„არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.

„არსენალი“ პსჟ-ს ჰგავს. ამ გუნდს ერთად შეტევა და თავდაცვა შეუძლია. ისევე როგორც ჩვენ, ტოპ-კლასის ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მათზე არაა დამოკიდებული. არის თუ არა მეტოქე საუკეთესო, ვისაც ვეთამაშეთ? არ ვიცი, ძნელი სათქმელია. ნებისმიერ შემთხვევაში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა - ეს ზუსტად ასეა, ისევე როგორც ჩვენ.

განწყობა შესანიშნავია. გუნდში ყველაზე მოწყენილი ადამიანი ვარ, ასე რომ, წარმოიდგინეთ, როგორ ხასიათზე არიან სხვები! შეგიძლიათ თქვენი აზრი გამოთქვათ და კითხვები დამისვათ, ხანდახან ნეგატიური, მე არ მეშინია! ამჟამინდელ სიტუაციაში რაღაც უარყოფითს ვგრძნობ, დიახ, შეიძლება ვცდებოდე.

მიზანი ტურნირის კიდევ ერთი ეტაპის გადალახვა და ფინალში გასვლაა, რასაც გასულ წელს მივაღწიეთ. მიზანი რთულად მისაღწევია. თუმცა, ეს ზეწოლა არ გვახრჩობს, ჩვენ ამბიციურები ვართ. ისტორიის დაწერა გვსურს, ისეთი რამის გაკეთებას ვგულისხმობთ, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

გუნდი ძალიან თვითდაჯერებულია, ყოველთვის ვერ ვბრწყინავთ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. პსჟ-ს არასოდეს მოუგია ჩემპიონთა ლიგა? „არსენალსაც“ არ მოუგია. ამან თავის უმაღლეს დონეზე წარმოჩენაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ეს უნდა გვახსოვდეს და კონცენტრირება გვმართებს იმაზე, რისი გაკეთებაც გვჭირდება“, - ციტირებს ლუის ენრიკეს RMC Sport-ი.

Tedo
წელს პსჟ გახდება ჩემპიონი და კვარაცხელია დასახელდება ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელათ, წარმატება ჩვენ მაგარ ბიჭს✊️
Solomon
ratiani
გივი
შეცვალეთ ეს გვერდი,ან ძველი დაა ბრუნეთ.
toy
რა უარყოფითს, გითახთახებს ერთი ადგილი?დდდდდდ
გოჩა
არსენალო ძლიერი გუნდია, რაც არ უნდა იყოს რეალი რეალურად გაანადგურა, პსჟ-ეს დიდი გამოცდა ელის. წარმატებები ლუის ენრიკეს, ხვიჩას და მთელ გუნდს.
ჟორა
პსჟ-ს კარგი ბრძლოა და გამძლეობა მოუწევს იმედია ღირსეულად გამოვა და მედგრად დაუდგება გოლების მანქანას, არსენალი ძაან ძლიერია.
ჟორა გაბრიჭიძე
ორივე ძლიერი გუნდია, სწორია ვინც ამტკიცებს, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მოიგებს ლიგას. პსჟ-ეს აქვს ერთგვარი უპირატესობა რაც იმაში გამოიხტება, რომ განმეორებით თამაში საკუთარ მოედანზე აქვს. ეს იმიტომაა უპირატესობა, რომ იცი რამდენი ბურთია საჭირო საბოლოო გამარჯვებისათვის. არსენალი კი ბრმად თამაშობს საკუთარ სტადიონზე და მხოლოდ ის იცის, რომ რაც შეიძლება ბევრი ბურთი უნდა გაიტანო დაპირისპირების მოსაგებად, რაც არც ისე ადვილი იქნება პსჟ-ესთან.
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!