ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე უსმან დემბელეს გოლის წყალობით "არსენალს" 1:0 სძლია. შეხვედრის ერთ-ერთი საკამათო ეპიზოდი მე-16 წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ლონდონელთა საჯარიმოში იულიან ტიმბერისა და ხვიჩა კვარაცხელიას ორთაბრძოლის დროს ქართველი პენალტს ითხოვდა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა სლავკო ვინჩიჩმა ჩვენებურს არ დაუჯერა.

აღნიშნულ მატჩზე Amazon Prime-ზე ექსპერტად ცნობილი ინგლისელი მსაჯი მარკ კლატენბურგი მუშაობდა, რომელმაც თქვა, რომ პენალტი არ ყოფილა.

"თერთმეტმეტრიანი არ იყო. მსაჯი პირდაპირ აკვირდებოდა, დაცემა ბუნებრივი იყო თუ არა. თავდამსხმელი ხელს ჰაერში ასწევს და ეს, როგორც წესი, იმის ნიშანია, რომ ის სიმულაციას ახდენს, ცდილობს მსაჯს უთხრას, რომ ეს პენალტია.

ხვიჩას შემდეგი რეაქციაც არ მომეწონა. მსაჯისკენ გაქცევისთვის ის ყვითელ ბარათს იმსახურებდა", - თქვა კლატენბურგმა.

გიორგი
მოვიხიბლე რააა ინგლისელი მსაჯის ობიექტურობით.აი მსჯელობა და შეფასებაც ასეთი უნდა.დიდი ამბავი თუ კვარა ძიუდოს ან სულაც რაგბის ილეთით თუ შეაჩერეს! ესწავლა ძმაო რაგბი და არ წაიქცეოდა.აბა მარტო ფეხბურთს რომ მიასკდა, რა ეგონა! ეს ფედერაციები როგორ სცოდავენ! შემოიტანე ძმაო რაგბის და ჭიდაობის ილეთები ამ ფეხბურთში, მსაჯებს ხომ აღარ ექნებათ საკამათო. ფეხბურთს დაარქვი რაგბიბურთი, ან ჭიდაობაბურთი, ხელისკვრაშემოხვევა ბურთი და იყავი მშვიდად, რაღა!
კოკა
ინგლისელი მსაჯი აბა რას იტყოდა, ეს მიუკერძოებლები, ეგენი.
gio
ingliselo msajo aseti simartlit gicxovria albat mteli cxovreba da igives agrdzeleb, araa gasakviri, aba mtel londons xom ar gadaikidebdi , she vitom kaco, vitom, to vitom msajo?!!!
თენგაბი
რასაკვირველია ეს პენალტი არ იყო, ეს იყო მოგვარდის ილეთი თავისუფალი ჭიდაობიდან, ან ვაზარი ძიუდოდან. ასევე შეიძლება ტანგოს ილეთი, რომ პარტნიორი არ გაგექცეს. აბა, ინგლისელი მსაჯი რას იტყოდა - პენალტი იყოო, მეორე დღესვე გაუკეთებდნენ დეპორტს ინგლისიდან. ამას ვარ-ი რად უნდა, სურათზე ეტყობა ნაღდი პენალტია.
სოსო
გოჩა,მაგან 100-მდე დათვლა ვერ იცის,ფეხბურთის აზრზე არ არის და შენ 100 უჯრიანი შაშის თამაშს სთხოვ?კარგი რა!
სოსო
რომ არ წაქცეულიყო,შეტევა გააგრძელა და ესე იგი პენალტი არ იყოვო,იტყოდნენ.წაიქცა და არასაკმარისი კონტაქტი იყოვო.ფაქტია,რომ ხელით მისი შეყოვნების შემდეგ,კვარამ სიჩქარეც დაკარგა,ნაწილობრივ კოორდინაციაც და ბურთზე ვეღარ ასწრებდა.დარღვევა სხვა რაღაა?ჰაკიმი მაგაზე ნაკლებ დარღვევაზე გააფრთხილა,სხეულით დაბლოკა და სახიფათო შეტევა შეაჩერაო!ხვიჩას შეტევა რა,სახიფათო არ იყო?!
ვვვ
ანუ ხელი რო არ აეწია, იქნებოდა? ...-ო შენ...
კახელი
აი ესაა დასავლური "სამართალი და ობიექტურობა" # იუთუბზე დევს რუსული მატჩ ტვს გარჩევა და წამყვანიც და სამივე სტუმარიც და ჩართვისთ მსაჯიც ყველა ამბობს რომ პენალტი ას პროცენიანიაო
გოჩა
მერე 100 უჯრიანი შაში შენთვისაა მოგონილი, იქ არც ხვიჩაა და არც გოჩა
ზურა
ხოდა წადი და ჩოგბურთ უყურე
ეგრეა
მართალიბხარ, ცოტაბმეგრული ზახოდები აქვს:))
tngh
პენალტი იყო!!!
ვაახ?
ამ, კვარაცხელიათი მოგვაბეზრეთ თავი!
მერაბი-1960
ვინმეს შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ ხვიჩამ ისიმულიანტა? ასეთი ფორმულირება შეიძლება, როცა ფეხბურთელს არავინ ეხება. ამ შემთხვევაში კი ტიმბერმა ხელიც გამოიყენა და მხარიც. და საერთოდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მსაჯები მცველის მხარეს იჭერენ და არა შემტევის. სამწუხაროდ ასეა და ხშირად ზარალდება ხვიჩა, გუნდი და ჩვენ, გულშემატკივრები.
რა მსაჯიცაა
კლატებურგი ვინც არი ვიცით
ardiles78
ხვიჩას თუ ყვითელი ეკუთვნოდა,ტიმბერს ალბათ ნობელის პრემია და ლონდონის საპატიო მოქალაქეობა.კლატენბურგის სკანდალური მსაჯობა ევერტონელებს ჰკითხეთ
tedo
ჟორა შენ არსენალის ფანი ხარ თუ ლელა კაკულიას ძმა ? )))
tedo
ბადრი შენ ფეხბურთი როდისმე გითამაშია ? ვერ ხედავ წელზე შემოხვეულ ხელს და იცი , რომ როცა სისწრაფეს კრიბავ და ისედაც ცრუ ჩვენებას ასრულებ , რათა გასცდე მცველს,ოდნავი ბიძგიც წონასწორობას რომ გაკარგვინებს ? პენალტი იყო , აბა რა იყო შემოეხვია წელზე მცველი და ამით შწეუზღუდა მოძრაობა და სისწრაფე . მით უმეტეს , სამ მცველს შორის გაძვრა და ბლოკირების მსგავსიც ერთვოდა მეორე მეტოქისგან .
ALONZO
ეგ მსაჯი "საქონელია". VAR-ზეც კი არ გადაამოწმებინა,ვინაიდან ზუსტად იცოდა პენალტის დანიშვნა მოუწევდა.
სამართალი
"ბრატ", სად მიდიხარო ?
სოსო
მცველმა ხელი არ წაუვლია,მაგრამ მთელი სხეულის სიგანეზე დაუხვედრა წინ და თუ ხელი გაამაგრა,იგივე დაჭერის ტოლფასი იქნებოდა.ამაზე გაცილებით ნაკლებ კონტაქტზე ნიშნავენ პენალტებს.ჰაკიმს გაფრთხილება რომ მისცეს,მაშინ მას სირბილის მიმართულება არ შეუცვლია,მაგრამ მეტოქემ ბურთი გაიგდო და თვითონ მას დაეჯახა.სახიფათო შეტევა ჩაშალაო,ყვითელი ამოუღო,ჰაკიმს.არც ხელი უხმარია და არც ფეხი წამოუდია.კორპუსი კორპუსზე იყო.პირველივე ტაიმში,კვარამ ბურთი მარცხენა ფეხით მიიღო და პასი უკან დააბრუნა,რა დროსაც მეტოქემ,მარჯვენა საყრდენ ფეხში უკანიდან შემოჰკრა,იმ წერტილში,სადაც ფეხი შემოჰკრა მცველმა,ის ბურთი ვერანაირად ვერ მოხვდებოდა და აქაც მხოლოდ ჯარიმა!პირველი 25 წუთი მაინც,აშკარად კვარას დაშინების აქცია მიმდინარეობდა,მსაჯის სრული კარტ ბლანშით.სადავო პენალტის ეპიზოდში თუ კიდევ შეიძლებოდა თავის გამართლებით ლაპარაკი,არასაკმარისი კონტაქტი იყოვო,ეს მეორე ეპიზოდი,უკვე სრულიად ნათლად გამოხატავდა მსაჯის დამოკიდებულებას,ან კიდევ არასაკმარის კომპეტენციას.ლიგის ნახევარფინალში არაკომპეტენტური მსაჯის დანიშვნა,უფრო ნაკლებად მოსალოდნელი მგონია,თუმცა ეგეც ხდება,აი არაობიექტური კი,სრულიად მოსალოდნელია.უეფას მუშაობის მრავალწლიანმა პრაქტიკამ უკვე უამრავჯერ დაგვარწმუნა, ამაში.
HK
რათქმაუნდა დაღვევა იყო მართალია არ წაუქცევია მაგრამ ბურთთან ვეღარ მიასწრებდა იმიტორომ ხელით შეაჩერა და შესაბამისად ეს შეჩერება არის დარღვევა და სწორადაც მოიქცა ხვიჩა რომ წაიქცა იმიტო რომ მომენტი უნდა გადამოწმებულიყო მინიმუმ თორე ხელით დაჭერამ შეიძლება არ გამოიწვია წაქცევა მაგრამ შეაჩერა და ესეც დარღვევაა ამიტომ მინიმუმ უნდა ენახა ვარს და რომ გადამოწმებულიყო აუცილებლად დაინიშნებოდა
ალექს
აბა სადა აქვს კვარას ხელი მსაჯის დასანახად აწეული ? არსად ! აი მცველს კი ხელით რომ აკავებს და აქცევს , ამას ვხედავთ ! ანუ ის ინგლისელი მსაჯი ვეტერანი სტყუის, პენალტია აშკარად
მერა
ეს ინგლისელი ამბობს არ იყოო პენალტი,ფრანგმა მსაჯმა თქვა ასპროცენტიანი პენალტი იყოო,რომელს დაუჯეროთ ახლა???ფრანგი ასპროცენტიანია,პენალტი იყო.
მირო
რომ არ წაექციათ პირისპირ გადიოდა მეკარესთან,თან ასეთი დრიბლინგის მერე ულამაზედი გოლი გამოუვიდოდა,რაში აწყობდა კვარას სიმჯლაცია???მაგატი ეწსპერტია ვიღაცა.ინგლუსელია და არსენსლის სასარგებლოს ამბობს რათქმა უნდა.
ბადრი
ვიყოთ ობიექტურები. ხვიჩა დაჯარიმებას გადაურჩა. ცოტა წაისიმულიანტა. არ იყო პენალტი. არ იყო ისეთი სიტუაცია რომ აუცილებლად უნდა დაცემულიყო.
ბუჯანგა
მაშინ რამ წააქცია კვარა?..დასარტყმელზე გადიოდა 5 მეტრიდან...და ძალით წაიქცა ?.პენატლიც იყო და ყვითელიც ეკუთვნოდა...ტიმბერს დაჟე ორი ყვითელი ეკუთვნოდა და ამ ჯარიმის მერე გასაგდები იყო მოედნიდან...
ჟორა
მიკვირს არსენალმა გოლი ვერ გაიტანა არა და ქვეყანა მომენტები ქონდათ, შემდეგ თამაშში უფრო კარგად ითამაშებს უკან დასახევი აღარ აქვთ ამიტომ არაფერი გადაწყვეტილა
დ
კლატენბურგი დიდი ნაგავი მსაჯი იყო და როგორც ექსპერტიც ნაგავი ყოფილა, ლამის ფეხი რომ მოსტეხეს კვარას, ყვითელი არ იყო? ამათ რა დაემართათ იცით? რადგან რეალი გააგდეს, ეგონათ ლიგაც მოვიგეთო. ახლა რომ გააფარჩაკა პსჟ-მ, ამას ვეღარ ეგუებიან.
aburjga
კალტენბრუნერი(კალტენბურგი) თუ იყო ის ექსპერტი კიდევ რბილად უთქვამს! მე ველოდი იტყოდა, ყვითელ ბარათს კი არა ადგილზე დახვრეტას იმსახურებდაო?! )))
Amazon Prime-ზეო
მეოთხე მსაჯი რა შუაშია. ექსპერტიაო ამაზონ პრაიმზე
ჟორა გაბრიჭიძე
ეს რა უბედურებაა? ინგლისის გუნდის თამაშზე ვარ-ზე ინგლისელი მსაჯი ზის? ის რა თქმა უნდა მსაჯისა და ინგლისის გუნდის მხარეს დაიჭერს.
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] მბაპეს გმირობა, "არსენალის", "ატლეტიკოს", "ატალანტას" და "სპორტინგის" მოგებები
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
კ. შმეიხელი: ვარდი თამაში წინ პორტვეინს აღარ სვამს
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
კლატენბურგი - რონალდოს გაძევებაზე: მე კრიშტიანოსა და მურილიოს ყვითელ ბარათებს ვუჩვენებდი
მარკ კლატენბურგი - პერიშიჩის ხელით თამაშზე: ეს თერთმეტმეტრიანი არ იყო
მსაჯი კლატენბურგი: მესიმ შოკში ჩამაგდო - ღმერთო, ეს დაუჯერებელი იყო
ძარცვა. კლატენბურგი თვლის, რომ "ნიუკასლის" კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი: "რეალის" გოლი არ უნდა ჩამეთვალა, სამაგიეროდ...
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"ამას ნამდვილად არ ველოდი, შოკში ვიყავი" - მიკელ არტეტა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...