"ლივერპული" ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული კლუბის ისტორიაში მეოცედ გახდა. დღეს, 27 აპრილს, მერსისაიდელებმა "ტოტენჰემს" 5:1 სძლიეს და ჩემპიონობა 4 ტურით ადრე ნაადრევად გაიფორმა.

ანგარიში "მამლებმა" გახსნეს, თავი დომინიკ სოლანკემ მეთორმეტე წუთზე გამოიჩინა, რის შემდეგაც მიყოლებით ლუის დიასმა (18), მაკ ალისტერმა (24) და გაკპომ (34) გაიტანეს, მეორე ნახევარში კი მორიგი, რიგით 28-ე ბურთი შეაგდო მოჰამედ სალაჰმა, ხოლო საბოლოო ანგარიში დესტინი უდოგიმ დააფიქსირა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა.

ამრიგად, ლივერპული 82 ქულით პირველადგილოსანია, რაც შეეხება "ტოტენჰემს", ლონდოლები 37 ქულით მე-16 პოზიციას იკავებენ, მომდევნო მატჩს "ვესთ ჰემთან" 4 მაისს გამართავენ, ამავე რიცხვში "ლივერპული" "ჩელსის" ესტუმრება.

ზედა მეზობელი
most saccsesful club in England! ბევრს ეგონა,კლოპი წავა და ლივერპულს დაეხეოდა,მარა ვერ მოგართვით,ლივერპული ჩემპიონია. ერთი ამბავია აქ ცუდი,მამარდა უნდა წასულიყო წელსვე და პრემიერლიგის ჩემპიონი გვეყოლებოდა ქვეყანაში,თუმცა არაუშავს,გაისადაც მოვიგებთ,უკვე მამარდასთან ერთად.აბა,სხვანაირად როგორ უნდა იყოს,მამარდას პრემიერლიგის მედალი არ უნდა?! საქმეს ისეთი პირი უჩანს რო არაბებს ერხებათ სიტიში,ხოდა ვინ გააჩერებს ლივერპულს? არსენალი?მეტი არ იქნას,არსენალს ხვალ პსჟ დაარბევს,აგერ ნახავთ თუ ასე არ იყოს. ამ პსჟ კი არ ვქომაგობ,მარა არსენალის დარბევის უფლებას ვაძლევ:) ჩინური გვარდიოლას მოსაგები რა არის,ნიმიკებიც კი გვარდიოლასგან აქვს გადმოღებული მაგ ჩემის არტეტას. საკა ისე ყავთ გაპიარებული რო იმ წყალწაღებულებს გონიათ რო ხვიჩას ჯობია რამით,მეტსაც გეტყვით,ბარკოლასაც ვერ ჯობია ეგ საკა. ხვიჩა ამ ორ თამაშიან დაპირისპირებაში მინ. ერთ გოლს შეაგდებს,დაიმახსოვრეთ ეს ამბავი. სალიბას ფასი უნდა დაუკარგოს,ესეც მოხდება ძალიან მარტივად. თან მისი ფლანგის ცენტრალური მცველია,ხშირი დუელი იქნება. რეალს მოუგეს და ფიქრობენ,არიქა ლიგას მოვიგებთო,მარა არსენალი არის შეკვეთასავით,უკვეთავ ერთს და ჩამოდის მეორე.ლივერპულის და ნამდვილი ფეხბურთის ფანებს ვულოცავ ლივერპულის ჩემპიონობას,ეს მარტო ლივერპულის გამარჯვება კი არა,ფეხბურთის გამარჯვება არის. კაცი მივიდა სხვა მწვრთნელის გუნდში,ფეხბურთელი არ დაუმატებია და ჩემპიონი გახდა.შემდეგ უქმეებზე ნახავთ,რა ემართებათ იმ ფეხბურთელებს ვინც ლივერპულს უარს ეუბნება და ინგლისის სხვა კლუბში გადადით,დააკვირდეთ კაისედოს და ლავიას,კოლიდორს რო გაუკეთებენ და ტაშს დაუკრავენ,იქვე მერწყვს გადაყლპავენ და იტყვიან,რა იქნებოდა თუ ლივერპულში გადავიდოდნენ. რა იქნებოდა და ჩემპიონები იქნებოდნენ,ლიგაზეც ითამაშებდნენ და ა.შ. მარა ორ ლარს დახამდნენ და წავიდნენ ჩელსიში,იუნაიტედში მაინც წასულიყვნენ კიდე გავიგებდი,მარა ჩელსიში რატომ უნდა წახვიდე თავმოყვარე ფეხბურთელი? ვიტყოდი,იუნაიტედის ფანი ყოფილა და ლივერპულში არ წავიდოდათქო,მარა ჩელსი?
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს