.

- ეს წაგება თქვენი ფეხბურთელებისთვის სერიოზული მორალური დარტყმაა?

- ამ წუთას ასეა. ისინი ძალიან გულდაწყვეტილები არიან. გამარჯვებას ვიმსახურებდით, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასეთია ფეხბურთი - მეტი მომენტი შევქმენით, მაგრამ მეტი გოლი გავუშვით.

- მოედანზე ძირითადი შემადგენლობა რატომ გაიყვანეთ?

- მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ, არ მინდა მიკელ არტეტას რაიმე მინიშნება მივცე. შეგირდების გარჯით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ჩვენი დღე არ იყო, თუმცა ჩემს ბიჭებს მაინც ვულოცავ.

კანონირი
,,ზედა მეზობელი '' ისეთი ანალიზი გააკეთე არსენალის თამაშზე , რომ სჯობს ისევ თურქული სერიალის ყურება განაგრძო
არსენალის მოგება!
ფერმერების გუნდს, არ გავკარით?
კარის მეზობელი
შენ შემთხვევით რეალის გამწარებული ან ბარსას წინასწარ "გამპრავებელი" გულშემატკივარი, ხომ არ ხარ?! :)))
ზედა მეზობელი
როცა ჩემპიონობა განაღდებული გაქვს,ძირითადი გუნდის გაყვანა სარისკოა,მით უფრო ლიგის თამაშის წინ. თუმცა არ გაიყვან და ეგეც სარისკოა,გუნდი ტონუსში უნდა იყოს და სათამაშო გარემო უნდა შეიგრძნოს.მოკლედ,ენრიკემ გარისკა და არ გაუმართლდა,თუმცა ვერც იმას იტყვი რო არ გაერისკა უეჭველად მოუგებდა არსენალს. ეს პრობლემები შეიძლება არსენალთან ყოფილიყო და დაღუპულიყვნენ. ახლა აქვთ დრო იმისთვის რო გამოასწორონ,მით უფრო არსენალი ისვენებს ამ უქმეებზე. ეს კარგიც არის და ცუდიც,ვნახოთ ვის გაუმართლებს და ვის გაუვარდება. მაინცადამაინც,არტეტაზე კარგი წარმოდგენის არ ვარ,მოჭერით ფეხბურთს თამაშობს და თამაშს გიკლავს. სანამ გოლი ექნებათ გასატანი შეუტევენ პსჟ,გაუტანენ და ჩადგებიან დაცვაში,ასე თამაშობენ მთელი წელი. ამიტომაც ამოისვა ლივერპულმა და ეპლი მოუგო. როცა თამაში მიგდის და შეტევაში გამოგდის რაღაც,დაცვაში რატო დგები შე დალოცვლო. აქვე,ეს არტეტა ის მწვრთნელია,ვინც თავის ფეხბურთელებს YNWA ასმენინა ლივერპულთან თამაშამდე,შეეჩვევიანო და ის თამაში 5-0 წააგეს. საცოდავი გუნდია და მწვრთნელი,კაცი რო ევერტონიდან ტიტულების მოსაგებად არსენალში გადავა,საცოდავი არის აბა რა ჯანდაბა არის. როგორც ადრე ვთქვი,ამ ორ გუნდს დასამტკიცებელი აქვს,პსჟ ის რო ტონა ფული ტყუილად არ იხარჯება და არსენალს ის რო საცოდავი არ არის. მგონია რო ორივე თავის სტიქიაში დარცება ამ სეზონის მერეც,ერთი საცოდავი დარჩება და მეორე ფულის ტყუილად მხარჯველი,თუმცა ვნახოთ,რა გადაწყვიტეს ჩეფერინის კანტორაში,ვინ მეტი გაუმაზა და ვის მიაკუთვნებენ ტიტულს.
სიტუაცია მწვავდება. რას აპირებს პსჟ დემბელესთან დაკავშირებით? - ცნობილი გახდა დეტალები
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს