კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. გორის "დილამ" "გაგრას" მოუგო, ხოლო "იბერია 1999"-მა ქუთაისში "ტორპედოს" აჯობა. თბილისელებმა სეზონში უკვე მერვე მატჩი ჩაატარეს გოლგაუშვებლად.

დილა 2:0 გაგრა

გორელებმა მორიგი მატჩი მოიგეს. ამჯერად "გაგრასთან", რომლისთვისაც ეს ზედიზედ მესამე წაგებაა.

თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა "გაგრას" ფორვარდი გიორგი გაბედავა გააძევეს. არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-ზე ნახა ეპიზოდი: გაბედავა რომარიკ ეტოუს ეუხეშა და ამის გამო მიიღო წითელი ბარათი.

მე-20 წუთზე გორელებმა ანგარიში გახსნეს, კონკრეტულად კი, შოთა შეყილაძის გარღვევასა და პასს მოჰყვა ოთარ ფარულავას ზუსტი დარტყმა. ეს ფარულავას პირველი გოლია სეზონში. არ აღნიშნა, რადგან ადრე "გაგრაში" თამაშობდა...

ბევრი საგოლე მომენტი ვნახეთ, ბოლოს კი 2:0 გახდა ანგარიში. 18 წლის ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ ირაკლი ბუღრიძის პასის მერე დასწრებაზე ითამაშა კარგად და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

ტორპედო 0:1 იბერია 1999

მოქმედმა ჩემპიონმა "იბერია 1999"-მა ქუთაისში 1:0 იმარჯვა. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა.

კარგი კომბინაცია იყო, ბოლო პასი მცველმა დერეკ აგიაკვამ გააკეთა და მამაგეიშვილმა ახლო კუთხეში დარტმით შანსი არ დაუტოვა ფილიპ კლიაიჩს. ეს გიზოს მესამე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ერთხელ იბერიელთა მეკარე გიორგი მაკარიძემ კარის ხაზზე გააჩერა ბურთი, ერთხელაც ტორპედოელ პაატა ღუდუშაურს სიზუსტემ უმტყუნა.

"იბერია 1999" ლიდერია. 8 მოგება და 3 ფრე აქვს. გუნდს თამაში არ წაუგია და 8 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. "ტორპედო" კი ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა და 15 ქულით ჩამორჩება ლიდერს.

erovnuliliga.ge

tngh
"იბერია" ღირსეული ლიდერია!!!
ვააა ვაა
გაშავებულა ძალიან კრისტალ ბეთის ჩემპ. ხარისხიანი გაშავება მაინც იყოს, სად ნახულობენ ამ საქართველოში “დასაქმებულ” აფრიკელებს?
სტუმარი
აფრიკის თუ საფრანგეთის :)
სადამდე დავეცით
სურათს რომ შევხედე აფრიკის ჩემპიონატი მეგონა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს