სანდრო სანაძე მატჩის გმირია, ქუთაისი – პირველი ნახევარფინალისტი. ეს გახლავთ ჰაილაითები 2 მატჩიდან, რომლებიც დღეს ზესტაფონსა და ბათუმში გაიმართა. სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის დღეს დაგეგმილი შეხვედრებიდან პირველი დრამატული გამოდგა. ზესტაფონში, მარგვეთმა ბოლო წამზე, სანდრო სანაძის სამქულიანით დაამარცხა გორის ივერიონი და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაფერს მე-5 მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 3 მაისს, გორში გაიმართება.

არადა, ზესტაფონი ზღვარზე იყო, მატჩი, რომელიც თითქმის მოგებული ჰქონდა, წაეგო. პირველი ტაიმის მიწურულს ზესტაფონელები 23 ქულით უგებდნენ ივერიონს, რაც, ნებისმიერ მატჩში, მით უმეტეს, საპლეიოფოში, უტყუარი გამარჯვების ტოლფასია. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა მარგვეთმა თამაში მძლავრად დაიწყო და დიდი შესვენებისკენ სოლიდური ლიდერობაც დაიბევა.

მეორე ნახევრიდან ივერიონმა საქმის გამოსწორება იწყო და რეჯი მესიდორის წინამძღოლობით ჩამორჩენა ჯერ შეამცირა, ბოლო პერიოდში კი ლიდერობასაც მიაღწია. ეს მოხდა მატჩის დასრულებამდე 7.7 წამით ადრე, როცა ეს დრამატული სცენა გათამაშდა. ზესტაფონელები 94:92 იგებდნენ, როცა ივერიონმა გასათანაბრებლად შეუტია, მაგრამ საჯარიმოში შეჭრილი ნიკა ჩეჩელაშვილი ჯარიმით გააჩერეს. ნიკამ პირველი ჩააგდო, მეორე ააცილა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა, ივანე მეგენეიშვილმა მოხსნა და დასრულებამდე 3.3 წამით ადრე დამაწინაურებელი 2-ქულიანი ჩააგდო – 95:94.

გორელებმა გამარჯვება სანახევროდ იზეიმეს – დავით როგავას გაწვრთნილი გუნდი მართლაც ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ მოხდა ის, რომ დარჩენილ 3.3 წამში ზესტაფონელებმა გამარჯვება მოიპოვეს. ბურთი მალიკ მარტინმა პერიმეტრზე მიიღო და დრიბლინგისას ფეხზე უხეიროდ მოირტყა. გზააბნეული ბურთი სანდრო სანაძეს მიუვიდა, რომელმაც დაუყოვნებლივ, რადგან დრო იწურებოდა, გორელთა ფარისკენ ისროლა. სანამ ბურთი კალათის ბადეში გაეხვეოდა, საფინალო სირენა გაისმა – 97:95 (სტატისტიკა).

მოედანი ზესტაფონელი ქომაგებით გაივსო, სანდრო სანაძე ჰაერში არ აუბურთავებიათ, მაგრამ მილოცვები და ჩახუტებები არ დააკლეს. მატჩის გმირმა სანაძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა, ისევე როგორც აკოლ მავეინმა. ბომბარდირი კი ვახტანგ გაფრინდაშვილი გახდა 25 ქულით. ივერიონში 33 ქულით საუკეთესო იყო რეჯი მესიდორი.

დასაწყისში ნათქვამი, ახლა განვავრცოთ: ქუთაისი გახდა პირველი გუნდი, რომელიც წლევანდელი გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა აჭარის დედაქალაქში ბათუმი 82:71 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში 3:1 იმარჯვა. ბათუმელებმა პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაუმართეს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ქუთაისელებს, მაგრამ მეორე პერიოდიდან ძალამ აღმართი ახნა. ქუთაისმა ლიდერობა მოიპოვა, რომელსაც თამაშის ბოლომდე წარმატებით ინარჩუნებდა.

ქუთაისი მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სუპერლიგის რეგულარულის გამარჯვებულია, რომელიც პირველი ნახევარფინალისტი გახდა. იმერული კლუბი ელოდება ივერიონი-მარგვეთის წყვილის გამარჯვებულს.

GBF

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა