საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს. ფარერებსა და კაბო-ვერდესთან დაპირისპირება შემოდგომის შეხვედრების გენერალურ რეპეტიციად ნაკლებად გამოდგება, რადგან სხვადასხვა მიზეზთა გამო, ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვიქნებით. მაგალითად, ვილი სანიოლი დაცვის ხაზის განახლებას საბა გოგლიჩიძით აპირებს, ვინც ზაფხულში ახალგაზრდულ ევროპირველობაზე ითამაშებს. ვვარაუდობთ, ეროვნული გუნდის თავკაცი იმ უკანახაზელებსაც გამოცდის, აქამდე ნაკლები დრო რომ ეძლეოდათ. ერთ-ერთი ასეთი უნგურული "ფეჰერვარის" 23 წლის ფეხბურთელი, ალექსანდრე (სანდრო) კალანდაძეა. მას უნგრეთში დავუკავშირდით.

თავდაპირველად, სანდროს ახალგაზრდულ ნაკრებში ევროფორუმზე მიღებული შთაბეჭდილებები გავახსენებინეთ. თბილისში ჩატარებულ შეხვედრებში ის და მთლიანად ჩვენი მცველები მშვენივრად გამოიყურებოდნენ, რამაც წარმატებას ხელი ძალიან შეუწყო:

"რაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე შევქმენით, ის ემოცია დაუვიწყარია, ისევე როგორც ის ნაკრები, თანაგუნდელები, ერთიანობა და სამწვრთნელო შტაბი. იმ პერიოდს ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ.

მინდა, რამაზ სვანაძესა და მის გუნდს წარმატება ამ ზაფხულსაც ვუსურვო და მჯერა, ასეც იქნება."

სწორედ 2023 წლის ზაფხულის შემდეგ კალანდაძის ტრანსფერის მოლოდინში ვიყავით, თანაც ამბიციურ გუნდში. მას ამ პერიოდის გახსენება ვთხოვეთ:

"საკმაოდ კარგი შეთავაზებები მქონდა. მოხდა ისე, რომ თბილისის "დინამოში" დავრჩი. ალბათ, ასეც იყო საჭირო, გუნდის კაპიტანი ვიყავი და ჩემი საყვარელი კლუბიდან იმ დროსა და ვითარებაში წასვლა ლამაზი არ იქნებოდა. ამ თემაზე სხვა რამის დამატება არ მსურს."

საინტერესოა, რომ კალანდაძე უნგრეთში პირველად არ თამაშობს, 2020 წელს ის "დიოსგიორში" გამოდიოდა. ფეხბურთელი ამბობს, რომ ვითარება განსხვავებულია:

"როცა უნგრეთში პირველად ჩამოვედი, ასაკითაც პატარა ვიყავი და მაშინ ბევრი არჩევანი არც მქონია. ახლა შეთავაზებები სხვადასხვა ქვეყნებიდან არსებობდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩემი კარიერისთვის ასე აჯობებდა, აქ ევროპის შუაგულია, მეტი შესაძლებლობა და დაკვირვება არსებობს, რათა კარიერა საუკეთესოდ წარვმართო."

სანდრო კალანდაძის სანაკრებო დებიუტი ნორვეგიაში შედგა, სადაც თბილისში ესპანეთთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ სანიოლმა ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა და ახალ ფეხბურთელებსაც დაეყრდნო. ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილიც პირველად ვიხილეთ:

"ვფიქრობ, დებიუტში თავი კარგად წარმოვაჩინე, მიუხედავად იმისა, საუკეთესო ფორმაში მყოფ ერლინ ჰოლანს დავუპირისპირდი. დამერწმუნეთ, პატარა მნიშვნელობა არ აქვს, ამხელა მასშტაბზე პირველი მატჩი ვისთან გექნება."

დავინტერესდით, ამის შემდეგ სანიოლსა და კალანდაძეს შორის დამატებითი საუბარი თუ შედგა, ასევე, რამდენად აქვს მიწვევის იმედი და ასევე ფეხბურთელს აზრი ნაკრებში თაობათა ცვლის ერთგვარ პროცესზეც ვკითხეთ.

კალანდაძე: ვილი სანიოლთან კომუნიკაცია შეკრების მიღმა არ მქონია, იქ დროს ვიღებდი კონკრეტულ მითითებებს, ჩემი თამაშიდან გამომდინარე.

რაც შეეხება თემას შემადგენლობის გადახალისების შესახებ, ბიჭებმა ისტორია დაწერეს და ისინი გუნდს ყოველთვის და ყველა ასაკში გამოადგებიან.

რაც შეეხება ჩემ მიწვევას, ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვარ, მათ გვერდით ვიყო და ეს ჩემთის დიდი ბედნიერებაა.

თუკი ეროვნული ლიგიდან გამოძახება ნაკლებად ხდებოდა, ჩემთან მიმართებაში ახლა ეს საკითხი აღარ დგას, უნგრეთის ჩემპიონატის დონე კი როგორც ფეხბურთელების მხრივ, ასევე ფინანსურად ძალიან გაიზრადა.

აღვნიშნავ, ნაკრებში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბევრთან ერთად 17-წლამდელებიდან ერთად მოვდივარ. თუკი აუცილებლად ვინმე უნდა გამოვარჩიო, ანრი მექვაბიშვილი ჩემი ოჯახის წევრია, მისი მეჯვარე ვარ.

"ფეჰერვარს" ბოლოს სატურნირო მდგომარეობა გაუუარესდა, მაგრამ სანდრო ფიქრობს, რომ ყველაფერი გამოსწორდება:

"ძალისმიერი და სწრაფი ჩემპიონატია, რაც საკუთარი ძლიერი მხარეების განმტკიცებაში მეხმარება. აქ თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში მშვენიერი გარემოა და განვითარებისთვის ყველა პირობა არსებობს.

უნგრეთში მოთამაშე ქართველებზეც მინდა ვთქვა. კვეკვესკირს, ბერიძეს, კობოურსა და ბერიაშვილს შანსი ეძლევათ და თავის კარგად წარმოჩენა მოახერხეს. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის ჩემ კლუბსა და ამ ჩემპიონატში განსაკუთრებით ახსოვთ."

ewd
ძირითადის წევრიაა?
saagento
წარმატებები ამ ახალგაზრდას კლუბშიც და ეროვნულ ნაკრებშიც
Realuri
სანდრო ძალიან კარგი მცველია, ბევრად მაღალი დონის კლუბში ითამაშებს და რა თქმა უნდა ნაკრებშიც მიიწვევენ. დაცვას აშკარად გაახალგაზრდავება სჭირდება. წარმატებები
lasha
მეტი ძებნაა საჭირო ყველა პოტენციურ კანდიდატს უნდა დააკვირდენ. სხვანაირად შეუძლებელია ნაკრების გაძლიერება.
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში