დაიწყო სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიების მე-3 ტური. ოთხმა წყვილმა მოილია სერიის 2-2 მატჩი და 2 წყვილში ანგარიში თანაბარი იყო და ორშიც ფავორიტად შერაცხილი გუნდი იგებდა 2:0. დღეს ზესტაფონსა და ბათუმში 2 შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ ქალაქის გუნდებმა ძლიერ მეტოქეებს უმასპინძლეს და ორივეგან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა შედგა.

დავიწყოთ უფრო დაძაბული, მეტადრე დრამატული მატჩით, რომელიც ბათუმში გაიმართა. ყველაზე შორი დიაპაზონის წყვილში ისეთი ბრძოლა შედგა, მაყურებელი დიდად ისიამოვნებდა. რეგულარულ ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გასულმა ბათუმმა, რომელმაც სერიის საწყისი 2 მატჩი სტუმრად პირველზე გასულ ქუთაისთან წააგო, მესამე მატჩი ბოლო წამზე მოიგო.

ბათუმი მოგებას ისედაც იმსახურებდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი აჭარული გუნდი მთელი თამაშის მანძილზე უგებდა ქუთაისს. პირველ წამებზე რომ დაწინაურდა, ბათუმი ხან 10 ქულით უგებდა ქუთაისს, ხან 7-ით და ბოლო პერიოდში სულაც 14 ქულით გაასწრო. ეს თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე მოხდა და ასეთ მდგომარეობიდან ქუთაისელებმა თამაშის შემობრუნება შეძლეს. თამაშის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტით ადრე გიორგი კორსანტიას ორქულიანით იმერული კლუბი 85:84 დაწინაურდა. კოტე ტუღუშის გუნდმა ყველაფერი კლასიკურად შეასრულა და დაგეგმილ გამარჯვებამდე მიდიოდა, რომ არა ბათუმელთა საოცარი თამაში.

უფრო ზუსტად, ყველაფერი ერთმა მოქმედებამ გადაწყვიტა. მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე, თანაბარ ანგარიშზე ქუთაისმა ბოლო შეტევა წამოიწყო. ასეთ დროს ყველაფერი ცხადია, შემტევი ბურთს ბოლომდე ათამაშებს, რათა მეტოქეს შეტევის დრო აღარ დაუტოვოს და თუ ბოლო წამებზე თავად იხეირებს, მოიგებს, თუ არადა, ოვერტაიმი გარანტირებული აქვს. მოხდა ის, რომ საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ბათუმელთაქ ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯექსონ ბრენჩლიმ გიორგი ოჩხიკიძის პასი ბათუმის საჯარიმოს პერიმეტრზე ჩაჭრა და ამ მცირე დროში მეტოქის მოედანზე გადარბენა და გამარჯვების ბურთის ჩაგდება მოასწრო. საფინალო სირენა რომ გაისმა, ქუთაისელთა კალათში ბურთი მერე ჩაეშვა, თუმცა ბრენჩლის ის ხელიდან სირენამდე გაშვებული ჰქონდა – 88:86.

თუმცა მატჩი ამ ანგარიშით არ დასრულებულა. მსაჯებმა ოჩხიკიძეზე ჯარიმა, შემდეგ კი, გაპროტესტებისთვის, ტექნიკური დააფიქსირეს. ვიდეო-გამეორების შედეგად კი ქუთაისს არაფრის მომცემი 0.2 წამი დაუტოვეს. ბრენჩლიმ 1 საჯარიმო და 1 ტექნიკური ჩააგდო და მატჩიც 90:86 (სტატისტიკა) დასრულდა.

ასე და ამგვარად, ბათუმმა სერიაში ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. მომდევნო მატჩი ისევ ბათუმში, 30 აპრილს გაიმართება. თუ მასპინძლები ისევ მოიგებენ, სერიის გადამწყვეტი, მე-5 შეხვედრა ქუთაისში, 3 მაისს ჩატარდება.

დღეს გამართული მეორე მატჩიც საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ზესტაფონის მარგვეთმა გორის ივერიონს უმასპინძლა. ამ გუნდებმა გორში გამართული სერიის საწყის 2 მატჩში მოგებ-წაგება გაიყვეს და შესაბამისად, მოედნის უპირატესობას ზესტაფონელები ფლობდნენ. მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდიც ფრედ დასრულდა – 18:18. მეორიდან მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს. მართალია, ზესტაფონელების ლიდერობა 2-3 ქულას შეადგენდა, თუმცა მარგვეთი კარგა ხანს წინ იყო.

ივერიონმა ბოლო პერიოდის დასაწყისში მოახერხა მასპინძლების გადასწრება და ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა, რაშიც გუნდს კარგი დაცვა და შეტევაში შედეგიანი თამაში დაეხმარა. საბოლოოდ გორელებმა 10 ქულის სხვაობით – 99:89 (სტატისტიკა) იმარჯვეს და სერიაში 2:1 დაწინაურდნენ. ივერიონს 23 ქულით, 6 მოხსნითა და 4 ჩაჭრით ჯეი პალმა ულიდერა. 17 ქულა დააგროვა რევაზ როგავამ, რეჯი მესიდორის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 10 პასი დაგროვდა. ზესტაფონის გუნდში 26 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო აკოლ მავეინი.

მომდევნო მატჩი ისევ ზესტაფონში, 30 აპრილს ჩატარდება.

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე